📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

AVON - ქალი ანტრეპრენერების ყველაზე მასშტაბური ორგანიზაცია საქართველოში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia
„10 წლის წინ მე გადავწყვიტე ვმდგარიყავი ყველაზე თამამი, წარმატებული და დამოუკიდებელი ქალების რიგში. არ მინანია ეს ნაბიჯი, რადგან ავირჩიე წინსვლა, წარმატება, გამოწვევები, სირთულეები და გამარჯვების ის განსაკუთრებული შეგრძნება, რომელიც მხოლოდ ჩვენ ვიცით. მიყვარს და მეამაყება გუნდის თითოეული წევრი და ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ქართველი ქალის ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო", – ამ სიტყვებით მიმართა კომპანია AVON-ის პირველმა ქართველმა დირექტორმა, ანა ცხადაძემ „შატო მუხრანში" შეკრებილ სტუმრებს.

10 სექტემბერს ისტორიულ კომპლექს „შატო მუხრანში", საერთაშორისო უმსხვილესი კოსმეტიკური ბრენდის – კომპანია AVON-ის კორპორაციული გაყიდვების მასშტაბური კონფერენცია გაიმართა, სადაც კომპანიამ გაყიდვების წლიური შედეგები წარადგინა და კიდევ ერთხელ განმარტა, თუ სად არის იგი საქართველოს ბაზარზე დღეს და როგორი მიღწევები აქვს.

მაჩვენებლები საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. კონფერენციაზე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გაყიდვების თვალსაზრისით საუკეთესო შედეგების მქონე ლიდერები, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით აძლიერებენ და აშენებენ წარმატებულ კომპანიას. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიება წელიწადში ერთხელ ტარდება და ყველაზე მთავარი მოვლენაა AVON-ის კალენდარში.

AVON-ი სილამაზისა და კოსმეტიკის ინდუსტრიის საერთაშორისო ბრენდია, რომელიც უკვე 130-წლიან ისტორიას ითვლის მსოფლიო ბაზარზე და ერთ-ერთი ყველაზე მყარი პოზიცია უჭირავს კოსმეტიკურ ინდუსტრიაში. საქართველოში კომპანია 10 წელზე მეტია წარმოდგენილია და საკმაოდ წარმატებულ მაჩვენებლებსაც ითვლის. მის გაყიდვების გუნდს საქართველოში ამ წლების განმავლობაში არც მეტი არც ნაკლები, 20 000-ზე მეტი ქალი შეუერთდა, რაც იმითაა განპირობებული, რომ კომპანია თანამშრომლობის ფარგლებში მათ ფინანსური დამოუკიდებლობის, პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს.

„ამ მასშტაბის ღონისძიება წელიწადში ერთხელ ტარდება და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა AVON-ის კალენდარში, რადგანაც ჩვენი გაყიდვების ლიდერების აღიარება და მათი მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება მიზანს, რომ თითოეულ ადამიანს, ვინც ჩვენთან თანამშრომლობს, ჰქონდეს ღირსეული შემოსავალი, ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებისა და წინსვლის შესაძლებლობა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ AVON-ი არის ქალი ანტრეპრენერების ყველაზე მასშტაბური ორგანიზაცია საქართველოში და ამას სწორედ იმით მივაღწიეთ, რომ ვართ ფოკუსირებული ჩვენი გაყიდვების ლიდერებისა და წარმომადგენლების მუდმივ სწავლებასა და განვითარებაზე. ჩვენი საქმიანობის მთავარი ღერძი ისაა, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოში ქალების ცხოვრების ხარისხის ამაღლებას და დავამსხვრიოთ სტერეოტიპები, რადგან ქალებს ნამდვილად ყველაფერი შეგვიძლია", – განაცხადა ანა ცხადაძემ კონფერენციაზე.

აღსანიშნავია კომპანია AVON-ის სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯებიც. AVON-მა ორგანიზაცია Europa Donna Georgia- სთან ერთად, შექმნა „ვარდისფერი სივრცე", რომლის მიზანსაც ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა და მკურნალობის შემდგომი ნაბიჯების შესახებ ინფორმირება წარმოადგენს. „ვარდისფერი სივრცე" 2019 წლის მარტში გაიხსნა და უკვე ძუძუს კიბოსთან მებრძოლ 500-მდე ქალს დაეხმარა. კომპანია აქტიურადაა ჩართული გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სხვადასხვა აქტივობაშიც, რადგან AVON-ის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას გლობალური მასშტაბით თანაბარუფლებიანი, ჯანსაღი გარემოს შექმნა წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ქალთა უფლებებისა და გაძლიერების კუთხით აქტიური საქმიანობისთვის, წელს კომპანია AVON-ი მიიწვიეს ორგანიზაცია WOMEN FOR TOMORROW-ს წევრად, რომელიც ქალ ბიზნესლიდერთა ფედერაციას წარმოადგენს და ბიზნესში ქალთა როლის გაძლიერებას ემსახურება.

კონფერენციაზე დაჯილდოვდა საქართველოს მასშტაბით კომპანიის გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი, ქალბატონი თამარ გვაჯაია.

„დღეს ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გაყიდვების ლიდერი ზუგდიდიდან, ქალბატონი თამარ გვაჯაია ავტომობილით დავაჯილდოვეთ, რადგანაც ის არის მაგალითი მთელი ჩვენი ორგანიზაციისთვის, თუ როგორ შეიძლება იყო სამაგალითო დედა და საქმიანი ბიზნესლედი. 10 წლის წინ კომპანიასთან თანამშრომლობა მეც სწორედ წარმომადგენლის სტატუსით დავიწყე და ზუსტად ვიცი, თუ რა რთული და ამავდროულად, საინტერესო გზის გავლაა საჭირო ამხელა წინსვლისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა ქმნის წარმატებას", − უყვება Entrepreneur-ს ანა ცხადაძე.

კონფერენციაზე ასევე დაანონსდა კომპანიის სამომავლო გეგმები და პროექტები, რომელთა უმრავლესობა ასევე ქალების მხარდაჭერისა და გაძლიერებისკენ იქნება მიმართული.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

ანტრეპრენერი VS მეწარმე

ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი