გზამკვლევი პირველი მობილური აპლიკაციის შესაქმნელად

თუ სწორი მოსაზრებები გაქვთ, თქვენი პროდუქტის საზოგადოებისთვის მისაწოდებლად ეს 10 რეკომენდაცია გაითვალისწინეთ
გზამკვლევი პირველი მობილური აპლიკაციის შესაქმნელად
ფოტო: Pixabay
4 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რამ გადაგაწყვეტინათ მობილური აპლიკაციის შექმნა? სხვა ანტრეპრენერებს გსურთ მიბაძოთ, თუ პრობლემას შეეჯახეთ და ფიქრობთ, რომ მის მოგვარებას შეძლებთ? ამ შეკითხვაზე პასუხი განსაზღვრავს, იქნება თუ არა წარმატებული თქვენი აპლიკაცია.

ეს ინსტრუქციები ჩემს გამოცდილებაზეა დამყარებული. ანტრეპრენერებს სამ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მობილური აპლიკაციების შექმნასა და რეკლამირებაში ვეხმარებოდი. თქვენც შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა ნებისმიერისთვის არ გაამართლოს. მხოლოდ ის პუნქტები გამოიყენეთ, რომლებიც თქვენს სტრატეგიას შეესაბამება, ან მას მთლიანად მიჰყევით. ყველაზე მნიშვნელოვანი დაწყებაა.

ნაბიჯი 1: იდეა ან პრობლემა ჩამოაყალიბეთ. თუ უკვე გაქვთ აპლიკაციის იდეა, მეორე ნაბიჯზე გადადით. თუ არა, კითხვა განაგრძეთ. აპლიკაციის შექმნა გსურთ, მაგრამ იდეა არ გაქვთ? ამ შემთხვევაში, რაც ნამდვილად გჭირდებათ, პრობლემებია, რომლებიც ყველგანაა!

წარმატებული ანტრეპრენერები პრობლემების გადაჭრის ისეთ გზებს პოულობენ, რომლებსაც ჩვენ ვერასოდეს წარმოვიდგენდით. ირგვლივ თუ მიმოიხედავთ, დარწმუნდებით, რომ ყველა პროდუქტი და მომსახურება, რომელსაც იყენებთ, თქვენი პრობლემის მოსაგვარებლადაა შექმნილი. ერთი ადგილიდან მეორეზე სწრაფად ჩასვლა გინდოდათ, და ავტომობილი მიიღეთ. ერთი ქვეყნიდან მეორეში უფრო სწრაფად მოხვედრა გინდოდათ და − თვითმფრინავები.

მსგავსი სტატია: ტურისტული აპლიკაციების 5 ქართული სტარტაპი

ასე რომ, თქვენი ცხოვრების ყოველდღიური პრობლემები გაიხსენეთ და თითოეული მათგანი ჩამოწერეთ. ამომწურავი სიის შედგენის შემდეგ, დაიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ მათი მოგვარება, შემდეგ ყველაზე აუცილებელთა მოკლე სიაც გააკეთეთ.

ნაბიჯი 2: დაადგინეთ, რაზეა მოთხოვნა. მხოლოდ თქვენი აპლიკაციის შემოწმებით შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ მასზე მოთხოვნა არსებობს. თქვენი იდეის გადასამოწმებლად, Google Keyword Planner ინსტრუმენტის გამოყენება შეგიძლიათ, რომლითაც იმ ადამიანთა რაოდენობას დაადგენთ, რომლებიც იმას ეძებენ, რის შექმნასაც თქვენ აპირებთ. ვებგვერდის შექმნაც შეგიძლიათ, რომელზეც საკუთარი აპლიკაციის იდეას საფუძვლიანად გააშუქებთ და მომხმარებლის ინტერესს ელ.ფოსტით, რეგისტრაციის საშუალებით დაადგენთ.

ნაბიჯი 3: ჩამოაყალიბეთ მახასიათებლები. თქვენი აპლიკაციის იდეის დადასტურება იმას ნიშნავს, რომ რაღაც გაქვთ, რისი გამოყენებაც ხალხს სურს. ახლა უკვე დროა, თქვენი დოკუმენტი შექმნათ და პროდუქტი დეტალურად აღწეროთ, ან თუ მეტადაც შეიწუხებთ თავს, პროტოტიპირების ინსტრუმენტის გამოყენებასაც შეძლებთ.

თქვენი იდეის ფურცელზე გადატანისას გახსოვდეთ, რომ ის რაც შეიძლება დეტალური უნდა იყოს. ისიც მიუთითეთ, როგორ მოძებნის მომხმარებელი აპლიკაციას, ასევე რა სახის მახასიათებლები ექნება მას. ეს თქვენს დეველოპერს დაეხმარება ნათლად წარმოიდგინოს, როგორი მოლოდინი გაქვთ თქვენ.

ნაბიჯი 4: მოაცილეთ მეორადი ფუნქციები. მომზადებულ დოკუმენტს ყურადღებით გადახედეთ, დაადგინეთ, რომელი ფუნქციების მოცილება შეგიძლიათ. მხოლოდ თქვენი აპლიკაციის იდეის ძირითადი ფასეულობა შესთავაზეთ. პირველსავე ვერსიაში ნუ შექმნით ფუნქციებს, რომელთა არსებობაც „უბრალოდ სასიამოვნოა“, მათი დამატება განახლებული სახით ყოველთვის შეგიძლიათ. ეს საწყისი ხარჯების შემცირებასა და ბაზარზე გაცილებით სწრაფად გასვლაშიც დაგეხმარებათ.

ნაბიჯი 5: პირველ ადგილზე დიზაინი დააყენეთ. ბევრი ანტრეპრენერისგან მსმენია, რომ მათთვის მთავარი, აპლიკაციის სრულყოფაა და უმარტივეს დიზაინზეც თანახმა არიან. ისინი ნამდვილად ცდებიან! დიზაინი თქვენი აპლიკაციის მხოლოდ გარეგნული მხარე კი არა, იმისი განმსაზღვრელიცაა, თუ როგორ მიიღებს მას მომხმარებელი. ვინოდ ხოშლა ვენჩურული კაპიტალის კომპანიიდან Khosla Ventures საუკეთესოდ განმარტავს ამას: „დიზაინის საშუალებით შეძლებთ ტექნოლოგია გამოსადეგი გახადოთ“, ამიტომ ისეთი დეველოპერი მოძებნეთ, რომლისთვისაც დიზაინი (მომხმარებლის გამოცდილება და გრაფიკა) პირველ ადგილზე დგას.

მსგავსი სტატია: როგორ ვმართოთ ბიზნესი სმარტფონით

ნაბიჯი 6: დიზაინერი/დეველოპერი დაიქირავეთ. მოძებნეთ დეველოპერული კომპანია, რომელსაც გამორჩეული დიზაინერული შესაძლებლობები აქვს და სერიოზული დეველოპერული ჯგუფიც ჰყავს. დეველოპერის დაქირავებისას, ინტერნეტით შეამოწმეთ, რამდენად სანდონი არიან ისინი და მათ პორტფოლიოსაც გადახედეთ, თუ რა სახის პროგრამები აქვთ შექმნილი. თუ ნამდვილად მოგეწონებათ მათი შექმნილი აპლიკაცია, დიდი შანსი არსებობს, რომ თქვენი პროდუქტიც კარგი იქნება.

ნაბიჯი 7: დეველოპერის ანგარიშები შექმენით. დარეგისტრირდით შესაბამის მობილური აპლიკაციების მაღაზიებში, რომ მათი პლატფორმის საშუალებით თქვენი აპლიკაციის გაყიდვა შეძლოთ. თქვენ როგორც ინდივიდუალურად, ისე კომპანიის სახელით რეგისტრაციის შესაძლებლობაც  გაქვთ, თუ ერთი მაინც შეგიქმნიათ.

ნაბიჯი 8: ანალიტიკაც ჩართეთ. ანალიტიკა თქვენი მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვების, მომხმარებელთან ურთიერთობის და მათი შენარჩუნების დონის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ. ისეთი ინსტრუმენტები გამოიყენეთ, როგორიცაა მაგალითად Flurry, რომელიც უფასოა, ასევე Localytics, რომელსაც უფასო ვერსიაც აქვს და ფასიანიც.

ნაბიჯი 9: სწრაფად მიიღეთ მომხმარებლის შეფასებები და კიდევ რაიმე მოიფიქრეთ. მას შემდეგ, რაც თქვენი აპლიკაცია მაღაზიებში მოხვდება და პირველი მომხმარებლები გამოიყენებენ, შეფასებები მოგცემთ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააუმჯობესოთ და დახვეწოთ იგი. ამიტომ ყურადღებით გაეცანით მომხმარებელთა კომენტარებს და თქვენი აპლიკაციის სრულყოფა განაგრძეთ.

ნაბიჯი 10: ფუნქციების დამატება. თქვენ ერთი ვერსია შექმენით, რომელსაც შეზღუდული ფუნქციები და მხოლოდ ძირითადი შეთავაზებები აქვს. ახლა საწყის ვერსიაში გამოტოვებული დარჩენილი ფუნქციების შეფასებისა და დამატების დროა. შემდეგ ანალიტიკისა და უკუკავშირის საშუალებით დაადგენთ, არის თუ არა ეს ფუნქციები აქტუალური.

მობილური აპლიკაციის შესაქმნელი ეს ნაბიჯები სულაც არ არის ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი და ხელშეუხებელი − მხოლოდ ჩემი გამოცდილების საფუძველზე შედგენილი საორიენტაციო სახელმძღვანელოა თქვენი აპლიკაციის ყველაზე ეფექტური გზით შესაქმნელად. როგორც კი დასაწყებად იქნებით მზად, არ დაივიწყოთ, რომ ყველაზე მარტივი მობილური აპლიკაციის შექმნაა, მთავარი პრობლემა კი − მომხმარებლების მოზიდვა.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Starting, buying, or growing your small business shouldn’t be hard. Guidant Financial works to make financing easy for current and aspiring small business owners by providing custom funding solutions, financing education, and more.

Latest on Entrepreneur