📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

wePark - ქართული აპლიკაცია მარტივი პარკინგისთვის პარკინგის გაქირავება AirBnB-ის პრინციპით კი უკვე 15 სექტემბრიდანაა შესაძლებელი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

WePark

თანამედროვე ქალაქებში საპარკინგე ადგილების სიმცირისა და გადატვირთულობის გამო, სულ უფრო და უფრო საჭირო ხდება ახალი საშუალებები, რომელიც ერთი მხრივ ავტომომხმარებლებს საკუთარი ავტომობილების უსაფრთხოდ გაჩერებაში, მეორე მხრივ კი ავტოსადგომების მფლობელებს საკუთარი ტერიტორიის გაქირავებაში დაეხმარება. სწორედ ამ პროცესს ამარტივებს ქართული აპლიკაცია wePark, რომელიც პარკინგთან დაკავშირებულ შემდეგ სერვისებსა და პროდუქტებს აერთიანებს:

  • პარკინგის (ავტოფარეხის, ავტოსადგომის) გაქირავება AirBnB-ის პრინციპით.
  • პარკინგის გაცვლის სერვისი, რაც გულისხმობს პარკინგის გათავისუფლების შესახებ აპლიკაციით სიგნალის გაგზავნას.
  • მუნიციპალური პარკინგის საფასურის გადახდა მობილური აპლიკაციით.

უკანასკნელი ორი სერვისი სულ მალე, შემოდგომის მიწურულს გაეშვება. პარკინგის გაქირავება AirBnB-ის პრინციპით კი უკვე 15 სექტემბრიდანაა შესაძლებელი.

wePark-ის დამფუძნებლები − გიორგი ხოშტარია და გიორგი მოსეშვილი არიან, რომლებმაც აქტუალური პრობლემის ციფრული ინსტრუმენტებით გადაჭრა დაისახეს მიზნად.

„პარკინგის პრობლემამ ყველა შეაწუხა. ამავე დროს, მსოფლიოში მზარდია სერვისების გაციფრულება. ვიფიქრეთ, რომ დროა მობილური ტექნოლოგიები გამოვიყენოთ პარკინგის პრობლემების მოსაგვარებლად. თბილისში ბევრი ავტოფარეხი და ავტოსადგომია კერძო მფლობელობაში, რომლებსაც არ აქვთ პლატფორმა, რათა გააქირავონ ეს ქონება პარკინგის მსურველებზე. ამასთანავე, პარკინგზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, მიწოდება კი სულ უფრო პრობლემურია. ამიტომაც გავაკეთეთ wePark-ი. პარკინგის მსურველები შეძლებენ მობილურ აპლიკაციაში ნახონ ყველა პარკინგი, რაც ბაზარზეა და ქირავდება. ეს ხელს შეუწყობს პარკინგის პრობლემის შემცირებას, ხოლო ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ დამატებითი შემოსავალი მიიღონ საკუთარი ავტოფარეხების და ავტოსადგომების გაქირავებით", − უყვებიან Entrepreneur-ს დამფუძნებლები.

wePark-ის ეფექტური ონლაინსისტემა ერთ აპლიკაციაში უყრის თავს პარკინგის სხვადასხვა სერვისს, ეს კი პარკინგის ძებნის დროსა და დისკომფორტს მნიშვნელოვნად ამცირებს.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუადვილოთ პარკინგთან დაკავშირებული პროცესები. ესენია პარკინგის პოვნა, პარკინგის საფასურის გადახდა, პარკინგის გაქირავება, პარკინგის ადგილამდე ადვილად მისვლა, პარკინგის წინასწარ დაჯავშნა", − ამბობს დავით მოსეშვილი.

პირველ ეტაპზე აპლიკაციით სარგებლობა თბილისსა და ბათუმში იქნება შესაძლებელი, თუმცა იგეგმება აპლიკაციის გლობალურ ბაზარზე გაშვებაც, რადგან პარკინგი თანამედროვე სამყაროში აქტუალურ გლობალურ პრობლემას წარმოადგენს.

„გლობალურად, პარკინგზე იგივე პრობლემებია, რაც ჩვენთან. ასევე გლობალური ტრენდია სერვისების გაციფრულებაც. შესაბამისად, პარკინგის პროდუქტებისა და სერვისების მობილურ აპლიკაციაში გადატანა საერთო ტენდენციაში ძალიან კარგად ჯდება. საზოგადოება უკვე მზად არის მიიღოს და გამოიყენოს ახალი ონლაინსერვისები საკუთარი კომფორტისთვის ძველი, ტრადიციული სერვისების სანაცვლოდ", − გვეუბნება გიორგი ხოშტარია.

გუნდის სამომავლო გეგმები სერვისების დახვეწასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებას უკავშირდება. ლოკალურ ბაზარზე აქტიურად დამკვიდრების შემდეგ, ახალი ეტაპი უკვე 2020 წლის პირველი კვარტლიდან უკრაინის ბაზარზე wePark-ის სერვისის გაშვება იქნება, შემდეგ კი ეტაპობრივად გაფართოვდება ქვეყნების სიაც, სადაც wePark-ის სერვისით სარგებლობას ყველა შეძლებს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

ZOOM: ერიკ იუანის ოცნების განხორციელების შთამბეჭდავი ისტორია

Zoom-ის დამფუძნებელი, დევიზით - "იმუშავე ბევრი და დარჩი თავმდაბალი"

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი