📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს სომხეთის სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები ესტუმრნენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სპარკი

21-22 სექტემბერს საქართველოს სომხეთის სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები ეწვივნენ. სომხურმა მხარემ სტარტაპებს, დამწყებ მეწარმეებსა და უკვე არსებულ მცირე თუ საშუალო ბიზნესის მფლობელებს ახალი შესაძლებლობები ბიზნეს აქსელერატორ „სპარკში" გაუზიარა. თავის მხრივ, წარმატებულმა ქართული სტარტაპების მფლობელებმა ქვეყნის ეკოსისტემასა და დაფინანსების წყაროებზე ისაუბრეს.

ქართული და სომხური სტარტაპ იდეები „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" აღმასრულებელმა დირექტორმა, აიეტ კუკავამ და „კედარი ვენჩერსის" წარმომადგენელმა ანი სირბილაძემ შეაფასეს.



სომხური სტარტაპ ტურის მიზანია, ქართველი და სომეხი მეწარმეების დაკავშირება, ადგილობრივი ეკოსისტემის გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა.

2 დღიანი ტურის ფარგლებში სომხეთის ეკოსისტემის წარმომადგენლები საქათველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „იმპაქტ ჰაბსაც" ეწვივნენ.

"მსგავსი სახის აქტივობები ხელს უწყობს როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას და საშუალებას აძლევს ქართულ სტარტაპებს გაეცნონ მეზობელი ქვეყნების ბაზრებს, გაიგონ მეტი იმ სპეციფიკების შესახებ რაც შემდეგომ ამ ბაზრებზე შესვლაში დაეხმარებათ. მსგავსი ღონისძიებები პოპულარიზაციას უწევს საქართველოს. ქვეყანას, სადაც ბიზნესის კეთება ძალიან მარტივი და უსაფრთხოა. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მსგავსი აქტივობები და ვუმასპინძლოთ სხვადასხვა ქვეყნების სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებს. უახლოეს მომავალში იგეგმება ქართული სტარტაპების გამგზავრება სომხეთში." - განაცხადა ღონისძიების პარტნიორის, ბიზნეს აქსელერატორ „სპარკის" მენეჯერმა სანდრო კანდელაკმა

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე