📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

გარდენია ჩემი ცხოვრებაა... პოდკასტი სერიიდან Entrepreneur ხმა. სტუმარი ზურა შევარდნაძე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

მას მებაღეობა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როცა საერთოდ არ იცოდა, რა ერქვა მის საყვარელ საქმიანობას. ფიქრობს, რომ წარმატების მისაღწევად მთავარი საკუთარი საქმის დიდი სიყვარული და თავდადებაა. დარწმუნებულია იმაში, რომ გულით ნაკეთებ საქმეს ყოველთვის ჰყავს დამფასებელი.

მუდმივად აღნიშნავს, რომ „გარდენია" მისი ცხოვრებაა. სწორედ ესაა მისი წარმატების საიდუმლოც. მისთვის შვებულება, დასვენება და სამუშაო განაკვეთი არ არსებობს. ზურასთვის ეს ცხოვრების სტილია და არა ბიზნესი.

მისი გზა მშობლიური გურიიდან იწყება. ბუნება, ცხოველები, ეზო-კარმიდამო ყოველთვის უყვარდა. ოჯახიც გვერდით ედგა. როგორც თავად ამბობს, მთავარი ხელშეწყობა იყო ის, რომ არაფერს უშლიდნენ. სწორედ ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოპოვებული თავისუფლების შეგრძნება დაეხმარა იმაში, რომ თავიდანვე გაეცნობიერებინა, თუ რისი კეთება სურდა ცხოვრების მანძილზე.

დღეისათვის იგი საქართველოში პირველი, ყველაზე წარმატებული მებაღეა. არც იმის აღნიშვნა იქნებოდაგადაჭარბებული, რომ ეს დარგი პოპულარული მისი დამსახურებით გახდა.

მოუსმინეთ Entrepreneur-ის მთავარი რედაქტორის გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტს სერიიდან Entrepreneur ხმა.

სტუმარი: ზურა შევარდნაძე

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

ZOOM: ერიკ იუანის ოცნების განხორციელების შთამბეჭდავი ისტორია

Zoom-ის დამფუძნებელი, დევიზით - "იმუშავე ბევრი და დარჩი თავმდაბალი"