ERISTOFF VODKA - რაჭველი ერისთავების ორსაუკუნოვანი ანტრეპრენერული ისტორია

ERISTOFF VODKA - რაჭველი ერისთავების ორსაუკუნოვანი ანტრეპრენერული ისტორია
ფოტო: ERISTOFF
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Eristoff Vodka – ამ სახელწოდების არაყი ალბათ ბევრ თქვენგანს შეხვედრია სუპერმარკეტების ან ალკოჰოლური მაღაზიების დახლებზე, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ამ ორასწლოვანი არყის ბრენდის ფესვები საქართველოშია და ის საქართველოდან ჯერ რუსეთში, შემდეგ კი იტალიაში გადასახლებული რაჭველი ერისთავების ოჯახთანაა დაკავშირებული.

არყის ჩამოსხმა იტალიაში, ქალაქ ტურინში, მეოცე საუკუნეში დაიწყო ნიკოლოზ ერისთავის აქტიური ჩართულობით. რეცეპტი უნიკალურია და იგი ნიკოლოზის ბაბუას − ივანე ერისთავს ეკუთვნის, რომელიც არაყს კავკასიაში გავრცელებული იშვიათი კენკროვანი კულტურების მარცვლებისგან ამზადებდა.

იტალიამდე კი არაყი პირველად 1806 წელს რუსეთში გაიცნეს, რომელმაც საიმპერატორო კარის დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა სამეფო ოჯახს მოგვიანებით ცნობილი პოლიტიკური ვითარების გამო, რუსეთის დატოვება მოუწია და იტალიაში გადასახლდა.

იტალიაში კი ერისთავების საგვარეულო არყის ისტორია უკვე სხვა ეტაპზე გადადის. ნიკოლოზ ერისთავმა ბაბუის რეცეპტზე ოფიციალური იურიდიული ნებართვა მოიპოვა, რის შემდეგაც ცნობილი ალკოჰოლური სასმელების კომპანია Martini & Rossi-ის ექსკლუზიური უფლება მისცა, რის საფუძველზეც მათ თავიანთი პროდუქციის მარკად სახელის − „პრინცი ნიკოლაი ალექსანდრეს ძე ერისტოვის“ გამოყენება საერთაშორისო მასშტაბით შეეძლოთ.

ამის შემდეგ არაყი Eristoff ფართოდ გაიცნეს არა მარტო იტალიაში, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც. Martini & Rossi-ს მესვეურობით, არყის ჩამოსხმა იტალიის შემდეგ ევროპის არაერთ ქვეყანაში გაგრძელდა. სასმელმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. ცნობილია, რომ ნიკოლოზ ერისთავი თავდაპირველად წარმოების პროცესში აქტიურად იყო ჩართული, რათა რეცეპტის თითოეული პუნქტი სწორად ყოფილიყო დაცული და შესრულებული.

Martini & Rossi გასული საუკუნის მიწურულს კუბურმა ალკოჰოლურმა კომპანია „ბაკარდიმ“ შეიძინა, რის შემდეგაც პროდუქცია „ბაკარდი-მარტინის“ ბრენდით წარმოებს. თუმცა, სასმელების ეტიკეტზე დღემდე შეხვდებით წარწერას − PrinceNikolaiEristoff 1806 პრინცი ერისთავის თანდართული ხელმოწერით.

დღეს Eristoff Vodka მთელ მსოფლიოში ცნობილ პრემიუმკლასის არყად და სანდო მაღალხარისხიან ალკოჰოლურ პროდუქტად მიიჩნევა, რომელიც 100%-ით სუფთა მარცვლებისგან მზადდება, გაივლის გამოხდის სამფაზიან პროცესს და ხის ნახშირით ფილტრაციას, რათა საბოლოოდ სრულიად სუფთა და დახვეწილი გემოს მქონე არაყი მიიღონ. დროთა განმავლობაში გაფართოვდა არყის ასორტიმენტიც. დღეს უკვე შეხვდებით Eristoff Original-ს, Eristoff Ginger-ს, Eristoff Black-ს, Red-ს, Lime-ს და ა.შ.

დროთა განმავლობაში შეიცვალა ლოგო. ერისთავების საგვარეულო გერბი კავკასიური რუხი მგლისა და ნახევარმთვარის გამოსახულებებმა ჩაანაცვლა, რომლებიც შემთხვევით არ შეირჩა. ცნობილია, რომ მგელი, რომელიც ნახევარმთვარის შემყურე ყმუის, გურჯისტანს, ანუ მგლების მიწის სიმბოლოს წარმოადგენს. გურჯისტანს კი საქართველოს სპარსელები ეძახდნენ.

დღეს Eristoff Vodka-ს გემოს უკვე მთელ მსოფლიოში იცნობენ და აქტიურად აგემოვნებენ. მესიჯი კი, რომელსაც ბრენდი საკუთარ მომხმარებლებს უგზავნის, შემდეგია: Live Passionatley, Drink Responsibly.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur