12 წლის გიორგი შეშაბერიძემ მამალოს წარმოებას ფოტოკანფეტიც დაუმატა

ფოტოკანფეტზე სასურველი ფოტოს დატანაა შესაძლებელი
12 წლის გიორგი შეშაბერიძემ მამალოს წარმოებას ფოტოკანფეტიც დაუმატა
ფოტო: ალექსეი სეროვი
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ასეთი ფოტოკანფეტი „დორას“ დამფუძნებელმა 8 ოქტომბერს ჟურნალ Entrepreneur-ის ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს წარუდგინა, რომელთა აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა კანფეტზე ანნა ვინტურის ფოტო იხილეს.

გიორგი შარაშიძე, ჟურნალ Entrepreneur-ის მთავარი რედაქტორი: „პატარა გიორგი არ წყვეტს ჩვენს გაოცებას საკუთარი მიზანდასახულობით, განვითარებისა და სიახლეებისკენ სწრაფვის დაუოკებელი სურვილით და რაც მთავარია – მოქმედებით. გიორგი უბრალოდ დავპატიჟეთ ჩვენს მორიგ ღონისძიებაზე, ის კი, იცოდა რა, რომ ანნა ვინტურის ფენომენზე სასაუბროდ და მისი ვიდეო მასტერკლასის სანახავად 100-ზე მეტ სტუმარს ველოდით, ანნას ფოტოგამოსახულებიანი კანფეტებით გამოგვეცხადა. ეს ნამდვილად სიურპრიზი იყოს ჩემთვისაც და ჩვენი სტუმრებისთვისაც. დარწმუნებული ვარ, გიორგი კიდევ მეტს მიაღწევს. ის რაც შეიძლება მეტმა მოზარდმა უნდა გაიცნოს, რაც შეიძლება მეტი მოზარდისთვის უნდა გახდეს მისაბაძი მაგალითი“.  

შეგახსენებთ, რომ გორელმა მცირეწლოვანმა ანტრეპრენერმა, რომელიც სულ ახლახან საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, ე.წ. „მამალოების“ დამზადება და მათი რეალიზება 11 წლის ასაკში დაიწყო. წარმოებას თავდაპირველად დამოუკიდებლად, საკუთარი ხელით, შინ შეუდგა. საწყის ეტაპზე ადგილობრივ მაღაზიებს მათ ჩაბარებასა და გაყიდვას სთავაზობდა. სულ მალე კი პოპულარობა მოიპოვა და შეკვეთების რიცხვმაც დინამიკური ტემპით იმატა. „მამალოების“ ბრენდი, სახელწოდებით „დორა“ დღეს უკვე მთელ საქართველოშია ცნობილი. აღსანიშნავია, რომ გიორგი საკუთარი საქმით ქვეყნისა და რეგიონის უმწვავეს პრობლემას – ოკუპაციას ეხმიანება. ქვეყანაში მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის გასაპროტესტებლად, „დორას“ ეტიკეტზე დატანილია წარწერა: „Stop Russia“.

პოპულარობის ზრდისა და ასეულობით მაღაზიისთვის დაკვეთების სათანადოდ შესასრულებლად, პატარა ანტრეპრენერს მალე ტკბილეულის საწარმოს გახსნის აუცილებლობა დაუდგა. ამისთვის მონდომება არ დაიშურა და დღეს 12 წლის გიორგი შეშაბერიძეს უკვე საკუთარი საწარმო დედაქალაქში აქვს. გადაწყვიტა, რომ საკუთარ საწარმოში შშმ-პირები და სოციალურად დაუცველი ადამიანები დაასაქმოს. ამიტომაც, საწარმოს ინფრასტრუქტურული გარემო სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. გიორგი წარმოებისა და პროდუქციის ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. ტრადიციული მამალოების გარდა, უკვე ფოტოკანფეტებსაც ამზადებს, რომელზეც სასურველი სურათის დატანაა შესაძლებელი. ახალი ინგრედიენტების დამატებით კი უფრო მრავალფეროვანი ხდება „დორას“ ტკბილეულის გემოვნური თვისებებიც.

გიორგი ახლა ბიზნესგეგმის წერის ეტაპზეა. ამბობს, რომ დამატებითი ინვესტიცია სჭირდება, რათა მაღალტექნოლოგიური საკონდიტრო პრინტერი შეიძინოს და საწარმოს წარმადობა კიდევ უფრო გაზარდოს. უამრავი გეგმისა და მიზნის რეალიზებისთვის კი მონდომების დაზოგვას არ აპირებს.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur