როგორ უნდა დაიგეგმოს ვირუსული მარკეტინგული კამპანია

სოციალური მედიაექსპერტი დენის პისჩეკი ყველა დეტალს გვიმხელს
როგორ უნდა დაიგეგმოს ვირუსული მარკეტინგული კამპანია
ფოტო: Entrepreneur.ge
4 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წარმოიდგინეთ, რომ Facebook-ის მხოლოდ ერთი პოსტი გაქვთ, რომელიც 42,000-ზე მეტ ინტერაქციას იწვევს და 2.8 მილიონ ადამიანს მოიცავს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს პუბლიკაცია პროდუქტს უკეთებს რეკლამას, რომელსაც რეალური კომერციული ღირებულება აქვს თქვენი ბიზნესისთვის. ახლა ისიც წარმოიდგინეთ, რომ ამაში დოლარიც კი არ გაქვთ გადახდილი. აი, ეს არის ვირუსული მარკეტინგის ძალა.

ანტრეპრენერი დენის პისჩეკი Facebook-სა და Instagram-ზე თავისი წარმატებული ვირუსული მარკეტინგული კამპანიების წყალობით გახდა ცნობილი. მათ შორის, მისი კოორდინირებული Kinder Bueno-ს ზემოხსენებული მაგალითიცაა. პისჩეკთან ერთად შევეცადე გამერკვია, როგორ ქმნის იგი კლიენტებისთვის მთელ მსოფლიოში ვირუსულ კამპანიებს თავის Facebook-გვერდებზე, მაგალითად, Faktglaublich-სა და Video Trends-ზე (ორი ყველაზე ვირუსული გვერდია გერმანიაში).

ვირუსულობის ცნების გააზრება

ვირუსული მარკეტინგული კამპანიის თავბრუდამხვევი ეფექტების გამოსაყენებლად, უპირველესად მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რატომ უზიარებენ ადამიანები ერთმანეთს ინფორმაციას. New York Times-ის ერთ-ერთი ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, აღმოჩნდა, რომ ადამიანები მოვლენებს „სხვათა ცხოვრების გასამდიდრებლად“ და საკუთარი ადგილის „დასადგენად“ იყენებენ იმ საზოგადოებაში, რომელთანაც ურთიერთობენ.

დასკვნა მასლოვის მოთხოვნილებათა პირამიდას მიაგავს: იერარქიის ზედა ორი იარუსი, რომელიც ინფორმაციის გაზიარებას გვიბიძგებს, თვითრეალიზაცია და ეგოს მოტივებია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც კი თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობთ, კუთვნილების გრძნობის განმტკიცებას ვცდილობთ, ხოლო სოციალური გაზიარება ყველაზე მძლავრი სიგნალია თქვენი კუთვნილების გრძნობის დასახასიათებლად. სოციალურ ქსელში დიდი ხმაური ტყდება და ეს შთამბეჭდავი ისტორია ახალი ამბების ფიდებზეც ტრიალებს.

ამიტომ მეცნიერებმა შემდეგ ეტაპზე გამოიკვლიეს, როგორ კორელირებს ჩვენი მოტივაციის სურვილი ტერმინთან, რომელსაც სახელად „ემოციური ვალენტობა“ ჰქვია. არაპროფესიონალის ტერმინებით ეს შემდეგს ნიშნავს:  რამდენადაც მეტად არის დატვირთული ინფორმაცია ბედნიერების ან მრისხანების გრძნობების გამოსაწვევად, მით მაღალია მისი გაზიარების სურვილი. ადამიანები ინფორმაციას ემოციურ სასხლეტებზე პასუხად აზიარებენ, რომლებიც სხვათა ცხოვრების გამდიდრების სურვილით აძლიერებს მათ სოციალურ კლასიფიცირებასა და იდენტობას. თქვენი ინფორმაციის ფორმულირებაც ისე უნდა მოხდეს, რომ იგივე მოახერხოს.

მსგავსი სტატია: პარადოქსი, თუ რატომ ვრცელდება ზოგიერთი რამ სწრაფად

როგორ უნდა დაიგეგმოს ვირუსულობა

პისჩეკის თქმით, ვირუსულობა ცოტაოდენ იღბალსაც გულისხმობს, მაგრამ შანსის გასაზრდელად ბევრი სხვა საშუალებაც არსებობს. ქვემოთ საკონტროლო სიაა, სადაც ის უმნიშვნელოვანესი საკითხებია განხილული, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:

1. ჯგუფური პერსონის გაძლიერება

ინფორმაციის ყურადღების ცენტრში მოსახვედრად, უპირველესად, ისეთი თემები უნდა შეარჩიოთ, რომლებიც ჯგუფის იდენტობას აძლიერებს. ინფორმაციის მომზადება კი აუდიტორიის მსოფლმხედველობის, მისი პრობლემების, ინტერესებისა და მოტივაციის ცოდნას მოითხოვს. ამის დასადგენად აუცილებელია ნახვა, თუ რა ცირკულირებს ინტერნეტსაზოგადოებებს შორის, რასაც თქვენს აუდიტორიასთან აქვს შეხება. იმის დასადგენად, თუ რა მუშაობს, ისეთი სერვისები გამოიყენეთ, როგორიცაა CrowdTangle (რომელიც ახლა Facebook-ს ეკუთვნის) და ასევე, შესაბამისი ქვერედიტები.

2. ემოციური ვალენტობის შესაბამისი ემოციები

ინფორმაციამ ემოციური პასუხის გამოწვევა რომ შეძლოს, მას შოკისებრი გავლენა უნდა ჰქონდეს. თქვენი აუდიტორიის ინტერესების შესაბამისად, ძლიერი დადებითი ან უარყოფითი ვალენტობა უნდა გამოიწვიოს. პისჩეკი ხშირად ისეთ ინფორმაციას ამჯობინებს, რომელიც დადებით ემოციებს აღძრავს, როგორიცაა აღფრთოვანება, სიხარული და ბედნიერება, რადგან ეს უკეთესია ბრენდისთვის. თუმცა აღიარებს, რომ ზოგჯერ ძლიერი მოტივატორის სახით შიშის მომნუსხველ გრძნობასაც იყენებს და მისი იგნორირება არ შეიძლება.

3. მარტივი ინფორმაცია

ერთ-ერთი გამოკვლევის მიხედვით, რომელიც ყურადღების მდგომარეობის შესწავლას ეხება, აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად საუკეთესო დამაჯერებელი ინფორმაციაა, რომელსაც ვიზუალური ეფექტებიც ახლავს და დიალოგებიც. ვირუსულობა მჭიდროდაა დაკავშირებული ყურადღების მიპყრობასთან. რაც უფრო მარტივია გზავნილის გაგება, მით ადვილია მისი სხვებისთვის გაზიარება. პისჩეკი სოციალურ მედიაში ხშირად იყენებს ვიდეორგოლებს დიდი და ადვილად გასაგები სუბტიტრებით, რომლებიც პირველსავე კადრებში აუდიტორიის იდენტურობაზე ლაპარაკობს. როდესაც მომხმარებელი სიახლეებს ეცნობა, მთავარი თემების სანახავად ვიდეორგოლი სრულიად საკმარისია. ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაციის მომზადება იმ პლატფორმის გათვალისწინებით, რომლითაც მისი გაზიარება გსურთ. მაგალითად, Facebook გრძელ ვიდეორგოლებს ანიჭებს უპირატესობას, ხოლო Instagram − გაცილებით მოკლეს.

4. პრაქტიკული გამოყენება

პისჩეკი ღრმადაა დარწმუნებული, რომ ვირუსულ ინფორმაციას, თუნდაც ის პროდუქტის რეკლამას არ ჰგავდეს, აუდიტორიისთვის პრაქტიკული ფასეულობაც უნდა ჰქონდეს. პრაქტიკული ღირებულების გაზიარება სოციალური ვალუტის ფორმაა, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული თქვენი აუდიტორიის ცხოვრების გამდიდრებასთან.

ვირუსული მარკეტინგი თქვენი ბრენდის გასავითარებლად

ერთი დიდი მიღწევაა, როდესაც ინფორმაცია ვირუსული ხდება და ემოციურ გამოხმაურებას, ადამიანების მოტივაციას იწვევს, მაგრამ მეორე (გაცილებით რთული) − ამის მოხერხებაა ბრენდის რეკლამირებისას. ამ ტიპის მარკეტინგი ტაქტიკურ მიდგომას მოითხოვს, ანუ ინფორმაციამ უნდა შეძლოს თქვენი ბრენდის მომგებიანად პოზიციონირება და ამავე დროს, ვირუსული კამპანიის ყველა ელემენტიც უნდა ჰქონდეს. როდესაც პისჩეკმა პირველად დაიწყო ვირუსული მარკეტინგით თამაში, მას ბრენდები მიმართავდნენ თავის ქსელებში გამოექვეყნებინა ინფორმაცია.

მსგავსი სტატია: გლობალური სტარტაპ ფონდის პირველი გარიგება საქართველოში

პისჩეკი ყველანაირად ცდილობს საზოგადოებისა და რეკლამის დამკვეთების ინტერესები ერთმანეთს დაამთხვიოს, რომ აუდიტორიის ერთგულიც იყოს და ბრენდებმაც მაქსიმალური შედეგი მიიღონ. ბრენდების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გასაანალიზებლად იგი CrowdTangle-ს იყენებს − იკვლევს, რა ამართლებდა ადრე და ბრენდის აუდიტორიის პროფილს საზღვრავს.

Kinder-ის კამპანიის დროს, პისჩეკმა მარკეტინგული გამოკვლევა ჩაატარა (A/B testing), 18-დან 34 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში მთელი რიგი ვიდეორგოლები გამოიყენა საუკეთესო ეფექტის გამოსავლენად. ამის გაკეთება დანახარჯების გარეშეც შესაძლებელია და ასევე ფასიანი სარეკლამო ბიუჯეტითაც. როგორც კი დადგინდა, რომ ამ პუბლიკაციამ აუდიტორიის გამოხმაურება გამოიწვია, იგი მთავარ გვერდზე გადაიტანეს და 2.8 მილიონი ნახვა ჰქონდა.

ვირუსული მარკეტინგი მეტისმეტად მძლავრ საშუალებას წარმოადგენს ბრენდის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გასაზრდელად. ინფორმაციის ფორმულირებისას, რომელიც თქვენი აუდიტორიის ემოციებს ეხმიანება, პისჩეკის საკონტროლო სია გაითვალისწინეთ და იგი გაცილებით უკეთესი გახდება, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდება და თქვენი ბრენდის მიმართ მასობრივ ინტერესს გამოიწვევს.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur