📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

როგორ ცვლის ტექნოლოგია და ბლოკჩეინი აუდიტის პროცესს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ბოლო რამდენიმე წელია, ბლოკჩეინი და მისი გამოყენება აქტუალური თემაა, ყველგან ამაზე წერენ და მსჯელობენ. თუმცა მაინც ბევრი შეკითხვა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის სინამდვილეში ბლოკჩეინი და რა როლი შეიძლება ჰქონდეს მას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

ბლოკჩეინი, ყველაზე მარტივი განმარტებით, მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა, ე.წ. განაწილებული დავთრის ტექნოლოგია (Distributed Ledger Technology" - DLT), რომელიც შეიცავს შესაბამის მონაცემებს დროის ამა თუ იმ მონაკვეთში შესრულებული თითოეული ტრანზაქციის შესახებ. ტრანზაქციების სინამდვილე და ავთენტურობა დაცულია ელექტრონული ხელმოწერებით.

რა პოტენციურ სარგებელს უნდა ელოდნენ აუდიტორული კომპანიები ბლოკჩეინისგან?

მონაცემთა უსაფრთხოება, საოპერაციო ეფექტურობა და რაც ყველაზე საინტერესოა, „ჭკვიანი" კონტრაქტები - ეს ის სარგებელია, რომელსაც სპეციალისტების მოსაზრებით, აუდიტორული კომპანიები მიიღებენ.

მონაცემთა უსაფრთხოება

ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, აუდიტში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მონაცემთა უსაფრთხოება. ტრანზაქციების მონაცემთა ბლოკებში გაერთიანება დავთარს იცავს სხვადასხვა რისკისგან. თითოეული ბლოკი მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ამდენად, მონაცემების ცვლილება/გაყალბება ცალკეულ ბლოკში შეუძლებელია, ამისთვის საჭიროა ერთი და იგივე ცვლილება ერთსა და იმავე დროს ყველა ბლოკში განხორციელდეს.

ჭკვიანი კონტრაქტები და ეფექტურობა

მარტივად რომ ვთქვათ, ჭკვიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი, რომელშიც ჩაშენებულია ავტომატიზაციის ელემენტი. მაგალითად, თუ კონტრაქტში მოცემულია კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგ დგება გადახდის ეტაპი, როგორც კი კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, გადახდა ავტომატურად შესრულდება. იმავდროულად, შესაბამისი ინფორმაცია ბლოკჩეინში ავტომატურად განახლდება, რომ ტრანზაქციის ორივე მხარე ასახოს. ეს ჭკვიანი კონტრაქტების გამოყენების მხოლოდ ერთი მაგალითია, რომელიც აჩვენებს, რომ ბლოკჩეინის გამოყენება აქტივების მმართველს უამრავ დროსა და ფინანსურ რესურსს უზოგავს, თანაც იმგვარად, რომ პროცესი ბევრად დაცული და გამჭვირვალე ხდება.

აუდიტის პროცედურების გაადვილების შესაძლებლობები

ბლოკჩეინში შესაძლებელია ტრანზაქციების ისტორიის გადამოწმება, ეს კი ნიშნავს, რომ აუდიტორებს შეუძლიათ, ბლოკჩეინი ტრანზაციების ავტორიზაციისა და ანგარიშსწორების გადასამოწმებლად გამოიყენონ.

ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, აუდიტორებს აღარ დასჭირდებათ კლიენტებისთვის საბანკო ამონაწერის მოთხოვნა და/ან დასტურების გამოთხოვა მესამე პირებისგან. ისინი შეძლებენ, ადვილად გადაამოწმონ ტრანზაქციები ბლოკჩეინის ხელმისაწვდომ დავთრებში.

შერჩევითი ტესტირება შესაძლოა ასევე წარსულს ჩაბარდეს, რადგან ბლოკჩეინ ტექნოლოგიით, აუდიტორები შეძლებენ ტრანზაქციების სრული სპექტრის ტესტირებას კონკრეტული პერიოდის ჭრილში. ამდენად შესაძლებელი გახდება აუდიტი განხორციელდეს რეალურ დროში, ანუ როგორც უწოდებენ plug and play audit.

მომავალი

იმ პირობებშიც კი, როდესაც ტექნოლოგიის შესაძლებლობები ჯერ ბოლომდე არც ცნობილია და არც ამოწურული, ცვლილებების ტემპი ისეთი მაღალია, რომ მნიშვნელოვანია, აქტივების მმართველებმა თვალი ადევნონ, თუ რა შესაძლებლობებს იძლევა ბლოკჩეინი. ახალ ტექნოლოგიებზე კონცენტრირება კრიტიკულია იმისთვის, რომ გაწეულმა მომსახურებამ უპასუხოს თანამედროვე სტანდარტებს და აუდიტორული კომპანია კონკურენტუნარიანი დარჩეს.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ აუდიტის წარმოების ტრადიციული მეთოდები ჯერჯერობით შენარჩუნდება. სპეციალისტების შეფასებით, შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაშიც ფონდების აუდიტთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან შეფასებებს კვლავ ფინანსურ ანგარიშგებებზე ხელმომწერი აუდიტის დირექტორები გააკეთებენ.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

m2 კოლაბორაციულ პროექტს იწყებს

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული