📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

რატომ არის ანტრეპრენერობისთვის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა სათანადოდ გააცნობიერეთ თანამშრომლობის მნიშვნელობა!

By ემი როზენი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ანტრეპრენერობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სხვებთან ერთად მუშაობის უნარია.

ბიზნესის ლიდერები, აკადემიკოსები და მკვლევრები, რომლებიც ანტრეპრენერობას სწავლობენ, აღიარებენ, რომ თანამშრომლობა და ინფორმაციის გაზიარება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ისეთი უნარები, როგორებიცაა შესაძლებლობების ამოცნობა და გამბედაობა.

ასპენის ინსტიტუტის ახალგაზრდული ანტრეპრენერობის სტრატეგიულმა ჯგუფმა, თანამშრომლობა ანტრეპრენერული აზროვნების ერთ-ერთ ელემენტად აღიარა, რომელიც „წარმატებაზე ორიენტირებული ინიციატივების, გონივრული გარისკვის, თანამშრომლობისა და შესაძლებლობების აღიარების კრიტიკული ნაზავია".

ბევრს თანამშრომლობა ანტრეპრენერობისთვის ასე მნიშვნელოვნად არ მიაჩნია, სტერეოტიპული იდეა აქვთ − ანტრეპრენერი აუცილებლად მარტოხელა გენიოსი უნდა იყოს, რომელიც გარეუბნის ავტოფარეხში თავდაუზოგავად მუშაობს.

მსგავსი სტატიები: როდესაც შენი მეორე ნახევარი შენი ბიზნესპარტნიორია

დიახ, ასეც ხდება, მაგრამ სინამდვილეში, ანტრეპრენერობის ეს სფერო მხოლოდ ერთი ადამიანის მუშაობასთან კი არა, უფრო მეტად ჟინთან და მიზნისკენ სვლასთან არის დაკავშირებული.

ნაცვლად ამისა, ანტრეპრენერებს არა მხოლოდ ინფორმაციისა და იდეების გაზიარების კარგი უნარი აქვთ, ხშირად სხვისი მოსაზრებებისა და მიმოხილვების მოსმენაც სურთ და მათი საუკეთესო იდეების გათვალისწინებაც. მართალია, შესაძლებელია ბრწყინვალე იდეა სრულიად დამოუკიდებლად მოგივიდეთ თავში, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა მისი განხორციელება ერთწევრიანმა გუნდმა შეძლოს.

წარმატებული ანტრეპრენერები ხშირად იმას იჩემებენ, კარგად ვიცითო, რაც ნამდვილად არ იციან და რაც ასე მნიშვნელოვანია მათი წარმატებისთვის. ეს მხოლოდ თანამშრომლობის მოთხოვნაა.

სტივ ჯობსსაც კი ჰყავდა სტივ ვოზნიაკი, ან პირიქით. ბილ გეიტსსაც ჰყავდა პოლ ალენი და ა.შ. და ა.შ.

წლების განმავლობაში როგორც ახალბედა, ისე შემდგარ ანტრეპრენერებთან მუშაობისას ხშირად გამიგია, როგორ ეშინოდათ მათ იდეის გაზიარების. თითქმის ყველა შემოქმედებითად მოაზროვნე, ვინც საკუთარ იდეას აფასებს, იდეის გაზიარებისგან თავს იკავებს − მისი მოპარვის შიში აქვს. დიდი იდეის მოპარვის გამო ნერვიულობა ხომ ნამდვილად რეალური შიშია, მაგრამ ხშირად ეს არ არის რეალური.

ვინც ეს შიშები გადალახა, იცის, რომ თანამშრომლობას იმდენად ბევრი ღირებული რამ მოაქვს ანტრეპრენერობისთვის, რომ რისკს ნამდვილად გადაწონის. სამყაროში უფრო და უფრო მეტი ღია პლატფორმა და ერთობლივი ეკონომიკა ჩნდება, ახალი თანამშრომლობის შედეგად დიდებული პროდუქტები იქმნება. ალბათ, ამის საუკეთესო მაგალითი Quirky-ის დამფუძნებელი, ბენ კაუფმანია, რომელსაც MOPHIE-ის შექმნას მიაწერენ. მას სკოლაში სწავლისასვე ჰქონდა პროდუქტის განვითარების იდეა საზოგადოებასთან ერთად.

იმდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლობის აუცილებლობის გაცნობიერება, რომ გუნდური პროექტები ანტრეპრენერობის შემსწავლელ თითქმის ყველა პროგრამასა და კურსშია შეტანილი. როდესაც გლობალურ ორგანიზაციას ვხელმძღვანელობდი, რომელიც სკოლის მოსწავლეებს ანტრეპრენერულ აზროვნებას ასწავლიდა, სასწავლო პროგრამას ინოვაციურ პრობლემებზე გუნდური მუშაობით ვიწყებდით. მცირე, კონკურენტუნარიან გუნდებში მუშაობისას, მოსწავლეები ნათლად ხედავდნენ, თუ როგორი მნიშვნელოვანია თანამშრომლობა საერთო მიზნის მისაღწევად.

ანტრეპრენერული უნარ-ჩვევების განვითარებისა და გამოცდილების შეძენის შემდეგ, ყველაზე ძლიერი ანტრეპრენერები სხვადასხვა აზრის მოსაძიებლად და გასათვალისწინებლად თანამშრომლობას იყენებენ. ამას თავისთავად აქვს რეალური ღირებულება. McKenzie-ის ანგარიშის მიხედვით, „მრავალფეროვანი ხელმძღვანელი გუნდების მქონე კომპანიებს, 2008 წლიდან 2010 წლამდე საუკეთესო ფინანსური შედეგები ჰქონდათ და სავარაუდოდ, ეს არ არის შეთხვევითი".

მსგავსი სტატიები: 10 საკითხი, რომელიც ბიზნესპარტნიორთან კონტრაქტზე ხელის მოწერამდე უნდა გაარკვიოთ

თუ ანტრეპრენერი ხართ, და განსაკუთრებით, თუ ამ გზას ახლა დაადექით, გახსოვდეთ, რომ თანამშრომლობა მხოლოდ მნიშვნელოვანი კი არა, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თვით იდეა. თუ მოახერხებთ და თანამშრომლობას თქვენი სამუშაოს ნაწილად აქცევთ, და ამას კარგად გააცნობიერებთ, უკეთესი ანტრეპრენერი გახდებით.

არა, ალბათ არც ეს იქნება შემთხვევითი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან