ინფლუენსერ-მარკეტინგის ახალი ტრენდი - Peer-to-Peer

ე.წ. „მილენიალებსა" და მათ თანამოძმე Z-თაობას ჩვეულებრივი ადამიანების მეტად სჯერათ, ვიდრე მათი, ვინც გაყიდვაშია დაოსტატებული
ინფლუენსერ-მარკეტინგის ახალი ტრენდი - Peer-to-Peer
ფოტო: Pixabay
4 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დრო შეიცვალა, რეალითი-შოუს შეუძლია საშუალო ადამიანი ერთ ღამეში ყველაზე ცნობილად აქციოს, სოციალურმა მედიამ კი მთლიანად ჩაიგდო ხელში ტელეფონები. ამ ფონზე ცოტას თუ უკვირს, რატომ გაიზარდა ასე მნიშვნელოვნად ინფლუენსერების რიცხვი. დები კარდაშიანების შემდეგ, სცენაზე ცხოვრების სტილის ანტრეპრენერები, სახლების გადამყიდველები და ორატორ-მოტივატორები გამოჩნდნენ. ადამიანებს უკვე ჩვეულებრივად მიაჩნიათ ის, რომ საზოგადოებისთვის საერთოდ უცნობი, რიგითი ადამიანები მათ სრულიად ახლებურად სთავაზობენ პროდუქციას (და ისინი ყიდულობენ კიდეც).

მსგავსი სტატია: „მილენიალების" ყურადღების მიქცევის 4 მარტივი გზა

არცთუ დიდი ხნის შემდეგ, ყველასთვის ცნობილები გახდებიან საზოგადოებისთვის დღეს საერთოდ უცნობი ადამიანები, რომლებიც მასობრივად იკრებენ მიმდევრებს. როგორც კი ინფლუენსერებმა გაითქვეს სახელი, ყოველი Instagram-პოსტით $1 მილიონამდე თანხის მართვა დაიწყეს. რადგან ასეთი ფასები კომპანიების უმრავლესობისთვის მიუწვდომელია, მიკროინფლუენსერებმა წინ წამოიწიეს. მათ ნაკლები მიმდევარი ჰყავთ და შესაბამისად ნაკლებ ჰონორარს იღებენ, ამიტომ კომპანიებისთვის აუცილებელ კონკრეტულ ნიშაში, სრულიად ხელმისაწვდომ ექსპერტებს წარმოადგენდნენ.

მაგრამ „მილენიალებსა“ და მათ თანამოძმე Z თაობას ჩვეულებრივი ადამიანების მეტად სჯერა, ვიდრე გაყიდვებში დაოსტატებულების. წინა თაობებისგან განსხვავებით, ბრენდს ნაკლებად ენდობიან. პრივილეგირებული ადამიანების მოსაზრებები კი არ აინტერესებთ, არამედ ისეთების, რომელთა ცხოვრება მათსას მიაგავს. სწორედ ამან გაუხსნა დარაბები ახალ ტრენდს მარკეტინგში - P2P (peer-to-peer).

განა ავთენტურობა ბრენდზე მეტი ფასეულობაა?

P2P (peer-to-peer) მომხმარებლის მოზიდვას გულისხმობს სხვა მომხმარებლის რეკომენდაციით. P2P ინფორმაციის ვინმე ნაცნობისგან გაგებას წარმოადგენს და საუნივერსიტეტო ქალაქებში უკვე დიდი ხანია გამოიყენება, თუმცა სოციალურმა მედიამ P2P უკვე ბიზნესთამაშადაც კი აქცია.

P2P-ს წარმატების საიდუმლო: ადამიანებს ისეთების სჯერათ, როგორებიც თავად არიან. Nielsen-ის 2015 წლის მონაცემებმა გლობალური ნდობის თაობაზე რეკლამის მიმართ უჩვენა, რომ მეგობრები და ოჯახის წევრები რეკომენდაციების ყველაზე სანდო წყაროს წარმოადგენენ. რესპონდენტების 83% კი მთლიანად ან გარკვეული პროცენტით ენდობა „თანატოლების“ მოსაზრებებს. ეს Nielsen-ის კიდევ ერთი კვლევის მონაცემებს ეთანხმება, რომლის მიხედვითაც 92% მეტი გაცილებით მეტად ენდობა „თანატოლებს“, ვიდრე ნებისმიერ სხვა ჯგუფს, რომელთანაც ურთიერთობა აქვს.

P2P იმიტომ ახერხებს ბიზნესების დახმარებას, რომ გაყიდვების ტაქტიკას საერთოდ არ ჰგავს: ადამიანები, რომლებსაც კომპანიები შილინგსაც არ უხდიან, პროდუქტის ღირსებებს რომ არ ხედავდნენ, სხვებს არ გაუწევდნენ რეკომენდაციას. უფრო მეტი და მეტი ადამიანი აღარ სწყალობს კომპანიებს, რომლებიც მეტისმეტად დაჟინებულები ან საკუთარ თავზე არიან კონცენტრირებულნი. P2P კი, მიუკერძოებელი აზრის გაგების საშუალებას იძლევა, რისი ყიდვაც პრინციპში შეუძლებელია.

P2P-ს მომხმარებლისთვისაც მოაქვს სარგებელი. მათ შეუძლიათ საერთოდ უცნობ სფეროში გაიკვლიონ გზა ისე, რომ არაფერი გადაიხადონ და უკეთესი შესაძლებლობებიც კი გამოუჩნდეთ. P2P ადამიანებს ძალაუფლებას უბრუნებს − იმ ძალაუფლებას, რომელსაც მაგალითად, ისეთი პლატფორმები ჰპირდებოდნენ, როგორებიცაა Yelp. ამასთან, შეუძლიათ ისეთებსაც მისცენ ხმა, რომლებსაც მხოლოდ რეკომენდაციები სურთ ერთმანეთისგან.

P2P-ში ფულის დაბანდება

Surkus ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომელიც P2P-ში კაპიტალს აბანდებს. „კონტენტის აღმოჩენის პლატფორმა“ უკვე საერთაშორისო დონეზეა გასული, კლიენტებს ერთმანეთთან აკავშირებს, ბრენდები და ორგანიზაციები შესაძლებლობების გაფართოებას ცდილობენ, მეტი სურთ, გაცილებით ახლო ურთიერთობები. წევრებს კი მეტი წვდომა მათთვის სასურველ ღონისძიებებსა და მომსახურებებზე. პლატფორმამ სერიოზული სამუშაო შეასრულა, მომხმარებელთა პლატფორმაზე შესვლის სიხშირე, სოციალური ქსელებით წვდომა და ღონისძიებების შემდეგ უკუკავშირის მონაცემები გააანალიზა და ამ ყველაფრის დახმარებით დაადგინა, თუ რა არის მნიშვნელოვანი კლიენტი-კომპანიის იდეალური კლიენტისთვის.

Surkus-ს მიიჩნევს, რომ  ადამიანები ბრენდებისთვის უზომოდ ფასეულები იმის გამო არიან, რომ სრულიად კონკრეტული, რეალური პიროვნებები ჰქვიათ. მათ მეგობრები და ოჯახის წევრები ენდობიან, ამიტომ ეს ფაქტორი კომპანიებმაც უნდა გაითვალისწინონ, მათი სტატუსი უნდა გაზარდონ და არაფორმალური ინფლუენსერები გახადონ. ამისათვის სრულიად ხელმისაწვდომი საშუალებებია თავისუფალი და გაფართოებული წვდომა ან ესკლუზიური ციფრული შეთავაზებები. ამით შეძლებენ ისინი ელჩების აღიარებას, რომლებსაც „ტოლებზე“ აქვთ ორიენტაცია. Surkus-ს ბევრ P2P ინფლუენსერთან ერთად უმუშავია. მათ დაეხმარა დემონსტრირება, გაეკეთებინათ, თუ როგორ იკვეთება პლატფორმასთან მათი ინტერესები და ჰობი.

Flixxo ვიდეოპლატფორმაა და იგი Surkus-ის მგავსად P2P-ს შესაძლებლობების მოძიებას ცდილობს. ეს დეცენტრალიზებული პლატფორმაა და მისი მიზანია შუამავალი აღარ ჰყავდეს, ბიზნესებს ვიდეოს ნახვის სანაცვლოდ პირდაპირ შეეძლოთ მომხმარებლისთვის ტოკენების გადახდა. სარეკლამო სისტემა opt-in იმას გულისხმობს, რომ კომპანიები იდეალურ მომხმარებელში ცდილობენ თანხების ინვესტირებას და გასული ეპოქის spray-and-pray-ს მეთოდს უკვე აღარ იყენებენ.

Sweet კი, ბლოკჩეინზე დამყარებული კიდევ ერთი პლატფორმაა, „ლოიალობის პირველი ტოკენიზებული პლატფორმა“, და ისიც P2P-სივრცეს უმიზნებს. Sweet-ბრენდებს ინფორმაციის მოწონების, გაზიარების, პოსტირების ან თუნდაც მათი ინფორმაციის ნახვის სანაცვლოდ, მომხმარებლის ტოკენებით დაჯილდოების საშუალებას აძლევს. ფანებს ასევე შეუძლიათ ის მოპოვებული ჯილდოები საკუთარი გემოვნებით გაცვალონ. მათ შორის, ყველაფერი − ცნობილ ადამიანებთან შეხვედრით დაწყებული და მუსიკალურ ვიდეორგოლში მონაწილებით დამთავრებული.

ამ პლატფორმის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ტომ მიზონი განმარტავს, რომ აგერ უკვე სამი წელიწადია ფანები ბრენდისთვის ათასობით დოლარის სამუშაოს სრულიად უსასყიდლოდ ასრულებენ და ეს ადამიანის ერთგულების წახალისების გზაა. ისინიც დარწმუნდებიან, რომ რეკომენდაციის სანაცვლოდ კომპენსაციას იღებენ. „მოხალისე ენთუზიაზმი დაფინანსებულზე ბევრად ფასეულია“, − ხაზგასმით ამბობს იგი, − „ეს ჩვენთვის უკვე კარგადაა ცნობილი“.

მსგავსი სტატია: გლობალური სტარტაპ ფონდის პირველი გარიგება საქართველოში

მართალია, ცნობილი ინფლუენსერები კვლავ ბევრს სთავაზობენ ბიზნესებს, მაგრამ შესაძლოა სტატუსი დაკარგონ,  უკვე აღარ იყვნენ მთავარი „აუტსაიდერები“, რომლებიც პროდუქციას უკეთებენ რეკლამას. ლიდერებმა უნდა აღიარონ, რომ მომხმარებელს უფრო მეტად აინტერესებს, თუ რას იტყვიან მისი მსგავსი ადამიანები და ამიტომ ნაკლებად ცნობილებში უნდა მოახდინონ ინვესტირება ისე, რომ ისინი საკუთარ ნიშაში დატოვონ.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur