You can be on Entrepreneur’s cover!

ბოთლში გაჭედილი ტელეპორტი "ჩვენს დროში ანტრეპრენერობა ყოველ კვირას ახალ ევერესტზე ასვლის ტოლფასია და ამაში სევდიანი არაფერია."

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ვაა, დიდი მაფიოზი მოსულა?! სად დაიკარგე?! დიდი ადამიანი ხარ უკვე და ჩვენთან აღარ კადრულობ?! რა კარგად გამოიყურები?! მაკუშ, ერთი „სტო ტიში" ხომ არ გაქვს?! კარგად მიდის შენი საქმეები?! სულ ტელევიზორში რანაირად ხარ?! გახვედი ექსპორტზე?! მოგება გაქვს?! რატომ წვალობ, თუ ვერ მდიდრდები?! არ თხოვდები?! ჩემს ბიძაშვილს დაასაქმებ?! ინგლისურს ვსწავლობ ახლა და გამოგადგები რამეში?! გინდა იმ კაცს დავურეკო ადრე რომ გითხარი?! შენი ნომერი მივეცი იმ დღეს ერთ ჩემს მეგობარს და დაგირეკა?! შენთან როდის დავლიოთ?! ინვოისი გამოგიგზავნე გუშინ და ორშაბათს გადმორიცხავ?! როდის გაქვს თავისუფალი დრო?! ნედლეულს სად ყიდულობ?! აბა რატომ ვერ ყიდი?! და ეს ტყვიაზე რომ იყო ამბავი ატეხილი, მართალია?! და ისე რომელი სჯობს?! ეშველება ამ ქვეყანას რამე?! რანაირ სტატიებს წერ ჟურნალში, არ გეშინია?! სხვა მაფიოზები როგორები არიან?! საპირფარეშოში გამომყვები?! სად წავიდეთ აქედან?! ეს მოგაწოდო თუ ჩავარჭო ჩანგალი და ისე?! ღვინოს თეთრს მიირთმევ?! აქეთ ჯდომა ხომ არ გირჩევნია?!

მამაო ღვთისო, გაიცანით სუნელების დედოფალი, რომელმაც შექმნა რეცეპტების მუზეუმი.

ბატონო დავით, გაიცანით ჩემი მეგობარი − დიდი მეწარმე და ძალიან საქმიანი ადამიანი.

სოფო, ეს არის ჩემი ბავშვობის მეგობარი, პოზიტივით და სიკეთით სავსე პიროვნება.

გიუშ, თქვენ უნდა იცნობდეთ ერთმანეთს, მე მგონი შეძლებთ საერთო ენის გამონახვას.

დედა, არ შეაწუხო ეს გოგო მომავალზე საუბრით.

მამა, იცის ამ ადამიანმა რა ხდება ევროპაში და აკეთებს რაც შეუძლია, ვაცადოთ, ხომ შეიძლება?

გურამ, შეუვსე მაგას ჭიქა, მომიჭახუნე შენ კიდევ, რა დაგემართა?

ნინო, იჯექი შენ შენს სამსახურში დარჩენილი ცხოვრება თუ გინდა, მაგრამ წუწუნი არ გამაგონო. ვერ ხედავ, აგერ ადამიანმა წამოიწყო თავისი საქმე და არის უფრო ბედნიერი.

თაკო, ასი წელია უკვე ერთად ხართ და რით ვერ გადმოგედო ამ ადამიანის შემართება, რა გჭირს?

აბა, მეგობრებო! ყურადღება! ჩვენ გაგვიმარჯოს და ჩვენთან ერთად კიდევ გაუმარჯოს...

ეს იყო იმ რესტორანში, რომელშიც ჩემი მეგობრის სამი თვის ბავშვის ნათლობა აღვნიშნეთ.

ჩვენს დროში ანტრეპრენერობა ყოველ კვირას ახალ ევერესტზე ასვლის ტოლფასია და ამაში სევდიანი არაფერია.

ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქალაქე თავს უნიკალურად გრძნობს და ამაში დასაძრახი არაფერია.

ამ განზომილების სიჩქარეში პროფესიები უფრო ჩქარა კვდება, ვიდრე ეს აქამდე მომხდარა და ამაში ცუდი არაფერია.

ამ გარემოში ფულს სულ სხვა ღირებულება აქვს და ამას ახლა ვერაფერი შეცვლის.

ამ ცის ქვეშ ზრდილობა და თავისუფლება უნებლიედ იცვლის სახეს და ამით ბევრს ვერაფერს გახდები.

ამ მიწის ქვეშ ვერაფერს წაიღებ და ვერც იქიდან ამოიტან ბევრს, მაგრამ მაგას არა უშავს.

უშავს მარტო იმას, თუ მე არაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს ბავშვები სანამ გაიზრდებიან და ჩვენსავით ლხინს რესტორანში აღნიშნავენ, ერთმანეთთან იგივე შეკითხვვები არ ჰქონდეთ.

დამნაშავე ვიქნები, თუ ბავშვებს არ დავახვედრებ იმ გარემოს, სადაც ფულს და ღირებულებას სხვადასხვა მნიშვნელობა ექნება.

ცუდი იქნება, თუ ვერაფერს გავხდები, რომ ამ თაობას ზრდასრულ ასაკამდე ახალ პროფესიებს ვერ დავახვედრებთ.

არაფერი არ იქნება საუკეთესო, თუ არ ვასწავლით, რომ ომს შეჯიბრება სჯობს, უნიკალურობით ტკბობისთვის.

მარტო იმიტომ კი არ უნდა ავიდეთ ახალ-ახალ მთებზე, რომ ვინმეს ზევიდან გადმოვხედოთ. არააა, ეს იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვებს გზა გაეკვალოთ, მერე მათ ეს ევერესტები სასაცილოდ პატარა მოეჩვენოთ და ამით ათი წამით გავაბედნიეროთ სხვების ცხოვრება.

ბედნიერი ხარ?! რამდენ ხანს იქნები ბედნიერი?! გაგვიზიარებ ბედნიერებას?! დიდი მადლობა, რომ მაბედნიერებ?! წინაპრები მადლობას გეტყვიან ბედნიერებისთვის?! მომავალი თაობა უფრო ბედნიერი იქნება?! რამდენიც შეგიძლია იმდენი ბედნიერება მომეცი?! ახლა ბედნიერებას ვსწავლობ და თუ დაგჭირდეს გაგიზიარებ?! ეს რაღაც ბედნიერებაზე რომ იყო ატეხილი, მართალია, ნეტა?! ჩემი ბედნიერება რომ დამჭირდეს, აქ იქნები?! სხვა ბედნიერები როგორი ბედნიერები არიან?! გამომყვები ბედნიერებაში?! შენით აიღებ თუ მოგაწოდო ბედნიერება?! ღვინოს თეთრს მიირთმევ?! აქეთ ჯდომა ხომ არ გირჩევნია?!

თუკი ამ სტატიიდან ვერაფერი გაიგეთ, არა უშავს, თქვენთვის კი არ დამიწერია. უბრალოდ, იმდენს ვიზამ, ჩემს თაობასთან ერთად ისე და იმდენი ვიმუშაო, რომ ჩვენს ნამოქმედარს ბავშვები იგებდნენ მაშინ, როცა გაიზრდებიან. იმდენს ვიზამ, რომ არცერთი შეკითხვა არ დაუსვან მათ ცხოვრებაში, რომელსაც მე ვიღებ. იმდენს ვიმუშავებ, რომ არცერთი ქვა აღარ მოხვდეთ მათ. ისე ვიყვირებ, რომ მუსიკის გარდა, მათ ყურებს არაფერი ესმოდეთ. იმდენჯერ ვიჩხუბებ, რამდენჯერაც ეს გაუმჯობესებას დასჭირდება. იმდენს ვიზამ, რომ ჩვენს თაობას საერთოდ არ ესმოდეს, რას აკეთებენ ისინი. ჩვენ უნდა მოვასწროთ, რომ მათი ცხოვრების ხარისხი ჩვენსას სხვა საზომებით აღემატებოდეს.

ვისაც არ გჯერათ, მოგიწევთ დაიჯეროთ, რომ თავს ზემოთ ძალა არის, სინამდვილეში!

მაკო ქავთარაძე

Spy Recipe-ის და რეცეპტების მუზუმის დამფუძნებელი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს