თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი დასრულდა

23 ოქტომბრის პანელური დისკუსიები თემას „ინვესტირება წარმატებისთვის" მიეძღვნა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი დასრულდა
ფოტო: Entrepreneur
1 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 23 ოქტომბერს სასტუმრო „ბილტმორში“ განახლდა. დღის მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიის წინაშე საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია წარდგა. პრემიერმინისტრის გამოსვლის შემდეგ კი გაგრძელდა სამუშაო პანელური დისკუსიები.

23 ოქტომბრის პანელური დისკუსიები თემას „ინვესტირება წარმატებისთვის“ მიეძღვნა. პანელს მოდერაცია BBC-ის უფროსმა ბიზნესკორესპონდენტმა ჯო ლინამმა გაუწია. პანელის მომხსენებლებს შორის იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. დისკუსია საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის, ამ კუთხით ახალი შესაძლებლობებისა და აუცილებელი რეფორმული ცვლილებების საკითხებს შეეხო. ნათია თურნავამ საუბრის დროს აღნიშნა, რომ საერთაშორისო ინვესტიციებისა და ინვესტორების ხელშეწყობის მიზნით, საქართველო კვლავ გააგრძელებს ახალ რეფორმებს, რაც აუცილებლად აისახება ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა რეფორმების მნიშვნელობას განათლების სფეროში და დააანონსა, რომ შემდგომ წლებში სახელმწიფოს მიერ განათლების სექტორში დახარჯულმა თანხამ მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს უნდა გადააჭარბოს.

მომდევნო პანელურ დისკუსიას ასევე ჯოლინამი ხელმძღვანელობდა. პანელის ფარგლებში, მომხსენებლებმა განიხილეს აბრეშუმის გზის სატრანსპორტო კავშირების პერსპექტივები, ინვესტიციების მნიშვნელობა ქვეყნების ეკონომიკური სტაბილურობისთვის და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პრივილეგიები აბრეშუმის გზის ქვეყნებისთვის. დისკუსიაში საერთაშორისო მომხსენებლებთან ერთად საქართველოს მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ბანკის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე.

2019 წლის „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ სასტუმრო „ბილტმორში“ დახურული B2B შეხვედრებით დასრულდა.

აღნიშნული ფორუმი 2015 წლიდან, საქართველოს მთავრობის პატრონაჟით ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება. ქვეყანამ რიგით მე-3 „აბრეშუმის გზის ფორუმს“ კიდევ ერთხელ წარმატებით უმასპინძლა.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur