You can be on Entrepreneur’s cover!

გამოავლინეთ თქვენში მთვლემარე აინშტაინი მისი მიღწევები შთაგონების წყაროა, მისი მეთოდები კი - ნამდვილად ლეგენდარული

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

bbva.com

ალბერტ აინშტაინსა და თანამედროვე ანტრეპრენერებს შორის დღემდე იმდენ პარალელს ავლებენ, თვლა აგერევათ. მისი უნიკალურობის ხაზგასასმელად კი, რას არ ამბობენ: წარმოსახვის განსაკუთრებული უნარი, არასტანდარტული აზროვნება, იდუმალი მოვლენების სიყვარული. მაგრამ სინამდვილეში, საინტერესოა რამ გახადა აინშტაინი ასეთი განსაკუთრებული? ერთი საქმეა იმის გაგება, თუ რა გააკეთა აინშტაინმა და მეორე − თუ როგორ მოახერხა ამის გაკეთება.

მგსავსი სტატია: დიზაინერული აზროვნება, ანუ პრობლემის ძიების ხელოვნება ბიზნესიდეების გასაჩენად

„ყველაზე მთავარი, უნიკალური და განსაკუთრებული აინშტაინის აზროვნებაში ის იყო, რომ „სააზროვნო პრობლემების" ნამდვილი მეფე გახლდათ. მას ვიზუალური პრობლემების მოძებნა და მათი გააზრება შეეძლო, − ამბობს კარენ ფოქსი, ვეტერანი ჟურნალისტი სამეცნიერო სფეროდან და თანაავტორი წიგნისა, „აინშტაინი ანიდან ჰოემდე", − „მაგალითად, როგორი იყო ეს პროცესი, თავიდან შეკითხვებით იწყებდა − როგორი იქნებოდა სიცოცხლე თუ სინათლის სხივით იმოგზაურებდით, ამ შემთხვევაში, ხომ სინათლის სხივზე სწრაფად სხვა ვერაფერი ვერსად მიგიყვანდათ (მათ შორის, სინათლის სხივიც, რომელიც თვალებში უნდა მოგხვედროდათ, რომ დაგენახათ, თუ როგორია სინამდვილეში სამყარო), სავარაუდოდ, ყველაფერი გაჩერდებოდა? ამ შეკითხვის პასუხია − დიახ. ასე რომ, მისი აზროვნების პროცესები უმთავრესად ასეთი იყო − უცნაური შეკითხვების მოფიქრება და პასუხების ვიზუალური გააზრება".

აინშტაინს სამყაროს უდიდესი საიდუმლოებების ამოცნობას მიაწერენ და მის ამ თვისებას ნებისმიერი ანტრეპრენერი უნდა ნატრობდეს. თუმცა, ფოქსი ირწმუნება, რომ აინშტაინის შეკითხვების დასმის უნარი და გამბედაობა ისეთივე რევოლუციური იყო, როგორიც მისი პასუხები.

„იმ დროს, როდესაც ყველა მეცნიერი შეთანხმდა, რომ სინათლის სხივი ელექტრომაგნიტური ტალღა იყო, ის ამ მოსაზრებას უბრალოდ უარყოფდა და თავისი თეორიების სჯეროდა", − განაგრძობს ფოქსი, − „ის მეცნიერთა საკმაოდ სერიოზულ ჯგუფს დაუპირისპირდა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ სამყაროს კანონების შესახებ უკვე თითქმის ყველაფერი გაარკვიეს. აინშტაინს მიაჩნდა, რომ მან უკეთ იცოდა და ხშირად ნაწილობრივ ეს ხდებოდა უმთავრესი მიზეზი, რის გამოც უნივერსიტეტში სამეცნიერო პოზიციის მიღება ვერ შეძლო და ამის ნაცვლად, იძულებული გახდა საპატენტო მდივნის ოფისში დაეწყო მუშაობა. მას შემდეგ, კვანტურ მექანიკას არც ისე ბევრი მეცნიერი იკვლევდა და ამიტომ, ეს სფერო სრულიად მომწიფებული იყო რევოლუციებისთვის. აქ მთავარი ისაა, რომ ამ ახალგამომცხვარ მეტიჩრებს ძველი გვარდიის მიღწევების ეჭვქვეშ დაყენება შეეძლოთ და ეს არ იყო მთლად ჩვეულებრივი მდგომარეობა".

„რაც შეეხება აინშტაინს", − განაგრძობს ფოქსი, − „მას არ აკმაყოფილებდა სისტემის ეჭვქვეშ დაყენება − მთავარი ისაა, ისე დააყენა ეჭვქვეშ მთელი სისტემა, რომ სამყაროს შეცვლის შესაძლებლობა გაუჩნდა".

„თავისდაუნებურად, შერლოკ ჰოლმსის ციტატა მახსენდება: როდესაც ყველაფერს გამორიცხავთ, რაც შეუძლებელია მომხდარიყო, ერთადერთი, რაც რჩება, თუნდაც დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, სიმართლე უნდა იყოს", − ამბობს იგი, − „აინშტაინი უბრალო აქსიომით იწყებდა, იმ მოვლენებით, რომლებშიც მტკიცედ იყო დარწმუნებული, და სხვა არაფრის აღიარება არ სურდა. როდესაც ამ აქსიომებსა და მათ ბუნებრივ დასკვნებს იხილავდა, იცოდა, რომ ისინი ჭეშმარიტებას შეესაბამებოდა. მისთვის იმასაც არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომ იმ დროისთვის ეს ყველაფერი სრულიად წარმოუდგენლად ჟღერდა, და არც იმას, რომ მისი თეორიები სტანდარტულ დოგმებს ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ, იგი სტანდარტულ მოსაზრებებს აყენებდა ეჭვქვეშ, იმიტომ, რომ ისინი მის მიერ საგულდაგულოდ დამუშავებულ თეორიებს ეწინააღმდეგებოდა, რომლებსაც რამდენიმე ჭეშმარიტებაზე დაყრდნობით ამუშავებდა. მათი კი მთლიანად სჯეროდა. ის ალალბედზე არასოდეს სვამდა შეკითხვებს. უბრალოდ, უარს ამბობდა იმ თეორიების მიღებაზე, რომლებიც თავისივე ჩატარებული სამუშაოთი არ იყო დადასტურებული".

მგსავსი სტატია: თქვენი ანტრეპრენერული აზროვნების განვითარების 10 გზა

როდესაც ალბერტ აინშტაინისგან შთაგონების მიღებაზე მიდგება საქმე, აინშტაინობა სულაც არ არის აუცილებელი იმის მისახვედრად, რომ მის ჩვევებს ნამდვილად უნდა მიბაძოთ. ახალი სიმაღლეებისკენ სწორედ ის პროცესები უბიძგებენ ანტრეპრენერებს, რომლებიც ამ ჩვევების უკან დგას. მან შეძლო და არსებული სისტემა ეჭვქვეშ დააყენა, თან სრულიად ახალი მეთოდებით შეძლო ამის გაკეთება. მისთვის ერთი სიამოვნება იყო დინების საწინააღმდეგოდ ცურვა. დარწმუნებული გახლდათ, რომ მართალი ბრძანდებოდა. არა ქედმაღლობისა და თავდაჯერების გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს სამუშაო შესრულებული ჰქონდა. და ბოლოს, ის კონსენსუსის მოწინააღმდეგე არ ყოფილა. უბრალოდ, სრულიად ახალი ტიპის კონსენსუსი შექმნა".

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს