You can be on Entrepreneur’s cover!

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ცხოვრებაში ერთხელ მაინც გააანალიზებდით, რომ დრო სწრაფად გადის. თუკი ამ „აღმოჩენაზე" ფიქრმა გაგიტაცათ, აუცილებლად მიხვიდოდით დასკვნამდე, რომ თქვენი ღირებული დღის დიდ ნაწილს ოფისში ატარებთ. ეს აზრები განსაკუთრებით იმ ადამიანებს შეიპყრობდა, რომლებიც არც ისე ბედნიერები არიან სამსახურში. მათი უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზრდებოდა, თუკი გაიგებდნენ, რომ ცხოვრების განმავლობაში, ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს ატარებს სამსახურში, რაც დამეთანხმებით, ძალიან დიდი დროა.

სწორედ ამიტომ, დღესდღეობით, უამრავი კომპანია ფოკუსირდება სამუშაო სივრცის კეთილმოწყობაზე, რომელშიც შედის როგორც ოფისების დიზაინი, ისე ჰუმანური ორგანიზაციული კულტურის დანერგვა.

ფაქტი, რომ სამსახურისადმი სიყვარული პროდუქტიულობის ზრდას იწვევს, სიახლეს არ წარმოადგენს. როგორც ლიდერმა, აუცილებლად უნდა გაიაზროთ, რომ თუკი გონიერი ადამიანების მოზიდვა გსურთ, მაშინ მათ აუცილებლად უნდა შეუქმნათ ისეთი გარემო, რომლის საშუალებით კეთილგანწყობის მოპოვებას შეძლებთ.

დადებითი ატმოსფეროს შექმნის აუცილებელი პირობა არის ისეთი ურთიერთობის ჩამოყალიბება, რომელიც დასაქმებულთა ინტერაქციაზე იქნება დამყარებული. ეს აუცილებლად გამოიწვევს თანამშრომელთა მოტივაციას, უსაფრთხოების შეგრძნებას და მიკუთვნებულობის განცდას- „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის" პრინციპით.

დამსაქმებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არა მხოლოდ მათ გააჩნიათ მიზნები და ხედვები კომპანიასთან მიმართებაში, არამედ დასაქმებულებსაც. ის, რომ კომპანია ორიენტირებულია თანამშრომელთა პროფესიულ ზრდაზე, იწვევს შეგრძნებას, რომ ორგანიზაციის ყველა წევრის განვითარება მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები სამსახურებს ტოვებენ, არის შეზღუდული განვითარების განცდა. და მართლაც, ვინ არ ისწრაფის უკეთესი კარიერისა და შემოსავლისკენ?!

ყველას სურს იყოს დაფასებული − სამსახურში აღიარების კულტურა ძალიან დიდ როლს თამაშობს. ამით ვზრდით ნდობას, ოპტიმიზმს, პატივისცემასა თუ თავდაჯერებულობას. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ კომპანიას ფლობთ, ეს ქმედება დიდ ძალისხმევასთან დაკავშირებული არ არის და შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე ადვილად გასახორციელებელია.

თანამშრომელთა სულიერი კეთილდღეობის უზრუნველყოფის გარდა, არსებობს რიგი ფაქტორები, რომლებიც ასე თუ ისე გავლენას ახდენს დასაქმებულებზე. კვლევები, რომლებიც სამუშაო სივრცისა და პროდუქტიულობის მიმართებას ადგენს, აჩვენებს, რომ ჩვენს შესაძლებლობაზე, ვიყოთ მაქსიმალურად ორიენტირებული, ყველაზე დიდ გავლენას ფიზიკური გარემო ახდენს. ნათქვამია, რომ კარგად მოწყობილი ოფისი შრომისუნარიანობას დაახლოებით 20%-ით ზრდის.

დიზაინერები, რომლებიც სამუშაო სივრცეებს ქმნიან, ითვალისწინებენ რიგ ფაქტორებს. მათ შორისაა:

  • განათება − ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რადგან კარგი ნათება უზრუნველყოფს ადამიანის ფოკუსირებას და ზრდის შემოქმედებითობას, ხოლო მისი არარსებობა იწვევს დაღლილობის შეგრძნებას, თავის ტკივილს და გაღიზიანებას.
  • ოთახის ფერი − ფერებს დიდი გავლენა აქვს ჩვენს განწყობებსა და ტვინის ფუნქციონირებაზე. სწორად შესარჩევად, საჭიროა გავაანალიზოთ, თუ რა ტიპის საქმიანობას ახორციელებენ თანამშრომლები: სჭირდებათ მათ დეტალებზე ორიენტირებულობა (წითელი), კრეატიულობა (ლურჯი), ინსპირაციულობა (მწვანე) თუ სხვა...
  • ბუნებასთან სიახლოვე − ადამიანები ბიოლოგიური არსებები ვართ, ამიტომ ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, რამდენად ახლო ან შეზღუდულია ჩვენი კონტაქტი ბუნებასთან. თუკი სამუშაო სივრცესთან არ არის ფანჯრები, კომპენსაცია შეიძლება ბუნების ამსახველი სურათებით მოვახდინოთ.
  • თავისუფალი სივრცე − კომპანიებში, სადაც თავისუფალი სივრცეებია, თანამშრომლები ნაკლებად იღებენ სტრესს, რადგან შეუძლიათ მომენტალურად მოწყდნენ დაძაბულ სამუშაოს და ღრმად ამოისუნთქონ, რაც თავისთავად გამოიწვევს გონების გადახალისებას, ხოლო როცა დაუბრუნდებიან თავიანთ საქმიანობას, უფრო მარტივად გაუმკლავდებიან პრობლემებს.

რაკი მიიჩნევა, რომ ცხოვრების 1/3-ს სამსახურში ვატარებთ, ადამიანებს გვსურს ეს დრო ნაკლებ სტრესსა და დაძაბულობაში გავატაროთ. იაპონური კომპანია Pasona ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ზრუნავდეს ორგანიზაცია ისეთი სამუშაო სივრცის შექმნაზე, სადაც თანამშრომლებს შეეძლებათ თავი კომფორტულად იგრძნონ და იფიქრონ, რომ ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დასაქმებულთა ცოდნის გამოყენება, არამედ სულიერი კეთილდღეობა. იაპონიის ერთ-ერთ უდიდეს HR-კომპანიაში შეხვდებით სპორტდარბაზს, თავისუფალ სივრცეს, რომელიც თანამშრომლების გემოვნებით მოეწყო, ასევე მასაჟისა და რელაქსაციის ოთახებს...

დამფუძნებლისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომელთა ოჯახებზე ზრუნვაც − დასაქმებულებს შეუძლიათ მცირეწლოვანი შვილები სამსახურში მიიყვანონ, სადაც დღის განმავლობაში ბავშვებს სპეციალურ მეთვალყურეობას გაუწევენ.

რადგან ადამიანებს ბუნებასთან კავშირი სურთ, კომპანიაში აქვთ სათბურები, სადაც ზრდიან პროდუქტებს და უვლიან უამრავ მცენარეს. ასევე ჰყავთ ცხოველები.

დამერწმუნეთ, თუკი ერთხელ მაინც ნახავთ Pasona-ს მთავარ ოფისს, იგი აუცილებლად დაგიტოვებთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს და ვინ იცის, იქნებ თქვენი კომპანიის სამუშაო სივრცის შეცვლაზეც კი დაგაფიქროთ.

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან