📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

როდის უნდა გაუშვათ თანამშრომელი სამსახურიდან? როგორ გავზომოთ თანამშრომლის ღირებულება?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

არავის უყვარს თანამშრომლის გაშვება სამსახურიდან, მაგრამ თუ ის ზიანს აყენებს ბიზნესს ან არ შეაქვს წვლილი მის განვითარებაში, უნდა წავიდეს. წინამდებარე სტატიაში მოცემულია, თუ როდის უნდა დაითხოვოთ თანამშრომელი სამსახურიდან.

ჩემი კომპანია პატარაა და თითქოს ყველა თანამშრომელი საჭიროა. როგორ უნდა მივხვდე, მჭირდება თუ არა რომელიღაც თანამშრომლის გაშვება? – ბენ ფი, ფლორიდა

არაფერია იმაზე ცუდი, ვიდრე თანამშრომლის სამსახურიდან გაშვება, მაგრამ ამავე დროს, ბიზნესის მფლობელისთვის არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ისეთი თანამშრომლების მოშორება, რომლებიც ხელს უშლიან მათი მისიის შესრულებას. ეს გაკვეთილი მე არაერთხელ მივიღე. როცა კი გადავწყვიტე, რომ კეთილი ვყოფილიყავი და არ გამეშვა ესა თუ ის თანამშრომელი კომპანიიდან, ამან მომიტანა დიდი დროისა და სხვა რესურსების ხარჯვა ისეთ თანამშრომლებზე, რომლებიც საბოლოო ჯამში ამას არ იმსახურებდნენ.

არსებობს პოპულარული აქსიომა, რომლის მიხედვით სამსახურში თანამშრომელი ნელა უნდა აიყვანოთ და სწრაფად დაითხოვოთ. თეორიულად ეს კარგად ჟღერს, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, ეს არც ისე პრაქტიკულია. კადრების ნელა აყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს პოტენციურად ღირებული თანამშრომლების დაკარგვა (თუ კადრი კარგია, მასზე მოთხოვნა სხვა კომპანიების მხრიდანაც იქნება). სამსახურიდან სწრაფად დათხოვნამ კი თქვენი ბიზნესი შეიძლება აქციოს ისეთ კორპორაციულ ჭაობად, რომელსაც ხალხი ერიდება. ამის ნაცვლად, სამსახურიდან დათხოვნა უნდა ეფუძნებოდეს თქვენი ბიზნესის პრინციპებს და იმ სტანდარტს, რომლის მიხედვით უნდა შეფასდეს თითოეული თანამშრომელი − იმის მიუხედავად, ერთი ადამიანი გყავთ დასაქმებული თუ 100.

როგორ გავზომოთ თანამშრომლის ღირებულება? მოიფიქრეთ ეს, ვიდრე ვინმეს აიყვანთ სამსახურში (ან დაითხოვთ). ყველა ბიზნესი ამას ოდნავ განსხვავებულად აკეთებს. ჩემს ბიზნესებში მე ვაფასებ თანამშომლებს შემდეგ სამ ღირებულებაზე დაფუძნებით:

ღირებულება #1 - პროდუქტიულობა

რა წვლილი შეაქვს თანამშრომელს კომპანიის საქმიანობაში?

პროდუქტიული თანამშრომელი აღწევს დამსაქმებლის მიერ დასახულ მიზნებს და ცოტა მეტსაც. მინიმალური შედეგის დადება იშვიათად არის საკმარისი. ეს ზუსტად ისაა, თუ რატომ კვდება ბევრი მცირე ბიზნესკომპანია გახსნიდან სამი წლის განმავლობაში. მიდგომა − „ეს არის, რაც შენ უნდა გააკეთო და მეტი არაფერი გევალება", თქვენს ბიზნესს კრახის გზაზე აყენებს. ამის ნაცვლად, მიეცით თანამშრომლებს ის ძირითადი მოლოდინი, რომელიც საჭიროა ბიზნესის ფუნქციონირებისთვის, მაგრამ ასევე აგრძნობინეთ, რომ მათგან მეტს მოელით. თანამშრომლის მიერ დაკისრებული ვალდებულების გადაჭარბებით შესრულება კონკურენტულ უპირატესობას მოგცემთ და სწორედ ეს არის საჭირო წარმატებისთვის.

ღირებულება #2 - ეფექტურობა და უნარები

როგორ აუმჯობესებენ ისინი ჩვენი ბიზნესის ფუნქციონირებას?

თანამშრომლები ყოველთვის არ არიან პირდაპირ დაკავშირებული ბიზნესის ზრდასთან. ხანდახან თანამშრომლები საკუთარ თავზე იღებენ ახალ ვალდებულებებს ძველის ნაცვლად და ამით კომპანიისთვის მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვთ. თუ თქვენი თანამშრომელი ცხოვრებას მნიშვნელოვნად არ გიმარტივებთ ან არ სთავაზობს კომპანიას იმ უნარებს, რომლებიც მანამდე იქ არ არსებობდა, მაშინ სათუოდ უნდა მიიჩნიოთ მისი მოტივაცია.

ღირებულება #3 - პიროვნული თვისებები

ფლობს თანამშრომელი ისეთ პიროვნულ თვისებებს, რომელთა გამო მასთან მუშაობა სასიამოვნოა?

თანამშრომლის ემოციური ღირებულება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც უფრო გაზომვადი ბიზნესპარამეტრები. პატივისცემა, კომუნიკაცია და ემპათია შესაძლოა არ გამოჩნდეს კომპანიის მომგებიანობაში, მაგრამ მათ შეუძლიათ დიდი გავლენის მოხდენა კომპანიის შიდა და გარე ურთიერთობებსა და განვითარებაზე. თუ თანამშრომელს არ აქვს ის პიროვნული თვისებები, რომლებიც თქვენ გსურთ, ეს დამატებითი სისუსტეა ანტრეპრენერის ისედაც რთულ საქმიანობაში.

ამრიგად, როდის უნდა დაითხოვოთ თანამშრომელი? მაშინ, როცა იგი ვერ ასრულებს ჩამოთვლილ სამ ღირებულებას. თუ თანამშრომელი თუნდაც ერთ ღირებულებას მაინც ვერ ასრულებს, მისი სამსახურში ყოფნა ზედმეტად დიდი რისკია. იმ შემთხვევაში კი, თუ კმაყოფილი ხართ თანამშრომლით, თქვენი მოვალეობაა, იგი ისეთ მდგომარეობაში ამყოფოთ, რომ იყოს წარმატებული, უყვარდეს თავისი საქმე და თავი იგრძნოს დაფასებულად.

თანამშრომლის დათხოვნა არასოდეს იქნება ადვილი, მაგრამ შეფასების პროცესი არ უნდა იყოს რთული. გამოკვეთეთ თქვენი ღირებულებები, გახადეთ ისინი მკაფიო და გასაგები, შექმენით შესაძლებლობები და თქვენ გექნებათ კარგი შანსი, შექმნათ და შეინარჩუნოთ გუნდი, რომელიც მოგცემთ საფუძველს წარმატების მისაღწევად.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

ანტრეპრენერი VS მეწარმე

ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი