დადარი - შესაძლებლობები შეუზღუდავია

სოციალური საწარმო მაღალი ხარისხის ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს აწარმოებს
დადარი - შესაძლებლობები შეუზღუდავია
ფოტო: Enrepreneur.ge
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„დადარი“ საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოა, რომელიც მაღალი ხარისხის ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს აწარმოებს. მისი მთავარი სოციალური მისიაა, სათამაშოების წარმოების ინდუსტრიაში გადაამზადოს და დაასაქმოს განსაკუთრებული საჭიროებების, ინტელექტუალური განვითარების შეფერხების მქონე პირები. მისცეს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის საშუალება და ხელი შეუწყოს მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან ინტეგრაციას.

„დადარის“ დამფუძნებლები, პარტნიორები − მერაბ კუჭუხიძე და არჩილ გობეჯიშვილი არიან. სოციალური საწარმოს გუნდი 15-მდე პროფესიონალი ადამიანისგან არის დაკომპლექტებული. მათგან 4 თანამშრომელი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირია, რომლებიც სამუშაო პროცესში აქტიურად და პროდუქტიულად არიან ჩართულნი.

საწარმოს უმთავრეს პრინციპსა და ღირებულებას ხარისხი წარმოადგენს, რომლის შენარჩუნებასა და ზრდაზეც მუდმივად ზრუნავენ. „დადარის“ პროდუქციის ხარისხს საერთაშორისო აღიარება უკვე მოპოვებული აქვს. საწარმოსთან აქტიურად თანამშრომლობს გერმანია, რომელიც თავის მხრივ, კიდევ არაერთ ევროპულ ქვეყანასთანაა მისი ერთგვარი სავაჭრო მედიატორი. საწარმოს სათამაშოებს შეხვდებით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. გერმანიის ლაბორატორიებში „დადარის“ სათამაშოების უსაფრთხოება და მაღალი ხარისხი არაერთგზის დადასტურდა. შესაბამისად, იგი ევროპულ სტანდარტს სრულად შეესაბამება. სოციალური საწარმოს განსაკუთრებულ მიზანს კი მაინც ადგილობრივად, საქართველოში, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების დეფიციტის შევსება წარმოადგენს, რათა რაც შეიძლება მეტმა ბავშვმა შეძლოს საქართველოში უსაფრთხო სათამაშოებით თამაში.

„დადარის“ სათამაშოები და ნივთები მზადდება მაღალი ხარისხის ნეკერჩხლისა და ცაცხვის ხის ჯიშებისგან. სათამაშოების ზედაპირი კი დაფარულია სათამაშოებისთვის სპეციალურად განკუთვნილი ცვილნარევი ზეთებით, ეკოლოგიურად სუფთა საღებავებით, რომლებიც არ შეიცავს მომწამვლელ მძიმე მეტალებს. 

„დადარი“ შეკვეთებს როგორც კერძო პირებისგან, ასევე კორპორაციულად, სხვადასხვა ორგანიზაციებისგანაც იღებს, რომლებსაც საკუთარ საჭიროებებსა და სურვილზე მორგებულ პროდუქციას უმზადებს. სოციალური საწარმოს შემოსავლები მთლიანად პროდუქციის რეალიზაციაზეა დამოკიდებული, ამიტომ იგი მუდმივად დონორი ორგანიზაციებისა და პარტნიორების ძიების პროცესშია, რათა მომავალში კიდევ დიდხანს შეძლოს საკუთარი საქმიანობის, მიზნებისა და მისიის განხორციელება. „დადარი“, საკუთარი გუნდითა და საქმიანობით, ყოველდღიურად ამტკიცებს და მომავალშიც აპირებს დაამტკიცოს, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Starting, buying, or growing your small business shouldn’t be hard. Guidant Financial works to make financing easy for current and aspiring small business owners by providing custom funding solutions, financing education, and more.

Latest on Entrepreneur