10 გზა, რომელთა დახმარებითაც კონკურენცია თქვენს ბიზნესს გააუმჯობესებს ჯანსაღი კონკურენცია გიბიძგებთ გაცილებით გონივრულად იმუშაოთ თქვენი რესურსებით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

წარმატებული ანტრეპრენერები კონკურენტული ზემოქმედების პირობებში ვითარდებიან, რადგან ისინი კონკურენციას დაბრკოლებად კი არ აღიქვამენ, არამედ მასში შესაძლებლობებს ხედავენ.

დჰარმეშ შაჰი, HubSpot-ის ტექნიკური დირექტორი და თანადამფუძნებელი წერს: „ხშირად თქვენ თვითონ ხართ საკუთარი თავის ყველაზე დიდი კონკურენტი. თქვენს კონკურენტს სრული იგნორირება არ გაუკეთოთ, და ამავე დროს, არც ის დაივიწყოთ, რომ ყველაზე დიდი ბრძოლა თქვენი სტარტაპის ოფისის ოთხ კედელს შუა მიმდინარეობს. სტარტაპები თითქმის მთლიანად არიან გადასულები ყოველდღიური სტრატეგიის განხორციელებასა და რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში რწმენის შენარჩუნებაზე. მათი უმრავლესობა კონკურენციის გამო კი არა, იმის გამო მარცხდება, რომ ბრძოლის სურვილს კარგავს".

მსგავსი სტატია: ქართული ლუდსახარშების მედგარი კონკურენცია

შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავს ყველაზე დიდ საფრთხეს, თქვენ უქმნით.

კონკურენცია ნამდვილად კარგია. ფაქტობრივად, ჯანსაღი კონკურენცია გიბიძგებთ გაცილებით გონივრულად იმუშაოთ თქვენი რესურსებით. ამისათვის კი თქვენი გუნდის უნიკალური ნიჭი უნდა გამოიყენოთ და ისეთი ბიზნესი შექმნათ, რომ კონკურენტებმა ვერც კი შემოგბედონ გაჯიბრება. მხოლოდ დადებითზე იფიქრეთ. თუნდაც, თქვენი დარგის სხვა კომპანიებმა თქვენი ფასების შემცირება და თქვენი კლიენტების მოპარვა სცადონ. და იმაზეც, თუ რით დაეხმარებიან ისინი თქვენს სტარტაპს.

1. თვითკმაყოფილების გრძნობა როგორღაც უნდა დაძლიოთ

თუ რომელიღაც კომპანია მთელი ინდუსტრიის ერთადერთი მომწოდებელია, იგი სწრაფად წყვეტს ინოვაციებზე ზრუნვას იმის გამო, რომ ამის აუცილებლობა აღარ არსებობს. სამწუხაროდ, ისინი სრულიად გაუცნობიერებლად იღებენ საკუთარ თავზე ვალდებულებას და არსებულ მდგომარეობას ინარჩუნებენ. კონკურენტებს კი, ერთი თვისება აქვთ − მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებენ მეტოქეებს.

2. მთავარი ავტორიტეტი გახდით

თქვენს მისიად მიიჩნიეთ, რომ მთავარი ავტორიტეტი გახდეთ საკუთარ სფეროში. თქვენი აუდიტორია აღფრთოვანებული იქნება, თუ თქვენსავე მოსაზრებების წყალობით, მათი ლიდერი გახდებით და სხვა მიმწოდებლებს კი არა, თქვენ მოგანიჭებენ უპირატესობას.

3. შეიცანით საკუთარი თავი

კონკურენტები თავისდაუნებურად გაიძულებენ, სათანადოდ შეაფასოთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. კლიენტებისთვის უნიკალური ფასეულობების შესათავაზებლად თქვენი ფარული შესაძლებლობები გამოავლინეთ, საკუთარი ნაკლოვანებებიც გააცნობიერეთ და მათი გადალახვის გზებიც მოძებნეთ.

4. დიფერენცირებას ყველანაირად შეუწყეთ ხელი

თქვენი კონკურენტები ყოველთვის შეეცდებიან უკეთ მოემსახურონ მომხმარებელს, ხარისხიანი პროდუქტი და მარკეტინგი შესთავაზონ მათ. თუ ბაზარი ჯანსაღია, მყიდველები გაცილებით უკეთეს გადაწყვეტილებებს ითხოვენ თავიანთი სპეციფიკური საჭიროებების დასაკმაყოფილებად. თქვენი შეთავაზებების დიფერენცირება სცადეთ და იმ მომხმარებლისთვის, რომელსაც ემსახურებით, უდიდესი ღირებულების შეთავაზება დაისახეთ მიზნად.

5. დარგის ტენდენციები გამოიყენეთ

კონკურენცია საკმაოდ ნათლად მიგანიშნებთ, რა მაღალი მოთხოვნები აქვთ მომხმარებლებს. ის „ამოწმებს", რას აკეთებთ თქვენ. ეს ახალი ტენდენციების ხელშეწყობის შესაძლებლობაა ახალ ბაზრებზე, რომელთა მეშვეობითაც მყიდველებიც აღფრთოვანებულები იქნებიან თქვენი მუშაობით და მედიაც.

6. პარტნიორული ურთიერთობები დაამყარეთ

მონათესავე ბიზნესის მქონე კომპანიებთან კავშირები დაამყარეთ. მომხმარებელთა ცნობიერების ასამაღლებლად, ტექნოლოგიები და ინსტრუმენტები გაცვალეთ, საერთო ბაზარი გააფართოვეთ, ერთმანეთის პროდუქტებს გაუწიეთ რეკლამა ან ახალ კვლევებში მიიღეთ მონაწილეობა. შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს, თქვენს უდიდეს კონკურენტს შეუერთდეთ ან შეიძინოთ კიდეც იგი.

7. მათთან ერთად ისწავლეთ

ყურადღებით დააკვირდით კონკურენტების ნაბიჯებს. შესაძლოა, მათ თქვენგან განსხვავებული და ამავე დროს, უკეთესი ცოდნა და რესურსები ჰქონდეთ. აქტიურად ისწავლეთ, როგორ მართავენ და ავითარებენ ისინი თავიანთ ოპერაციებს და სულ მალე აღმოაჩენთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ნასწავლი გაკვეთილები თქვენს ბიზნესში.

8. ბაზრის გარკვეული სეგმენტის მოთხოვნები დააკმაყოფილეთ

ვინმე აუცილებლად იქნება რაღაცაში თქვენზე უკეთესი და ამაში უჩვეულო არაფერია. მომხმარებლები უკეთეს პროდუქციასა და მომსახურებას იმსახურებენ ინდივიდუალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მომგებიანი ბიზნესის შექმნა რომ შეძლოთ, მთელი თქვენი ყურადღება ბაზრის გარკვეული სეგმენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უნდა გაამახვილოთ, თან ისე, რომ მათ ბედნიერად იგრძნონ თავი. თუ თქვენს ნიშას შეავიწროვებთ, კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას შეძლებთ, რომელიც თავისთავად შეაკავებს შემდეგ კონკურენციას.

9. შორეულ პერსპექტივაზე გათვალეთ

როდესაც კონკურენცია არ არსებობს, კომპანიების უმრავლესობა ყოველდღიურად მხოლოდ თავისი ბიზნესის შენარჩუნებაზე ზრუნავს და ამ პროცესებში მთლიანად იკარგება, ხოლო როგორც კი ბაზარზე სხვა კომპანიები შემოდიან, მეტის მისაღწევად საკუთარი თავის გამოწვევის წინაშე დაყენება ხდება აუცილებელი.

10. მომხმარებლის მოთხოვნები პრიორიტეტულად მიიჩნიეთ

მთელი თქვენი ენერგია კონკურენტის დამარცხებაზე კი არ მიმართოთ, შეეცადეთ, მომხმარებელზე ორიენტირებული ორგანიზაცია გახდეთ. ამ გზით უბიძგებთ მყიდველს, თქვენი ბრენდის ერთგული იყოს და აგრესიული მომწოდებლებისგან, რომლებიც თქვენი კლიენტების მოპარვას აპირებენ, ადვილად დაიცავთ თავს. ბოლოს და ბოლოს, თქვენს კონკურენტებს კი არა, მხოლოდ თქვენს მომხმარებლებს აქვთ უნარი, თქვენი ბიზნესის წარმატებას შეუწყონ ხელი ან მთლიანად გაანადგურონ იგი.

მსგავსი სტატია: კონკურენტებმა შესაძლოა წარმატებული გაგხადონ

არ დაუშვათ კონკურენციამ ისეთი ფორმა მიიღოს, რომ ნეგატიური გავლენა მოახდინოს თქვენს ბიზნესზე. როდესაც თქვენ გარშემო იმავე აუდიტორიასა და მყიდველზე ორიენტირებული სხვა კომპანიებიც არიან, უპირატესობის მისაღწევად ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ.

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია