ოცწლამდელ ანტრეპრენერთა ახალი თაობა - ზუკა მაისაშვილი

ბავშვებთან ყველაფერი რიგზეა!
ოცწლამდელ ანტრეპრენერთა ახალი თაობა - ზუკა მაისაშვილი
ფოტო: Entrepreneur Georgia

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ზუკა მაისაშვილის სტარტაპს „ღვინუკა“ ჰქვია, რომელიც 15 წლის დასთან, ნატუკა მაისაშვილთან და 16 წლის ბიძაშვილთან − თორნიკე მაისაშვილთან ერთად წამოიწყო.

ახალგაზრდა ანტრეპრენერები რაჭული ენდემური ჯიშის ღვინის სახეობებს ასხამენ, რისთვისაც სპეციალურად პატარა საწარმო რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში აშენდა. „ღვინუკას“ ღვინის სახეობები განსხვავდება ტრადიციული რაჭული ღვინის სახეობებისგან, რადგან ის მთლიანად მშრალია. ზუკამ ღვინის ბიზნესი სკოლის დასრულებისთანავე, გასულ წელს დაიწყო. იდეა გაცილებით ადრე, სკოლაში სწავლისას ჰქონდა, თუმცა გადატვირთული რეჟიმის გამო, საქმისთვის ხელის მოკიდება სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა.

ამბობს, რომ 18 წლის ბიჭს და მის არასრულწლოვან პარტნიორებს არ ჰქონდათ არანაირი საწყისი კაპიტალი, ამავდროულად ბანკებიც არ აძლევდნენ სესხებს, რადგან გარანტიას ვერ უზრუნველყოფდნენ. ამის შემდეგ გამოჩნდა რამდენიმე საგრანტო კონკურსი: USAID და „მისო კრისტალი“, რომლებმაც დაიჯერეს ახალგაზრდების შემართების და რამაც შესაძლებელი გახადა იდეა რეალობად ექციათ − პატარა საწარმო დაეარსებინათ. ამბობენ, რომ შთაგონება ის წინაპრები იყვნენ, რომლებიც საქართველოს გასაბჭოებამდე იმავე ადგილას ღვინის წარმოების უფრო მასშტაბურ საქმიანობას ეწეოდნენ.

„ღვინუკა“ღვინის რამდენიმე ბრენდირებულ მაღაზიაში იყიდება. წლიდან წლამდე იზრდება წარმოებული ბოთლების რაოდენობაც. ახლა სამზადისს რთველისთვის იწყებენ. პარალელურად, შეკვეთები აქვთ რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან, უკრაინიდან და გერმანიიდან. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, შემოდგომიდან აპირებს ჭაჭისა და ხილის არყის წარმოების დაწყებას. ამავდროულად, საექსპერიმენტოდ ახალი წლისთვის ვაშლის ლუდის, ანუ სიდრის ჩამოსხმა იგეგმება, ხოლო მომავალი წლიდან დაგეგმილია სადეგუსტაციო დარბაზის მშენებლობა, რაც შესაძლებელს გახდის ტურისტების მოზიდვასაც. საბოლოო მიზანი კი, მაისაშვილების ისტორიული სახლისა და კომპლექსის დიდ და ცნობილ შატოდ გადაქცევაა.

Latest on Entrepreneur