📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Rough Guides-ის გვერდზე მკითხველებს აჭარაში მოგზაურობას ურჩევენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ბრიტანელი ბლოგერი, მოგზაური და ბრიტანეთის მწერალთა ასოციაციის წევრი რებეკა ან ჰალლი სტუმრობს. თბილისის დათვალიერების შემდეგ ბლოგერმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, ქედის ტურისტული მარშრუტი და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი მოინახულა. ბლოგერი აჭარის გზამკვლევს გავლენიანი ბრიტანული სამოგზაურო გვერდისთვის Rough Guides მოამზადებს, სადაც მოგზაურებს ახალ და საინტერესი ტურისტულ მიმართულებებს სთავაზობენ. გარდა ამისა, საქართველოში მოგზაურობის შესახებ ბლოგერი ვრცელ მასალას განათავსებს საკუთარ ბლოგზე, რომელსაც ბრიტანეთსა და საბერძნეთში ათი ათასობით მკითხველი ჰყავს.

„მსურს ჩემი ბლოგითა და გზამკვლევით ბრიტანელ მკითხველს ვაჩვენო თქვენი გასტრონომია, კულტურა, თუ რისი შეთავაზება შეუძლია რეგიონებს ტურისტებისთვის. ეს სრულიად ახალი ტურისტული მიმართულებაა ჩვენი მკითხველისთვის და ჩვენი მიზანია დავანახოთ მათ, თუ რისი გაკეთება და ნახვა შეუძლიათ საქართველოსა და რეგიონში მოგზაურობისას. ჩემთვის ბათუმი არის საინტერესო ნაზავი ძველისა და ახლის, ევროპული და აზიური კულტურების, არქიტექტურისა და რელიგიების. ერთის მხრივ თქვენ გაქვთ ახალი პრომენადები, შენობები და მეორეს მხრივ ძველი ევროპული არქიტექტურა. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო და ახალია ბრიტანელებისთვის," განაცხადა აჭარაში მოგზაურობისას ბრიტანელმა ბლოგერმა რებეკა ან ჰალლიმ.

გონიოს ციხეში ბლოგერს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინე ძიძიგურმა გაუწია მასპინძლობა და რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებზე ესაუბრა.

„ჩვენ ვაგრძელებთ აჭარის პოპულარიზაციას. ამჯერად, ვმასპინძლობთ ბრიტანელ ბლოგერს, რომელიც წერს ძალიან გავლენიანი გამომცემლობისთვის Rough Guides. გარდა ამისა, უკვე ნოემბრის ბოლოს ველოდებით ჟურნალისტების ჯგუფს დიდი ბრიტანეთიდან, რომლებიც აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და შესაძლებლობების შესახებ მოამზადებენ მასალებს, რაც კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდასა და პოპულარობას. ჯამში, კი მიმდინარე წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში 400-მდე უცხოელმა ჟურნალისტმა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა იმოგზაურა," განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინე ძიძიგურმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი