You can be on Entrepreneur’s cover!

OPTIMO - ახალი ციფრული ხელსაწყო თქვენი ბიზნესისთვის ციფრული ხელსაწყო მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული და მიზნად მათი სამუშაო პროცესების გამარტივებას, ბიზნესის ოპტიმიზაციას, უკეთ მართვასა და განვითარებას ისახავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

OPTIMO

ბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექმნილი ახალი, თანამედროვე ციფრული ხელსაწყო OPTIMO გამოჩნდა, რომელიც „საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით შეიქმნა და უკვე სრული დატვირთვით ამუშავდა.

ციფრული ხელსაწყო მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული და მიზნად მათი სამუშაო პროცესების გამარტივებას, ბიზნესის ოპტიმიზაციას, უკეთ მართვასა და განვითარებას ისახავს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პარტნიორებისთვის იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელიც მათ ჰქონდათ, რათა უკეთ ემართათ და განევითარებინათ საკუთარი ბიზნესსაქმიანობა. სწორედ ამიტომ, ჩავატარეთ კვლევა, შევისწავლეთ არსებული პროგრამები და შევქმენით ახალი, დახვეწილი, პარტნიორების ინტერესებზე მორგებული მოქნილი პროგრამა – OPTIMO, თავისივე მოწყობილობით.

ბიზნესის მეტად ხელშეწყობისთვის გვაქვს დამატებითი შეთავაზება – მათ, ვინც უკვე სარგებლობს რაიმე ტიპის მოწყობილობით, შეუძლიათ შეიძინონ მხოლოდ OPTIMO-ს პროგრამა, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის ციფრულ ხელსაწყოს", – ამბობს ნიკოლოზ ფოფხაძე, OPTIMO-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ENTREPRENEUR-თან საუბრისას.

OPTIMO მინიმალური დანახარჯებით აწვდის პარტნიორებს საჭირო ინფორმაციას და რჩევებს ბიზნესის განვითარებისა და წინსვლისთვის, რაც პირდაპირპროპორციულია თავად OPTIMO-ს წარმატებასთან.

ციფრული ხელსაწყო OPTIMO მრავალფეროვანი ფუნქციონალითა და ანალიტიკით მენეჯერებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ მართონ და განავითარონ თავიანთი ბიზნესი; ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, მიიღონ უახლესი ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის მარაგების, შესყიდვების, გაყიდვების, შემოსავლებისა და მომგებიანობის შესახებ.

OPTIMO-ს ინტერფეისი საკმაოდ მარტივია, რაც სალაროსთან მომუშავე გუნდს მისი ადვილად მართვის შესაძლებლობას სთავაზობს. მარტივია ანგარიშსწორების პროცესიც. მოლარეს პროდუქტის მოძებნა შტრიხკოდის, დასახელების, კატეგორიის, ან სულაც ფოტოს მეშვეობით შეუძლია. ამავე ინტერფეისში, მოლარეს აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს და მიიღოს წინასწარ დარეგისტრირებული შეკვეთები.

„დღეს OPTIMO მხოლოდ თბილისის მასშტაბით არის წარმოდგენილი. სამომავლოდ, ვგეგმავთ რეგიონებში გასვლას. ასევე წინ გვაქვს უამრავი სიახლე, რის დანერგვასა და განხორციელებასაც ვაპირებთ ამ მიმართულებით. ჩვენ მუდმივად განვავითარებთ „ოპტიმოს", რათა წლების შემდეგაც მორგებული ვიყოთ ჩვენი პარტნიორების საჭიროებებზე", – აცხადებს ნიკოლოზ ფოფხაძე.

დღეისათვის OPTIMO-ს უკვე აქტიურად იყენებენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებები. მათ შორის არიან კაფე-ბარები, ზოომაღაზიები, ტექნიკის, სურსათის, ავტონაწილების, საკანცელარიო ნივთებისა და სხვა მაღაზიები.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"