ქართული სტარტაპის პირველი დაფინანსება გლობალური სტარტაპ ფონდიდან და 1,300,000-იანი გარიგება საქართველოში!

ქართული სტარტაპის პირველი დაფინანსება გლობალური სტარტაპ ფონდიდან და 1,300,000-იანი გარიგება საქართველოში!
ფოტო: BTU
1 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გლობალურმა სტარტაპ ფონდმა, რომელიც სილიკონ ველი თბილისში ისრაელის სილიკონ ვადისთან პარტნიორობით დაფუძნდა, ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის გარიგებას მოაწერა ხელი. ქართული სტარტაპი: influence.ge 1,300,000 ლარიან დაფინანსებას მიიღებს.

აღნიშნული ინვესტიცია საქართველოში პირველად ხორციელდება და მისი თანადაფინანსება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ განახორციელა.

გლობალური სტარტაპ ფონდის მიზანი ქართული სტარტაპების დაფინანსება და მასშტაბირებაში დახმარებაა. პირველ საინვესტიციო შეხვედრაზე 100 ზე მეტი აპლიკანტიდან 11 ქართულ სტარტაპ გუნდს მიეცა შესაძლებლობა პირისპირ შეხვედროდნენ ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორებს და თანამშრომლობის პირობებზე ესაუბრათ.

influence.ge არის ინოვაციური, data-driven ინფლუენსერ მარკეტინგის კომპანია და აერთიანებს სოციალურ ქსელში გავლენიან და პროფესიონალ ადამიანებს, რომლებსაც აკავშირებენ საქართველოში მოქმედ კომპანიებთან.

შემკვეთის მოთხოვნებზე დაყრდნობით, არჩევენ ბაზაში ინფლუენსერებს, რომლებსაც გავლენა აქვთ შესაბამის მიზნობრივ სეგმენტზე, რის შემდეგაც ინფლუენსერები სოციალურ ქსელში ქმნიან ორიგინალურ კონტენტს შემკვეთის პროდუქტებზე ცნობადობის და ნდობის ამაღლების მიზნით.

ღონისძიებაზე ოფიციალურად გიხსნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში არსებული კაფსულა, რომელიც სტარტაპის დამფუძნებლებს გადაეცა.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur