სტარტაპმუზეუმები - ჩაის მუზეუმი

საქართველოში ბოლო წლებში მოძლიერებულმა სტარტაპ ეკოსისტემამ ტრადიციული ტიპის საგამოფენო მუზეუმების გარდა, ქვეყნის დედაქალაქში არაერთ განსხვავებულ, შედარებით მცირე ზომის ორიგინალურ მუზეუმსაც მისცა დასაბამი, რომლებიც ვიზიტორებს სრულიად ახალ და საინტერესო გამოცდილებას სთავაზობენ
სტარტაპმუზეუმები - ჩაის მუზეუმი
ფოტო: Entrepreneur Georgia
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, 15 ნომერში ჩაის მუზეუმია. მუზეუმი შოთა ბითაძის კერძო ინიციატივით 2006 წელს შეიქმნა, სადაც თავმოყრილია ქართულ ჩაისთან დაკავშირებული არაერთი არტეფაქტი: კოლოფები, წიგნები, ფილმები და სხვა. მუზეუმის მიზანი პირველივე დღიდან ქართულ ჩაიზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა და დაინტერესებული ადამიანებისთვის ამომწურავი და კომპეტენტური ინფორმაციის მიწოდებაა.

მუზეუმში ნახავთ ისეთ ექსპონატებს, როგორებიცაა ქართული ჩაის შეფუთვების ისტორიული კოლექცია, ქართული ჩაის 1900 წლის გამოშვების სრულიად ორიგინალური კოლოფები. ასევე, პარიზში მსოფლიო გამოფენაზე ქართული ჩაის მიერ მოპოვებული მთავარი პრიზი და მისთვის დიდი ოქროს მედლის მინიჭების დამადასტურებელი საბუთის ერთადერთი ეგზემპლარი.

ჩაი, რომელმაც ამ წარმატებას მიაღწია, ჩაქვში ჩაის ჩინელი ოსტატის, ლიუ ძუინჭოუს მიერ იყო მოყვანილი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ცხოვრობდა სპეციალური მოწვევით და რომელმაც საქართველოში ჩაის ინდუსტრიის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ქართული ჩაის ისტორიის ამ უნიკალურ ეპიზოდზე დაინტერესებულ ადამიანებს მეტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღება ჩაის მუზეუმში შეუძლიათ. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ბიბლიოთეკას და დეტალურ ცნობებს ქართული ჩაის შესახებ.

პარალელურად, მუზეუმთან ფუნქციონირებს ჩაის სკოლაც, სადაც შესაძლებელია ჩაისთან დაკავშირებული სხვადასხვა ტექნოლოგიის დაუფლება. ჩაის სკოლის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ არაერთ საერთაშორისო კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და ასევე სწავლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაფინანსებით უკვე ჩინეთში განაგრძონ.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმის დამფუძნებელი, შოთა ბითაძე ამავდროულად „საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ დამფუძნებელიცაა. ასოციაცია მიზნად ორგანული ჩაის მწარმოებლების გაერთიანებას, ამ კუთხით ცოდნის, ტექნოლოგიების გაზიარებას, ჩაის პლანტაციების გაშენებასა და ქართული ჩაის ჯიშების შექმნას ისახავს მიზნად.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur