სტარტაპმუზეუმები - ილუზიების მუზეუმი საქართველოში ბოლო წლებში მოძლიერებულმა სტარტაპ ეკოსისტემამ ტრადიციული ტიპის საგამოფენო მუზეუმების გარდა, ქვეყნის დედაქალაქში არაერთ განსხვავებულ, შედარებით მცირე ზომის ორიგინალურ მუზეუმსაც მისცა დასაბამი, რომლებიც ვიზიტორებს სრულიად ახალ და საინტერესო გამოცდილებას სთავაზობენ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ბეთლემის ქუჩის 10 ნომერში ორიგინალურ შემეცნებით მუზეუმს წააწყდებით, რომელიც ოპტიკური ილუზიის საშუალებით სტუმრებს ახალ, მძაფრ შეგრძნებებსა და თავგადასავლებს სთავაზობს.

ვორტექსის გვირაბი, იგივე მბრუნავი ცილინდრი, ნამდვილად დაგახვევთ თავბრუს; სარკეების ოთახი, სადაც უსასრულობის შეგრძნება დაგეუფლებათ; ეიმსის ოთახი, რომლის სხვადასხვა კუთხეში მდგარი ადამიანები გიგანტებად ან ლილიპუტებად მოგეჩვენებათ; გრავიტაციის ოთახი, სადაც საკუთარ თავზე გამოცდით მიზიდულობის კანონს. ეს და 80-მდე დასახელების ოპტიკური ილუზია და ორიგინალური ინსტალაცია მუზეუმში გელოდებათ. ამ ყველაფრის გაცნობა და გონების გავარჯიშება ილუზიების მუზეუმშია შესაძლებელი, სადაც ადამიანი საკუთარი გონების, შემეცნების, ხედვის, აღქმისა და მეცნიერების შესახებ ახლებურად დაფიქრდება და გადაიაზრებს არაერთ საკითხს.

სპეციალური სათამაშო ზონა, სადაც მუზეუმის სუვენირების მაღაზიიდან მუდამ ახალ-ახალი სათამაშოებია წარმოდგენილი (100-მდე დასახელების ეკოლოგიურად სუფთა ხის თავსატეხები და ფაზლები), გაიძულებთ დაგეგმილზე ბევრად მეტი დრო დაჰყოთ მუზეუმში. ეს ყველაფერი თბილისის ილუზიების მუზეუმშია შესაძლებელი, რომელიც ჯერ ერთი წელიც კი არ არის რაც გაიხსნა და ყოველდღიურად უკვე უამრავ სტუმარს მასპინძლობს.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმით ყველა ასაკის ვიზიტორი ინტერესდება და ეცნობა ამ სივრცეში შემოთავაზებულ სანახაობებს. რაც მთავარია, აქ არანაირი აკრძალვა არ არსებობს − შეგიძლიათ ხელით შეეხოთ ექსპონატებს, იცინოთ, ითამაშოთ და იმდენი სახალისო ფოტო გადაიღოთ, რამდენიც მოგესურვებათ. სწორედ ამიტომ, თბილისის ილუზიების მუზეუმი განსხვავებულ შემეცნებით და გასართობ ფუნქციასთან ერთად, მნიშვნელოვან სოციალურ სივრცესაც წარმოადგენს, სადაც სხვადასხვა თაობა საერთო მიზნით იყრის თავს − შეიმეცნონ და გაიგონ მეტი როგორც საკუთარი თავის, ასევე სამყაროს შესახებ და გაუზიარონ ერთმანეთს ახალი ცოდნა და მძაფრი ემოციები.
სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ