You can be on Entrepreneur’s cover!

NASTA - ქართული ნაციონალური სტარტაპების ასოციაცია აუცილებელია კვალიფიკაციური სერვისების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, ასევე ექსპერტული და საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Nasta

საქართველოში ნაციონალური სტარტაპების ასოციაცია დაარსდა. ასოციაცია ოთხი სტარტაპკომპანიის − Styx-ის, Areal-ის, Spy-სა და Influence Georgia-ს ინიციატივითა და გაერთიანებით დაფუძნდა.

ასოციაციის მისიას ქვეყანაში სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა წარმოადგენს, რისთვისაც ასოციაცია ამ სფეროში განათლების ადვოკატირებას, სტარტაპ-ეკოსისტემასთან დაკავშირებული პროფესიების ბაზის განვითარებასა და შესაბამისი საკანონმდებლო გარემოს შექმნა-გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ნაციონალური სტარტაპების ასოციაციას სურს, სტარტაპ ეკოსისტემის როლის მნიშვნელოვნად გაძლიერება ეკონომიკასა და საზოგადოებაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამისათვის ასოციაციის დამფუძნებელი კომპანიები და მათი წარმომადგენლები აცნობიერებენ სტარტაპებისა და მეწარმე სუბიექტების ინფორმაციული წიგნიერების ზრდის აუცილებლობას.

„ამ ყველაფრის სტიმულირებისთვის კონკრეტული მექანიზმების ამოქმედებაა საჭირო. აუცილებელია კვალიფიკაციური სერვისების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, ასევე ექსპერტული და საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა − როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებით. ეს კი, თავის მხრივ, ხარისხის უზრუნველყოფისა და მართვის მენეჯმენტის გაუმჯობესებისთვის ხელშემწყობი ფაქტორი იქნება", − აცხადებს მაკო ქავთარაძე, ნაციონალური სტარტაპასოციაციის თავმჯდომარე.

მიზნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასოციაცია აქტიურ და მნიშვნელოვან ღონისძიებებს გეგმავს. მათ შორის ახალი პროექტებისა და პროგრამების შექმნას საკუთარი წევრებისთვის, რაც მათი განვითარებისა და ზრდისთვის შესაძლებლობების ახალი პლატფორმა იქნება.

ასევე, ნაციონალურ სტარტაპთა ასოციაცია აქტიურად აპირებს სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობას, კონსულტირებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. განსაკუთრებით პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო განათლებისა და გადამზადების პროგრამების კუთხით, რაც სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე, ასოციაცია ასევე გეგმავს თემატური კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებას აქტუალურ სტარტაპსაკითხებზე.

ასოციაციის მუშაობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება ინვესტიციების მოძიება-მოზიდვის საკითხებში ჩართულობის გაზრდა იქნება, რადგან სტარტაპებს კიდევ უფრო მეტ ფინანსურ რესურსზე ჰქონდეთ წვდომა და ფინანსური ბარიერები მათთვის დაბრკოლება არ აღმოჩნდეს.

„ასოციაციის წევრები კარგად იაზრებენ ინოვაციურობის განვითარებისა და გლობალური ინტეგრაციისთვის აქტივობებისა და მოტივატორების შემუშავების აუცილებლობას, რაც სხვადასხვა ინოვაციური დარგის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. ასევე, ჩვენი ასოციაცია აპირებს სტარტაპერების ავტონომიურობის შენარჩუნებასთან ერთად, ინოვაციების შედეგების ცენტრალიზებულ ზედამხედველობას. მიზნების ეფექტურად განხორციელებისთვის აქტიურად ვიმუშავებთ ადგილობრივ და საერთაშორისო, კერძო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან", − ამბობს მაკო ქავთარაძე.

აღსანიშნავია, რომ ასოციაციაში გაწევრიანება პლატფორმა nasta.ge-ის მეშვეობით სრულიად უფასოა ყველასთვის, ვინც იზიარებს სტარტაპ- საზოგადოების მიზნებს და აქვს სურვილი, მხარი დაუჭიროს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას.

ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ასოციაციის წევრთა საერთო კრება;
  • მმართველთა საბჭო;
  • ასოციაციის თავმჯდომარე.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის დაარსებისთანავე, დამფუძნებლები ასოციაციის მართვის დემოკრატიულ, გამჭვირვალე და როტაციულ პრინციპებზე შეთანხმდნენ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან