You can be on Entrepreneur’s cover!

''ბალანსმა'' ბუღალტრებსა და მენეჯერებს ახალი განზომილება - პირადი სამუშაო კაბინეტი შეუქმნა: აღრიცხვა და კონტროლი ''ღრუბლებში''

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

წარმოიდგინე, ხარ შვებულებაში ფიჯიზე... შენი რა მიდის, წარმოიდგინე. ისე მოხდა, რომ ბუღალტერიაში „უთო დარჩა ჩართული" – ანუ უკვე პლაჟზე წევხარ და გაგახსენდა, რომ ამ თვის ხელფასები გასაცემია.

ან მენეჯერი ხარ, მესტიაში სასრიალოდ ხარ წასული. კაცია და გუნება, უცებ მოგინდა ნახო, რა გაქვს ამ თვის სახელფასო ხარჯი.

ამ დროს რას აკეთებ: ხსნი ნებისმიერ ინტერნეტბრაუზერს, შედიხარ ბალანსის კაბინეტში, ხსნი შენი კომპანიის ბაზას და მარტივად აკეთებ ხელფასების გამოთვლას თავისი საპენსიო ანარიცხებით. ან ხელფასების რეპორტში ნახულობ მიმდინარე თვის სახელფასო ხარჯს.

მერე კი, ვინც უნდა იყო, შენი კომპანიის ბაზებს, თანამშრომლების მათთან წვდომას და პროგრამით სარგებლობის ყველა პარამეტრს აკონტროლებ პირადი ციფრული კაბინეტიდან.

პროგრამა „ბალანსზე" და ახალ ციფრულ სამუშაო გარემოზე BDO-ს პარტნიორს, და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელ ზვიად ორაგველიძეს ვესაუბრეთ:

ორი სიტყვით „ბალანსის" შესახებ რა პრობლემებს წყვეტს და ვისთვის არის განკუთვნილი?
ზვიადი: ბალანსი BDO-ს საავტორო პროგრამაა, რომელიც 2016 წელს გამოვუშვით ბაზარზე. თავიდან ეს იყო საბუღალტრო პროგრამა მაღალი დონის ავტომატიზაციით, რომელიც მენეჯერს კარგ რეპორტებსაც აძლევდა. შემდეგ მივხვდით, რომ მთავარი პრობლემა ბიზნესებისთვის რამდენიმე პროგრამის საჭიროება და ინფორმაციის შეკრებისა და ანალიზის სირთულე იყო. ცალკე ჰქონდათ ხოლმე სოფტები საოპერაციო ნაწილის აღრიცხვისთვის, ცალკე ბუღალტრული პროგრამები და მაინც, მენეჯერს ბუღალტრის, საწყობის მენეჯერის და ათობით ექსელის ფაილის გარეშე მაინც უჭირდა იმის გაგება, თუ რა ნაშთი ჰქონდა საწყობში კონკრეტულ მომენტში ან რა ოდენობის თანხის მიღებას ელოდებოდა კლიენტებისგან თვის ბოლომდე. საბოლოოდ, ბალანსი განვავითარეთ საოპერაციო აღრიცხვის მიმართულებითაც და დღეს ის წარმოადგენს ინდუსტრიულ გადაწყვეტილებას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელსაც აქვს მოლარის მოდული მაღაზიისთვის, საწყობის მართვისა და წარმოების მოდულები + სრულყოფილი საბუღალტრო ნაწილი. პროგრამაში ბუღალტერთან ერთად მუშაობენ საწყობის, შესყიდვების, გაყიდვების, მაღაზიის მენეჯერები. შედეგად, საოპერაციო და საბუღალტრო აღრიცხვა სინქრონულად მიმდინარეობს და მენეჯერს დამოუკიდებლად შეუძლია 1 click-ით მიიღოს ნებისმიერი რეპორტი კომპანიის საქმიანობაზე.

რა უპირატესობები აქვს საბუღალტრო პროგრამას, რომელიც „ქლაუდზე" მუშაობს?
ზვიადი: დღეს ცხოვრების და ბიზნესის წარმოების ისეთი ტემპია, 9-დან 5 საათამდე ოფისებში მგონი ბევრი არ ზის. ჩვენი მომხმარებლები არიან სავაჭრო, საწარმოო, სამშენებლო კომპანიები, ასევე საბუღალტრო აუთსორსინგის პროვაიდერი კომპანიები და ფრილანსერ-ბუღალტრებიც, რომლებიც ბევრ სხვადასხვა კომპანიას უწევენ მომსახურებას. ამ ხალხის მუშაობის სპეფიციკაზე დაკვირვებითაც მივხვდით, რომ მათ სჭირდებოდათ მოქნილი ინსტრუმენტი აღრიცხვისა და კონტროლისთვის და უნდოდათ მისი გამოყენება ოფისიდან, სახლიდან, ფილიალიდან და სამშენებლო ობიექტიდანაც. ასევე მათთვის პრობლემური იყო სოფტების პროვაიდერებთან ურთიერთობა: პროგრამის ლიცენზიის დამატება, ახალი ბაზის შექმნა თუ გადახდებზე ინფორმაციის მიღება მათთან კომუნიკაციისა და ლოდინის გარეშე არ გამოდიოდა. რთულად იდგა კომპანიების არსებული საინფორმაციო ბაზების დაცულობის საკითხიც. პარალელურად, მსოფლიოს ყველა განვითარებული პროგრამული უზრუნველყოფა „ქლაუდზე" გადადის – შედეგად, მომხმარებლებს პროგრამასთან წვდომა აქვთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და არ დააქვთ თავიანთი კომპანიის ფინანსური ინფორმაცია „ფლეშკებით". საინფორმაციო ბაზები ინახება დაცულ სერვერებზე და მოვლის პასუხისმგებლობა პროვაიდერის მხარესაა. შესაბამისად, კომპიუტერის გადაწვა, ინფორმაციული ფაილების გაუგებარი მიზეზებით გაქრობა და ვირუსები საფრთხეს აღარ წარმოადგენს. მომხმარებელი მშვიდადაა და მცირე ყოველთვიური გადახდებით კომფორტულად სარგებლობს პროგრამული პროდუქტით.

როგორია ბალანსის პირადი კაბინეტი?
ზვიადი: მომხმარებელი ბალანსის საიტიდანვე შედის თავის კაბინეტში, სადაც ხვდება პროგრამის დემო-ვერსია – იმისათვის, რომ ნახოს პროგრამა, გატესტოს მისი შესაძლებლობები და ყიდვაზე გადაწყვეტილება ინფორმირებულმა მიიღოს. ის კაბინეტიდანვე ყიდულობს ბალანსის რომელიღაც პროდუქტს – „ბალანს ენტერპრაისს" ან „ბალანს შოპს", ამატებს თავისი კომპანიის ბაზას, ან სხვადასხვა კომპანიას, თითოეულში შეუზღუდავი ბაზებით; იწვევს თანამშრომლებს ბაზაში სამუშაოდ, მართავს მათ როლებს და წვდომას პროგრამის ფუნქციონალზე; ხედავს მიღებულ ინვოისებს, მათ სტატუსებს და აბამს ბარათს კაბინეტს ავტომატური გადახდებისთვის. საჭიროების შემთხვევაში, ტრენინგებისა და დანერგვის მომსახურების მოთხოვნაც კაბინეტიდან არის შესაძლებელი.

მომავალ წელს ვგეგმავთ, რომ კაბინეტში დავამატოთ პროგრამის დეტალური ინსტრუქციები. მიუხედავად იმისა, რომ ბალანსი არ არის აპლიკაციის ტიპის ელემენტარული სოფტი, კომპანიის სერიოზულ სააღრიცხვო გამოწვევებს ეჭიდება და ამდენი სხვადასხვა ტიპის იუზერისთვისაა შექმნილი, გვინდა, ბალანსით სარგებლობა მაქსიმალურად მარტივი და დამოუკიდებელი პროცესი გავხადოთ მომხმარებლებისთვის და სიახლეებიც ამ მიმართულებით უხვად გვექნება.

კაბინეტში დარეგისტრირება და ბალანსის დემოს გატესტვა შეგიძლიათ ჩვენი საიტზე: https://balance.ge/

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"