📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

რა დევს ჩემს საფულეში? - მაკა თათეშვილი როგორ ვხარჯოთ ეკონომიურად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

მაკა თათეშვილი
MOTIF – დამფუძნებელი, დიზაინერი

"ფინანსების მართვა ადამიანის წარმატების ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და ვფიქრობ, მისი სწორად მართვა მარტივი ნამდვილად არ არის. საკუთარ ფინანსებს ყველა თავისი პრიორიტეტებიდან გამომდინარე მართავს. მოხარული ვიქნები, თუკი ჩემი მოსაზრება და პრიორიტეტები მკითხველისთვის საინტერესო იქნება.

თუ საუბარს ჩვენი თემის მთავარი გმირით დავიწყებთ, უნდა აღვნიშნო, რომ საფულე ავგაროზივით მაქვს − რთულად ვარჩევ, მიჭირს ხოლმე მასთან განშორება და ახლით შეცვლა. ჩემი საფულე აუცილებლად წითელი ფერის და დიდი მოცულობის უნდა იყოს, რადგან ფულის გარდა, მასში უნდა მოთავსდეს საბანკო თუ სხვადასხვა ტიპის ბარათები. მიყვარს, როცა ეს ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი.

ფინანსების მართვა ორად მაქვს გაყოფილი − პირადი და სამსახურებრივი. პირადი ფინანსების განაწილება ჩემთვის უფრო ემოციებთან და კონკრეტულ საჭიროებებთან არის დაკავშირებული. მაგრამ ეს არ ეხება ფიქსირებულ ხარჯებს, რომელიც ყოველთვის ჩემი საფულის ცალკე განყოფილებაშია მოთავსებული და ვცდილობ, დროულად ან ადრე გავცე, რადგან არ მიყვარს, როცა ვგრძნობ, რომ ვინმე მელოდება. ყოველთვის ვცდილობ, ცალკე ადგილი მივანიჭო დანაზოგს დასვენებისთვის, რადგან ვფიქრობ, რომ მხოლოდ მუშაობა არ არის ცხოვრება და იმისათვის, რომ ძალები მოვიკრიბოთ, ფიზიკური და გონებრივი დასვენება აუცილებელია − სულ ცოტა, წელიწადში ორჯერ.

დღეს სამყარო ძალიან გახსნილია და დიდ არჩევანს გვთავაზობს ნებისმიერ სფეროში, რომ სურვილები და მოთხოვნები გაგვიმძაფრდეს. მნიშვნელოვანია, ვეცადოთ სწორად მოვმართოთ ჩვენი ფინანსები და საჭირო ნივთებში განვახორციელოთ ინვესტირება. ისეთში, რომელიც დროს გაუძლებს, არ გაუფასურდება და ხშირ შემთხვევაში, პირიქით − მისი ღირებულება დროში გაიზრდება.

რაც შეეხება სამსახურებრივ ფინანსებს, აქ ყველაფერი გაფილტრული და დაგეგმილი მაქვს მთელი წლის განმავლობაში. შოურუმის კოლექციები დიზაინის კვირეულებზე, სტანდარტული და მოულოდნელი ხარჯები მუდმივად დაგეგმილი და დაყოფილია. ვაკონტროლებ, რომ გადახარჯვა არ მოხდეს.

ჩემთვის უმთავრესი და პრიორიტეტულია, რომ შემოსავლის დიდი ნაწილი მუდმივად კომპანიის განვითარებას და ზრდას მოხმარდეს, რაც წარმატების აუცილებელი წინაპირობაა."

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი