You can be on Entrepreneur’s cover!

Entrepreneur Shop – ახალი ონლაინმაღაზია მხოლოდ ქართული პროდუქციით ონლაინმაღაზია უკვე აერთიანებს 25-მდე ქართული ბრენდის 200-მდე პროდუქტს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

Entrepreneur Shop ჟურნალ Entrepreneur-ის ახალი პლატფორმაა, რომელიც გამოცემის სტრატეგიულ მისიას იზიარებს და ქართველი ანტრეპრენერების საქმიანობის მხარდაჭერას კიდევ ერთი დამატებითი არხის – ამჯერად ონლაინმაღაზიის საშუალებით გააგრძელებს.

არსებული ანალოგებისგან განსხვავებით, Entrepreneur Shop-ზე მხოლოდ ქართველი ანტრეპრენერების მიერ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გაიყიდება.

გიორგი შარაშიძე, ჟურნალ Entrepreneur-ის მთავარი რედაქტორი: „ახალი ონლაინმაღაზიის ჩაშვებით ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ანტრეპრენერულ სულისკვეთებას საქართველოში და ბევრად მეტ ადამიანს გავუჩენთ მოტივაციას, დაიწყონ და განავითარონ საკუთარი საქმე, საკუთარი ბიზნესი. Entrepreneur Shop ქართველ ანტრეპრენერებს არა მხოლოდ პროდუქციის გაყიდვის გაზრდაში, არამედ ბიზნესის პოპულარიზაციასა და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაში დაეხმარება. ამისათვის ჩვენ ხელთ არსებულ ყველა პლატფორმას გამოვიყენებთ".

Entrepreneur Shop ერთ სივრცეში გააერთიანებს განსხვავებული კატეგორიების პროდუქციასა და მომსახურებას, ქართული ბრენდების სპეციალურ შეთავაზებებს – ყველაფერს, რაც ქართულია, რაც საუკეთესოა, რაც ანტრეპრენერული სულისკვეთებითაა შექმნილი.

ონლაინმაღაზია უკვე აერთიანებს 25-მდე ქართული ბრენდის 200-მდე პროდუქტს, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად უფრო და უფრო გაიზრდება.

Entrepreneur მოუწოდებს ყველა ქართულ ბრენდს, რომელსაც მიაჩნია, რომ ქმნის საინტერესო და გამორჩეულ პროდუქტს, შემოგვიერთდეს ახალ პლატფორმაზე – Entrepreneur Shop, გაზარდოს საკუთარი ბრენდის ცნობადობა და მიიღოს დამატებითი შემოსავალი პროდუქციის რეალიზაციიდან.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"