You can be on Entrepreneur’s cover!

K PAX GROUP – თქვენი ბიზნესის ცნობადობისთვის პრომოაქსესუარები მთელი მსოფლიოდან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

თანამედროვე ბიზნესსამყაროში, ნებისმიერი კომპანიისა და ორგანიზაციის წარმატებისთვის, ბრენდის ცნობადობის ზრდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბრენდინგის ერთ-ერთ ეფექტურ ინსტრუმენტს ბრენდის პრომოაქსესუარები წარმოადგენს. სწორედ ამ პროდუქტების დამზადებას მიმართავს არაერთი კომპანია და ორგანიზაცია, რათა მათივე ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდოს. არსებული საჭიროებიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, უფრო და უფრო მნიშვნელოვანია კომპანიები, რომლებიც ამ მომსახურებას ხარისხიანად სთავაზობენ და აწვდიან ბაზარს.

K PAX GROUP სწორედ ამ სერვისს სთავაზობს საქართველოში მოქმედ კომპანიებსა და ორგანიზაციებს. ის პრომოაქსესუარების იმპორტს მთელი მსოფლიოდან ახორციელებს. კომპანია ორი წლის წინ საქართველოში თეონა ალთუნაშვილმა და ირაკლი ცქიტიშვილმა დააფუძნეს. სარეკლამო სფეროში ხანგრძლივი მუშაობისა და დიდი გამოცდილების მიღების შემდეგ გადაწყვიტეს, საერთო საქმე წამოეწყოთ. სახელზე ბევრი არ უფიქრიათ. კომპანიას K PAX (K-PAX), ორივესთვის საყვარელი ფილმის შთაგონებით დაარქვეს.

K PAX GROUP-ის მიზანი ხარისხიანი და უნიკალური პრომოპროდუქციის დახმარებით პარტნიორი კომპანიების ცნობადობის ზრდა და მათი განვითარების მხარდაჭერაა. კომპანიის მთავარ ღირებულებას კლიენტებისადმი ინდივიდუალური მიდგომა და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისისა და პროდუქტის უმოკლეს ვადებში მიწოდება წარმოადგენს. აქ კარგად ესმით თანამედროვე სამყაროში დროის მნიშვნელობა და ფასი, ამიტომაც დროის ფაქტორს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. კონკურენტუნარიანი ფასები კი მაღალი ხარისხის შესაბამისადაა დადგენილი. კომპანიის გუნდი მსოფლიო სიახლეებსა და ტრენდებს მუდმივად ეცნობა, სტუმრობს სხვადასხვა ქვეყანას და საკუთარ საქმიანობას სწორედ საერთაშორისო ტენდენციების შესაბამისად წარმართავს.

„ყოველწლიურად ვსტუმრობთ არაერთ ქვეყანასა და პრომოპროდუქციის გამოფენებს, სადაც ვეცნობით უახლეს ტრენდებს, ტენდენციებსა და ინოვაციებს. მსოფლიო სიახლეებს მუდმივად ფეხს ვუწყობთ და ჩამოგვაქვს საქართველოში. განსაკუთრებით საინტერესო და ამ სფეროში მნიშვნელოვანია გერმანიაში, დუსელდორფში არებული ყოველწლიური მასშტაბური გამოფენა, რომელსაც არასოდეს ვტოვებთ. იქ მიღებულ გამოცდილებას კი აქტიურად ვნერგავთ საკუთარ საქმიანობაში", – უყვებიან Entrepreneur-ს კომპანიის დამფუძნებლები.

კომპანია მართლაც გამოირჩევა არაერთი სიახლის დანერგვით. სწორედ K PAX GROUP-ი იყო პირველი, რომელმაც ქართულ ბაზარს პოპ-სოკეტები შესთავაზა. პოპ-სოკეტები მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი თანამედროვე და პოპულარული ტრენდია, რომელიც მოსახერხებელი გამოყენებით ხასიათდება. ახლებური მიდგომით გამოირჩევა სამუშაო დროც, რომელსაც K PAX GROUP-ის თანამშრომლები ყოველდღიურად სამსახურში ატარებენ. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ გადაღლის თავიდან ასაცილებლად და პროდუქტიულობისთვის დღეში 5 საათი მუშაობა სრულიად საკმარისია.

კომპანიის სერვისითა და პრომოაქსესუარებით უკვე ასობით ქართული და საერთაშორიო კომპანია სარგებლობს, რომელიც საკუთარი ცნობადობის ზრდასა და ბრენდირებულ აქსესუარებს სწორედ K PAX GROUP-ს ანდობს. მათ შორის ისეთი კომპანიები, რომლებიც ეკოპროდუქციას ქმნიან. მათ ბრენდირებულ პროდუქციასა და აქსესუარებზე მუშაობა კი K PAX GROUP-სთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან კომპანია იზიარებს და მხარს უჭერს გარემოსადმი პასუხისმგებლობის ზრდას.

K PAX GROUP-ის მიერ შეთავაზებული პრომოპროდუქცია მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ბრენდირებული მეტალის პინები, POWER BANK-ები, ჩანთები, ჩემოდნები, საოფისე, სარესტორნო, სასტუმრო აქსესუარები და კიდევ მრავალი სახის ბრენდირებული პროდუქცია, არაერთ კომპანიასა და ორგანიზაციას, სწორედ K PAX GROUP-ის მხარდაჭერით აქვს.

დაარსებიდან ორი წლის თავზე, K PAX GROUP-ის დამფუძნებლებს თამამად შეუძლიათ თქვან, რომ ამაყობენ ნდობით, რომელსაც მათ კომპანიები და ორგანიზაციები უცხადებენ. ამ ნდობის გამართლებასა და მათი ცნობადობის ზრდის მხარდაჭერას კი, საქმისადმი ენერგიული და ინოვაციური მიდგომით, მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებენ.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"