You can be on Entrepreneur’s cover!

18 ფილმი, რომელიც ყველა ანტრეპრენერმა უნდა ნახოს ბიზნესის განვითარების რა სტადიაზეც არ უნდა იმყოფებოდეთ, ამ ფილმებით ბევრის სწავლას შეძლებთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Cthulhu Art

ანტრეპრენერებსა და მათ საქმიანობაზე საკმაოდ ბევრის გაგებას, სავარძლიდან ადგომის გარეშე ფილმების მეშვეობით შეძლებთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს დოკუმენტური ფილმი იქნება თუ გამოგონილი. არც იმას აქვს მნიშვნელობა ახლა იწყებთ თქვენს ბიზნესს თუ უკვე წლებია აწარმოებთ მას. შესაძლოა, ეს 18 უზომოდ პროვოკაციული და საინტერესო ფილმი, თქვენთვის საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი იდეის შთაგონების წყაროც კი გახდეს.

FYRE: უდიდესი წვეულება, რომელიც არასოდეს გამართულა

ორი დოკუმენტური ფილმია გადაღებული მუსიკალურ ფესტივალზე სახელად, Fyre: Hulu-ს „Fyre-ს თაღლითობა" და Netflix-ის „FYRE: უდიდესი წვეულება, რომელიც არასდროს გამართულა". ფესტივალს კატასტროფული შედეგები მოჰყვა თან, ფილმების ნახვა კი ნამდვილად ღირს. ნახეთ, ეს ფილმები და გაიგეთ, თუ როგორ გადაიქცა ფესტივალი, რომელშიც ცნობილი ადამიანები და სოციალური მედია ინფლუენსერები იღებდნენ მონაწილეობას, ექსკლუზიური ღონისძიებიდან, ერთ სრულიად უმართავ კატასტროფულ მოვლენად, რომლის დროსაც ხალხს ფული ფაქტობრივად მოპარეს და მცირეოდენი ტანსაცმლისა და საჭმელ-სასმელის ამარა კუნძულზე დატოვეს.

თემები: სოციალური მედია, დაგეგმვის მნიშვნელობა და გაუთვალისწინებელი გარემოებები;

Startup.com

Startup.com" 2001 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმია, რომელშიც რეალურად არსებული სტარტაპის GovWorks აღზევება და დაცემაა განხილული. GovWorks-მა $60 მილიონის მოზიდვა შეძლო ისეთი ინვესტორებისგან, როგორებიც არიან Hearst Interactive Media, KKR, the New York Investment Fund და Sapient. ამ ფილმის ნახვა იმითაა კარგი, რომ დოტკომის ეპოქის ბუმისა და დაცემის საფუძვლიანად გარკვევის შესაძლებლობას იძლევა და გაფრთხილებთ კიდევაც იმის თაობაზე, როგორ შეიძლება სრულიად მარტივად იქცეს მეგობრობა დიდ საფრთხედ ბიზნეს პარტნიორობისთვის.

თემები: დაფინანსება, კაპიტალის მოზიდვა, ზრდის მენეჯმენტი, ანტრეპრენერული უნარები, გუნდის შექმნა და მენეჯმენტის ნიჭი.

თუ შეძლებ, დამიჭირე!

ამ სიტყვების გაგებისას, - „თუ შეძლებ, დამიჭირე!", ალბათ, მაშინვე მიხვდებით რაზეა საუბარი. ფილმი წარმატებული თაღლითის ფრენკ აბიგნეილის (ლეონარდო დი კაპრიო) ცხოვრებაზეა, რომელიც თავისი ოსტატობით ნებისმიერის მოხიბლვას ახერხებს. ეს კლასიკური ფილმი რეალურ ისტორიაზეა გადაღებული და ანტრეპრენერულ მოგზაურობას ასახავს. მასში ისეთი მნიშვნელოვანი თემებია განხილული, როგორიცაა პრობლემის შემოქმედებითი გზით მოგვარება, ცუდი ვითარების რაღაც კარგად გადაქცევა და წარმატების მისაღწევად ყველაფერზე წასვლა.

თემები: ანტრეპრენერული უნარები, შემოქმედებითი აზროვნება და ინოვაცია, შეუპოვრობა, ბიზნეს ხედვა, პერსონალური გაყიდვების ტექნიკა და დაფინანსების წყაროები.

ომის ბატონი

თუ პირქუში კომედიები და მძაფრი სიუჟეტები მოგწონთ, „ომის ბატონი" აუცილებლად უნდა ნახოთ. ეს ფილმი ომთან დაკავშირებულ დანაშაულებებზეა გადაღებული და იური ორლოვის (ნიკოლას კეიჯი) ცხოვრებას ასახავს. უკრაინელი ემიგრანტი ორლოვი გადაწყვეტს, რომ წარმატების მისაღწევად იარაღით უკანონო ვაჭრობას უნდა მოკიდოს ხელი. თუ მორალურ მოსაზრებებს არ გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ იურის ამბიციები, მისი შეუპოვრობა და რისკების გაძლების უნარი, იმ თვისებებს უკეთებს დემონსტრირებას, რომლებიც ანტრეპრენერისთვის წარმატების მისაღწევად აუცილებელია. გარდა ამისა, თუ მეტის გაგება გსურთ, ბიზნესის ზრდაზე, მომხმარებლის ერთგულების მოპოვებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაზე, გაითვალსწინეთ, რომ ეს ფილმი ღრმად იხილავს ამ საკითხებს. სავარაუდოდ, გარკვეული დროის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ამ ფილმით მიღებულ გაკვეთილებს საკუთარ ბიზნესშიც კი იყენებთ.


თემები: ანტრეპრენერული უნარები, განვითარებადი ბაზრები, პრობლემების შემოქმედებითი გადაწყვეტა, მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკა, კლიენტების ერთგულების მოპოვება, კონკურენტული სტრატეგიები და გეოპოლიტიკა.

უოლ სტრიტი
ძალაუფლებისა და წარმატების დევნაში ოდესმე თუ გაგიკეთებიათ შესაძლებელზე გაცილებით მეტი? ეს ისტორია ამბიციური ბირჟის ბროკერის, ბად ბოქსის (ჩარლი შინი) თვალებითაა დანახული ფილმში, „უოლ სტრიტი". ის უოლ სტრიტის ეკონომიკურ სიმაღლეებს მართავს და მისი დევიზია „სიხარბე კარგია". ეს ფილმი კორპორაციულ ფინანსებში, პორტფოლიოს მართვაში, საინვესტიციო სამართლის პრინციპებსა და კაპიტალის ბაზარში გარკვევის შესანიშნავი საშუალებაა. ეს საჩვენებელი ისტორიაა ახალგაზრდა, მგრძნობიარე გონების მქონე ადამიანის, და ნათლად ასახავს რამდენად მარტივად შეიძლება გაგიტაცოს დიდებულმა ცხოვრების სტილმა, რომელიც ყოველთვის თან ახლავს სიმდიდრეს. გარდა ამისა, თუ თქვენი აზრით, უოლ სტრიტის მგელში ყველაფერზე მეტისმეტად ბევრია ნათქვამი, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს უფრო მეტად, მოვლენების შეფასების სოციალურ კრიტიკული ვერსიაა.


თემები: კორპორაციული ფინანსები, პორტფოლიოს მართვა, კაპიტალის ბაზრები, საინვესტიციო სამართლის პრინციპები, შერწყმა და შთანთქმა, კომპანიის ღირებულების შეფასება და ბიზნეს ეთიკა.


თაღლითი
ეს ფილმი 1999 წელსაა გადაღებული, მას ბანკის კლერკის ისტორია დაედო საფუძვლად, რომელმაც თავისი ფინანსური მაქინაციებით მარტომ გააკოტრა ინგლისის უდიდესი ბანკი, Barings Bank. ფილმში ნაჩვენებია თუ როგორ მართავს ფული ყველა ტიპის მანიაკალურ ქცევას. ეს ისტორია გაფრთხილებაა და იმ ადამიანებზე გვიამბობს, რომლებსაც სრულიად არასწორად მიაჩნიათ, რომ ძალაუფლებითა და ფულით შეუცვლელები გახდებიან.


თემები: წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები, კომპანიის ღირებულების შეფასება, ფინანსური ანგარიშგება, განვითარებადი ბაზრები და ბიზნეს ეთიკა.

თორმეტი განრისხებული მამაკაცი

ეს ფილმი ჩემი ფავორიტია. „თორმეტი განრისხებული მამაკაცი" შესანიშნავი დრამაა, მისი სიუჟეტი სასამართლოს დარბაზში ვითარდება. აქ სხვადასხვა შეხედულებებია გამოკვეთილი - როგორც ლიდერობაზე, ისე ჯგუფური ქცევის ფსიქოლოგიასა და ღირებულებების წინააღმდეგობრივ სისტემებზეც. ფილმის ნახვა აუცილებელია, მან უნდა გიბიძგოთ იმაზე იფიქროთ თუ როგორ იღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.


თემები: მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკა, დარწმუნების მეთოდები, კონფილქტების მოგვარება და კონსენსუსის მიღწევა.



საოფისე სივრცე
ოჰჰ . .. უჰჰ.... ახლა ერთიც უნდა გთხოვთ, აუცილებლად ნახეთ ეს ამერიკული კომედია, იგი იმ კორპორაციულ ატმოსფეროს უყურებს ირონიით, რომელიც 90-იანი წლების პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაში სუფევს. აქ უმთავრესად სამსახურეობრივ ურთიერთობებსა და საოფისე პოლიტიკაზეა გამახვილებული ყურადღება. ეს ფილმი ნამდვილად სასაცილოა და ლიდერობაზე, გუნდის ჩამოყალიბების ტექნიკასა და პროფესიულ ზრდაზე დაგაფიქრებთ.

თემები: კორპორაციული კულტურა, მენტორობა, პროფესიული ზრდა, ლიდერობა, ბალანსი პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის, პესონალის შენარჩუნება, გუნდის ჩამოყალიბების მეთოდები და ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვა.


ნათლია (ტრილოგია)
ტრილოგია „ნათლია", შესაძლოა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი იყოს ანტრეპრენერთათვის. ის ხაზს უსვამს, თუ რატომ აქვს დიდი მნიშვნელობა ურთიერთობებს და ქსელების შექმნას; რატომ არის თავისთავად კარგი ადამიანების დახმარება; და რომ ლაპარაკიც არ უნდა იმას, რომ კონკურენციაში კარგად უნდა ერკვეოდეთ. სამივე ფილმი უზომოდ საინტერესოა, სუნთქვისშემკვრელი და დამაფიქრებელი სცენებითაა სავსე, რომლებიც გვიბიძგეს უკეთ მოვემზადოთ ჩვენი შემდეგი ბიზნეს ამოცანის გადასაწყვეტად.


თემები: კონკურენტული სტრატეგიები, მნიშვნელოვანი კადრების შენარჩუნება, კორპორაციული შთანთქმა (მეგობრული და მტრული), ალიანსები, შერწყმები და შთანთქმები, კორპორაციული მემკვიდრეობითობა და გრძელვადიანი კორპორაციული დივერსიფიკაცია


ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები

თუ კარგი ფსიქოლოგიური ტრილერები გიყვართ გრანდიოზული და სრულიად მოულოდნელი დასასრულით, „ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები" აუცილებლად უნდა ნახოთ. ეს ფილმი პროფესიულ დამნაშავეთა ჯგუფის ისტორიას გვიამბობს, რომლებიც ერთ პოლიციაში აღმოჩნდებიან; და გაერთიანებასა და ერთი სარფიანი საქმის ერთად მოგვარებას გადაწყვეტენ. ფილმში ისეთი თემებია განხილული, როგორიცაა ლიდერობის კონსოლიდაცია, ძალაუფლება და გავლენა; ასევე, გრძელვადიანი ბიზნეს სტრატეგიები, რაც ასე მნიშვნელოვანია, როგორც შემდგარი, ისე ახალბედა ანტრეპრენერებისთვის.


თემები: ლიდერობის კონსოლიდაცია, ძალაუფლება და გავლენა, გრძელვადიანი ბიზნეს სტრატეგიები, კოლაბორაცია, რისკებისა და ჯილდოების კომპენსაცია, ანტრეპრენერული უნარები, ინოვაცია და შემოქმედებითობა; ბრენდირების, მარკეტინგის და ოპერაციების კონსოლოდაცია; ლოჯისტიკის დაგეგმარება და აღსრულება.



როგორ მიაღწიო წარმატებას რეკლამაში

შესაძლოა დიდად არც გსურდეთ რეკლამის საკითხებში რჩევების მიღება, მაგრამ ფილმი „როგორ მიაღწიო წარმატებას რეკლამაში", რაღაცას მაინც გასწავლით პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრაზე. მისი პირველი გამოსვლა კინოეკრანებზე სრული კრახით დასრულდა, მაგრამ წლების შემდეგ ფილმმა გადაღების ყველა ხარჯი დაფარა და საკუთარ თავსაც გაუკეთა რეკლამა, როგორც სარეკლამო ინდუსტრიის შესანიშნავმა სატირამ. ეს უდავოდ, დაგაფიქრებთ სხვაგვარად შეხედოთ ბიზნესს კომერციულ სამყაროში.


თემები: მარკეტინგის სტრატეგია, სარეკლამო ტექნოლოგიები, ბაზრის სეგმენტაცია და ბრენდინგი



ეშმაკი ატარებს პრადას
ფილმი „ეშმაკი ატარებს პრადას" ნამდვილად გიბიძგებთ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგათ და თქვენი საოცნებო სამუშაო ეძიოთ. ფილმი ასევე გასწავლით, როგორ უნდა მოიქცეთ უხერხულ ვითარებაში, როგორ უნდა გაიკვლიოთ გზა სხვადასხვა სამყაროში, რომლებიც სრულიად უცნობია თქვენთვის და რომ თავდაუზოგავი მუშაობა ბოლოს და ბოლოს აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს. ეს ფილმი მოდების ინდუსტრიის სამყაროშიც შეგახედებთ და ერთი-ორ კარგ რამესაც გასწავლით იმაზე, თუ როგორ უნდა წაიწიოთ წინ კორპორაციულ კიბეზე.


თემები: ბრენდინგი, გაყიდვების ტექნიკა, მედიისა და პროფესიული ზრდის მნიშვნელობა


აქ ეწევიან
„აქ ეწევიან" იდეალური ფილმია საზრიანი ანტრეპრენერებისთვის ან ნებისმიერისთვის, ვისაც რამდენიმე ტრიუკის სწავლა სურს, თუ როგორ გაყიდოს თითქმის ნებისმიერი პროდუქტი. ფილმში მოთხრობილია თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტის, ნიკ მეილორის ისტორია, რომელიც ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი ოსტატურად იყენებს არგუმენტებს სიგარეტის ინდუსტრიის დასაცავად. ამ ფილმის ნახვა მართლაც კარგი იქნება მათთვის, ვისაც კრიზისების მართვაზე, კორპორაციულ ურთიერთობებზე, საზოგადოებასთან ურთიერთობასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტაქტიკაზე სურს მეტის გაგება.


თემები: საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიები, კრიზისების მართვა, კორპორაციული ურთიერთობები და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარები.



გლენგარი გლენ როსი

ფილმის შემქნელებმა „გლენგარი გლენ როსი" გადაიღეს სცენარის მიხედვით, რომელსაც მთელი რიგი ჯილდოები აქვს მოპოვებულია. მოქმედება უძრავი ქონების ოთხ გამყიდველის გარშემო ვითარდება, რომლებსაც კორპორაციული ოფისი უცხადებს, რომ ერთი კვირის შემდეგ , ორი მაღალი თანამდებობის პირის გარდა, ყველას გაანთავისუფლებენ. ეს ფილმი საკმაოდ სახალისოდ და ნათლად უჩვენებს თუ რას ნიშნავს კონკურენცია და მანიპულაციები კომპანიებში. თუ საკუთარ ბიზნესს იწყებთ, ფრთხილად იყავით: ზოგჯერ გამარჯვებისკენ მიმავალი გზა იმაზე გაცილებით სქემატურია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.


თემები: გაყიდვების ტექნიკა, კლიენტებთან ურთიერთობების მართვა, მოლაპარაკებები და გარიგების დახურვა



ვენეციელი ვაჭარი
შექსპირის პიესის მიხედვით გადაღებული „ვენეციელი ვაჭარი" ალ პაჩინოს ერთ ერთი უდიდესი ფილმია. აქ მოთხრობილია ახალგაზრდა ბასანიოს, არისტოკრატული ოჯახის წევრის ისტორია, რომელიც ებრაელ მევახშეს, შეილოკს (ალ პაჩინო) ფინანსური დახმარებისთვის მიმართავს. ამ სასიამოვნო ფილმში მთელი რიგი გაკვეთილებია ბიზნეს პარტნიორობაზე, რისკების შეფასებასა და სავაჭრო სამართალზე, რომელსაც დღესაც აქვს მნიშვნელობა.


თემები: მოლაპარაკებები კონტრაქტების დადებისას, სავაჭრო სამართალი, რისკების შეფასება და სამეწარმეო სამართლის პრონციპები.



ერინ ბრონკოვიჩი
ეს იურიდიული დრამა ერინ ბრონკოვიჩის ნამდვილ ისტორიაზეა დამყარებული. ამ ქალბატონმა ყველაფრის მიუხედავად, ყველაზე დიდი სარჩელის მოგება შეძლო, რომელიც ოდესმე გადაუხდიათ სასამართლი პროცესების დროს. ფილმი ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების ზრდას ეძღვნება და ხაზგასმით აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი მოსაზრებების დაცვა დიდი დაბრკოლებების დროსაც კი. აქ ისეთ თემებზეა გამახვილებული ყურადღება, როგორიცაა სოციალური პასუხისმგებლობა, მდგრადი ბიზნეს მოდელი და წინასწარ შექმნილი მცდარი აზრი გენდერულ საკითხებზე.


თემები: სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადი ბიზნეს მოდელები.



დამფუძნებელი

„დამფუძნებელი" ნამდვილ ისტორიას მოგვითხრობს, თუ როგორ შეხვდა ბიზნესმენი რეი კროკი ძმებს მაკდონალდსებს და როგორ შეცვალა ამ შეხვედრა მთელი მისი ცხოვრება; და იმაზეც თუ როგორ ვიკვებებით ამერიკაში.


თემა: ბიზნესის დაწყება, შეუპოვრობა, ბიზნესის მასშტაბების გაზრდა.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"