You can be on Entrepreneur’s cover!

''საინი'' - ქართული ანბანის ახალი ისტორია ქართულ ბრენდში გადატანილი ანბანის ესთეტიკა!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ქართული დამწერლობა და ანბანი მსოფლიოში უძველესი და უნიკალურია. იუნესკომ იგი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანა, რითაც აღიარა, რომ ქართული ენის სამივე ანბანი − მრგლოვანი, ნუსხური და მხედრული არის მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობა და განუმეორებელია.

ქართულ ანბანში ყოველი ბგერა ცალკეული ნიშნით გამოისახება და საოცრად პლასტიკურია.

ქართული ანბანი და დამწერლობა არც თანამედროვე სამყაროში კარგავს აქტუალობას და ის ხელოვანთა შთაგონების წყაროა.

მხატვარ-დიზაინერებმა − ლევან ვათეიშვილმა და ნინო სლეპჩენკომ სპეციალური გეომეტრიული სისტემის გამოყენებით ახალი კუთხით წარმოადგინეს ქართული ანბანი. ბრუნვის ტექნოლოგიამ, რომელსაც ისინი იყენებენ, განსხვავებული ორნამენტის ფორმა მისცა ასოებს.

(*საინის ფაიფურის თეფშები: პატარა - "დ", საშუალო და დიდი - "მ")

საინის" მიერ შექმნილი ფაიფურის ჭურჭელი, სამკაული, სანათები, ინტერიერის დიზაინობიექტები, დეკორატიული სარკეები, კერამიკული ფილები, საიუველირო სამკაულები და სხვა მრავალი ნივთი სრულიად უნიკალურია თავისი დიზაინით, ფორმითა და შინაარსით.

(*მარმარილოს მბრუნავი ტაბლა "ა" და "მ" ასოების კოლაბორაცია. ფონზე "ა" ასო)

სწორედ 2015 წლიდან იწყება „საინის" ისტორიაც − ბერძენიშვილის ქუჩაზე, სახელოსნო-სალონში, სადაც პროფესიონალი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ხელოვანი წყვილი ქმნის ქართული ანბანის ინოვაციურ დიზაინს. თავდაპირველად, ასო-ბგერების ორნამენტები ფაიფურის ჭურჭელზე გამოსახეს. სახელწოდება „საინი" სწორედ აქედან გაჩნდა.

(* ბროში "ვ" ასოს ორნამენტით)

„საინის" შემქმნელებმა თითოეული ასო-ბგერისთვის რამდენიმე სახის ორნამენტი შეიმუშავეს და მათი ორნამენტაცია 2000 უნიკალურ ნიმუშს ითვლის. თითოეული მათგანი საავტოროა და მათი გამოყენება მხოლოდ ბრენდის პროდუქციაზეა შესაძლებელი. ავტორების დაკვირვებით, იგივე ტექნოლოგიის გამოყენება სხვა ენების ანბანებთან მიმართებაში არ იძლევა ამგვარ სრულყოფილ შედეგს.

„საინი" აღიარებულია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

(*სანათები - კედლის სარკის სანათი "დ" ასოს ორნამენტი და ჩრდილი ტოშერი (ნათება) "კ" ასოს ორნამენტი)

2018 წელს იგი Creative Business Cup Georgia-ს მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. თავის ქვეყანაში გამარჯვებული „საინი" საერთაშორისო პლატფორმაზე წარდგა უკვე საერთაშორისო მასშტაბით 53 ქვეყანაში გამარჯვებულ სტარტაპკომპანიებს შორის. კონკურსის გლობალური ფინალი კოპენჰაგენში ჩატარდა და მას „საინის" გუნდის წევრებიც ესწრებოდნენ.

ბრენდმა მონაწილეობა მიიღო მრავალ გამოფენაში, მათ შორის: THE CONTEMPORARY CRAFT AND DESIGN FAIR 2016, TBILISI ETHNO FEST 2018, DESIGN HOTELS GLOBAL TBILISI ARENA 2019 და Tbilisi Art Fair 2019 (TAF)-ის ფარგლებში გამართულ გამოფენა Design Georgia-ში, სადაც Saini Studio ინტერიერის დიზაინ-ობიექტებით წარდგა და ასოციაცია Design Georgia-ს წარმატებული წევრიც გახდა.

ლევან ვათეიშვილი და ნინო სლეპჩენკო ქართული ანბანის ორნამენტს ამჟამად უკვე სამკაულშიც იყენებენ. ქართული ანბანის ესთეტიკა მათ მოდასთან დააკავშირეს და შექმნეს თანამედროვე დახვეწილი სტილი. საიუველირო სამკაულები მზადდება ინდივიდუალური დაკვეთით, დამკვეთის მიერ სასურველი ასო-ბგერის ორნამენტის შერჩევით, რაც კონკრეტულ მოდელს მეტად სახელობითსა და ექსკლუზიურს ხდის.

ამჟამად „საინი" მომხმარებელს სთავაზობს როგორც მზა პროდუქციას, ასევე ექსკლუზიურ და უნიკალურ ნივთებს, რომლებიც ინდივიდუალური დაკვეთით მზადდება. მათ მიერ შექმნილი ნივთების ჩამონათვალი აერთიანებს ქალისა და მამაკაცის საიუველირო სამკაულს, მარმარილოს გიშრიან ტაბლას, სანათებს, კერამიკულ ფილებს, გრავირებულ ღვინის ჭიქებს და აგრეთვე ინტერიერის სხვადასხვა დანიშნულების ნივთებს. „საინის" ბრენდით შესაძლებელია როგორც კორპორაციული, ასევე სარესტორნო და სასტუმროს ჭურჭლის სპეციალური დაკვეთით დამზადებაც.

„საინის" პროდუქციის გაცნობა ბრენდის facebook და instagram- გვერდებზეც არის შესაძლებელი.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან