''კალეისი'' - ვერცხლის მრავალფეროვანი აქსესუარები

„კალეისის" სტილი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა ტიპის ადამიანის გემოვნებას ერგება"

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
Will be used in accordance with our Privacy Policy
''კალეისი'' - ვერცხლის მრავალფეროვანი აქსესუარები
ფოტო: ნინი უხურგუნაშვილი
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„კალეისი“ ვერცხლის აქსესუარების ქართული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის, 925 სინჯის ვერცხლის აქსესუარებს ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის ქმნის.

ბრენდი 2018 წელს გამოჩნდა ბაზარზე. მისი დამფუძნებლები ბავშვობის მეგობრები − თათა კაპანაძე და მარიამ ხუხუნაიშვილი არიან.

„კალეისის“ ისტორია 2018 წლის ივნისში დაიწყო. მე და მარიამი კლასელები ვიყავით და იმ დროიდან ვმეგობრობთ. ერთ საღამოს მარიამს გაუჩნდა იდეა, რომ ჩვენ ორს გაგვეერთიანებინა ძალები, შესაძლებლობები და გაგვეკეთებინა რაღაც ახალი − ის, რაც ორივესთვის ძალიან საინტერესო გამოწვევა იქნებოდა. ვინაიდან არცერთს ბიზნესის წარმოების გამოცდილება არ გვქონდა, მოგვიწია გავრკვეულიყავით როგორც ვერცხლის აქსესუარების დამზადების ტექნოლოგიაში, ასევე PR-ში, მარკეტინგში, სოციალური მედიის მართვასა და კიდევ მრავალ სხვა საკითხში“, − უყვება თათა კაპანაძე Entrepeneur-ს.

„კალეისის“ ბაზარზე გამოჩენას სამი თვე დასჭირდა. ამ დროში დამზადდა მინიმალისტური კოლექცია და გაიმართა ყველა ის ტექნიკური საკითხი, რომელიც ახალბედა ბიზნესს დასაწყებად სჭირდებოდა. თავიდანვე გადაწყვიტეს, რომ ბრენდი სტილით, შეფუთვით, ფასითა და ხარისხით გამორჩეული უნდა ყოფილიყო.

„კალეისის“ სტილი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა ტიპის ადამიანის გემოვნებას ერგება“, − ამბობენ „კალეისის“ დამფუძნებლები. აღსანიშნავია, რომ ვერცხლი სწორედ ის ლითონია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას და ჩვენს დროშიც საკმაოდ მოდურია. „კალეისის“ სამკაული თანამედროვე ადამიანის სტილს კარგად ერწყმის.

ბრენდისთვის დამახასიათებელია ორიგინალური შეფუთვაც. პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი არა მხოლოდ აქსესუარს, არამედ მასთან ერთად ლამაზ და პრაქტიკულ ბრენდირებულ ხის ყუთსაც იღებს, რომლის გამოყენება ზარდახშადაა შესაძლებელი. ხარისხთან ერთად, ბრენდი  ხელმისაწვდომი და ბიუჯეტური ფასითაც გამოირჩევა.

ბრენდის ახალბედობის მიუხედავად, „კალეისის“ სამკაული ვერცხლის მოყვარულებისთვის უკვე საკმაოდ პოპულარულ და მოთხოვნად აქსესუარად იქცა.

„ვემზადებით ახალი კოლექციისთვის და ჩვენს მომხმარებელს ბევრ სასიამოვნო სიახლეს ვპირდებით, თუმცა ვიდრე ახალი კოლექცია გამოჩნდება, საახალწლო ციებ-ცხელება უკვე დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანი, ვინც „კალეისს“ აირჩევს, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი დარჩება. ჩვენთვის მომხმარებელი და მისი ინტერესები პირველ ადგილზე დგას“, − გვპირდებიან ბრენდის დამფუძნებლები. საახალწლო სიახლეებთან ერთად კი შემდეგი წლის გამოწვევებისთვისაც ეზადებიან. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვებდეველოპერებთან, რათა „კალეისმა“ 2020 წელს საკუთარი ვებგვერდით მომხმარებლებს მოქნილი სერვისი შესთავაზოს. ვებგვრდზე მსურველს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს ბრენდის ძველ და ახალ კოლექციებს, შეარჩიოს სამკაულის ზომა, შეუკვეთოს და არჩეული აქსესუარი მისთვის სასურველ მისამართზე მიიღოს. ასევე, საიტზე განთავსებული იქნება ბლოგის გვერდიც, რომელიც ვიზიტორებს სიახლეებთან ერთად, მუდმივად განახლებულ, საინტერესო და თემატურ სტატიებს შესთავაზებს. 

ვებგვერდის ინტერნეტსივრცეში გამოჩენამდე კი „კალეისის“ ვერცხლის აქსესუარების გაცნობა და შეძენა ბრენდის FACEBOOK და INSTAGRAM-გვერდებზეა შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ სამკაულს დამზადებული კოლექციიდან შეუკვეთავთ, მას მეორე დღეს უფასო მიტანის სერვისით მიიღებთ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის სასურველი სამკაულის დამზადებას დრო დასჭირდება, სასურველი ნივთი თქვენს კოლექციას შეკვეთიდან მაქსიმუმ ხუთ სამუშაო დღეში შეემატება.

წინასაახლწლო Secret Santa-ს ბუმთან დაკავშირებით კი, „კალეისის“ გუნდმა გადაწყვიტა სანტებისთვის საჩუქარზე ფიქრის პროცესი შეემსუბუქებინა და სპეციალური სასაჩუქრე ვაუჩერები შექმნა. ასევე, იგეგმება საახალწლო გათამაშება, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა, ბრენდის გვერდის თითოეულ გამომწერს ექნება.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur

Entrepreneur Media, Inc. values your privacy. In order to understand how people use our site generally, and to create more valuable experiences for you, we may collect data about your use of this site (both directly and through our partners). By continuing to use this site, you are agreeing to the use of that data. For more information on our data policies, please visit our Privacy Policy.