You can be on Entrepreneur’s cover!

საუკუნის წინანდელი ჩეკინები ბათუმიდან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპრტამენტი

დღეს ციფრული ფოტოგრაფიით ვერავის გააკვირვებ. ფოტოებს ვიღებთ ყველგან და ყოველთვის. ფოტომ ფაქტობრივად დასამახსოვრებელი მომენტების სამეტყველო ენით აღწერის აუცილებლობა ჩაანაცვლა. თუ გვიხარია, გვაინტერესებს, გვინდა რომ ჩვენი განწყობა და ადგილმდებარეობა სხვებს გავუზიაროთ, ვიღებთ ფოტოს და რაღა თქმა უნდა - ვჩეკინდებით.

შესაძლოა გაგიკვირდეთ მაგრამ, ეს დღეს არ დაწყებულა. ფოტოზე სამახსოვრო წარწერები და მიწერილი ადგილმდებარეობაც ლამის ფოტოს დაბადებასთან ერთად გაჩნდა. ამიტომ შესაძლოა ტერმინი „ჩეკინი" ახალია, მაგრამ თემა - ძალიან ძველი.

რომის, პარიზის, პეტერბურგის, სტამბოლოს და ოდესის დარად „ჩეკინდებოდნენ" ბათუმშიც. დიახ, ეს ხდებოდა იმაზე ხშირად ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. მიზეზი არა მხოლოდ ბათუმის სილამაზე და მომხიბვლელობა იყო, აქ მოღვაწე ფოტოგრაფების სახელებსაც და მათ პროფესიონალიზმს ამ პროცესში საკმაოდ დიდი წვლილი შეჰქონდა.

ყველას გეცნობათ ალბათ ფრაზა „პრივეტ იზ ბატუმა". მისი სრული ვერსია ასე ჟღერდა „შლიუ პრივეტ იზ ბატუმა". ამ სახელწოდების მატარებელი, ბათუმელთათვის და ქალაქის სტუმრებისთვის დღეს ცნობილი კაფის ტერიტორიაზე იმ დროისთვის საკმაოდ კარგად აღჭურვილი, შუშის ჭერიანი პავილიონით თავმომწონე ფოტო სტუდია მუშაობდა. ამ სტუდიის სტუმრობა და აქ ფოტოს გადაღება დაახლოებით ისეთივე სავალდებულო რამ იყო როგორც ბათუმის ბულვარში გასეირნება. მართალია ამ სამახსოვრო ბარათებს არა მხოლოდ ბათუმში იღებდნენ, ანალოგიური წარწერებით იგზავნებოდა ბარათები ოდესიდან, მოსკოვიდან და სხვა ქალაქებიდანაც, რადგან ეს ფოტო ატელია ერთგვარი ქსელი იყო. თუმცა ჩვენ, რაღა თქმა უნდა, ბათუმი გვაინტერესებს.

სიმონ ერუ, ეგოროვი, ანტონოპულო, გლაუდანი - ეს ის ფოტოგრაფებია ვისი წყალობითაც დღეს იმდროინდელი ბათუმის ამსახველი ფოტოები შეიძლება ვიხილოთ. უმაღლესი ხარისხისა და მხატვრული ღირებულების ფოტოებზე ნათლად ჩანს ძველი ბათომის და ბათომელების ყოველდღიური ყოფა. მოკირწყლული ქუჩები, ეკლესიები, ძველი ბულვარის ხეივნები, ღია კაფეები და კოხტად გამოპრანჭული ქალაქელები. მოდის ტენდეციები, რომელიც ამ ფოტოების წყალობით თვალსაჩინო ხდება, ნათლად ადასტურებს უცხოელი სტუმრების მოგონებებში ამოკითხული გაოგნების მიზეზს - „ის, რაც მოდაში შემოდიოდა საფრანგეთში, რამდენიმე კვირაში ეცვათ თბილისშიც და ბათუმშიც" - ო. ამას თან ერთვოდა ინტერნაციონალური ეკლექტიკაც, რაც როგორც სამოსში, ასევე ქალაქური ცხოვრების არსშიც გამოიხატებოდა.

ფოტოგრაფებმა შემოგვინახეს ნურიგელის ტბის პირვანდელი ფოტოები. ეკლესიები, რომელთა ნანგრევებზე ახლა სხვა შენობებია, ქალაქის შუაგულში გამავალი რკინიგზა, პორტო ფრანკოდ ყოფნის მცირე, მაგრამ საკმაოდ ნაყოფიერი და შთამბეჭდავი პერიოდი. ბოლოს და ბოლოს ქალაქი, რომელიც დღემდე გვიყვარს და წლების მერეც გვაოცებს თავისი დახვეწილობით და სიკეკლუცით.

საამო იყო იმ დროინდელი ციცქნა, კოხტა ევროპული ბათუმის ქუჩებში სეირნობა. ამ სიამოვნებას კი, როგორც უკვე ვთქვი სამახსოვრო ფოტოთი აგვირგვინებდნენ, „ჩეკინდებოდნენ".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია