You can be on Entrepreneur’s cover!

TBC Bank-ის 2019 წელს განხორციელებული CSR-პროექტების ანგარიში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

წლის დასასრულს წინანდალში, Radisson Collection-ში „თიბისიმ" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების ანგარიში წარადგინა. მოხსენებისას „თიბისიმ" მედიის წარმომადგენლებს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები 4 ძირითადი მიმართულებით გააცნო:

  • ბიზნესის მხარდაჭერა
  • კულტურა
  • ახალი თაობა
  • გარემოს დაცვა

ბიზნესის მხარდაჭერა: „თიბისი" განსაკუთრებით გულშემატკივრობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას არა მხოლოდ ფინანსური, არამედ არამატერიალური კუთხით. მათ შეიმუშავეს სტარტაპერების პროგრამა, რათა ხელი შეეწყოთ დამწყები ბიზნესმენებისთვის. უკვე მეოთხე წელია ტარდება უფასო ტრენინგები, ფონდების მოძიების მხარდაჭერითა თუ ბიზნესდაჯილდოებებით, რომლებიც ადამიანთა მოტივაციის ზრდასა და ბიზნესის კეთებისთვის მზადყოფნას ემსახურება. „თიბისი ბანკი" იზიარებს ბუმერანგის ეფექტს და სჯერა, რომ რაც უფრო მეტი წარმატებული ბიზნესი იქნება, მით მეტად განვითარდება კომპანია.

კულტურა: უკვე დიდი ხანია, რაც „თიბისი ბანკი" კულტურის დარგის განვითარებაში მონაწილეობას იღებს. აღსანიშნავია ასევე ყოველწლიური პრემია „საბა", რომელიც 2003 წელს დაფუძნდა და ემსახურება წლის განმავლობაში ლიტერატურული პროცესების შეფასებასა და წლის საუკეთესო წიგნებისა თუ ავტორების გამოვლენას. „თიბისი" ყოველთვის გრძნობდა თავის სოციალურ კულტურას, ეძებდა რეალურად ნიჭიერ ადამიანებს, რათა მათ განვითარებაში დახმარებოდა. როგორც „თიბისი ბანკის" წარმომადგენლები აღნიშნავენ, მათთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს სპორტის ისეთი სახეობის მხარდაჭერა, როგორიცაა რაგბი. „თიბისის" მიაჩნია, რომ რაგბი ფასეულობათა სისტემა და თამაშზე მეტიცაა. „თიბისისა" და რაგბის მიზანი კი საერთოა − ახალგაზრდებში რაგბის მიმართ სიყვარული გააღვივონ. „თიბისი" არის ნამდვილი ქართული ბანკი, რომელსაც სურს, ყველაფერი, რასაც აკეთებს, მომავალი თაობისთვის კეთილდღეობის მომტანი იყოს.

ახალი თაობა: მედიასემინარის დროს „თიბისიმ" ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომლებიც ახალგაზრდებს ეძღვნებათ. დღესდღეობით 300-მდე ახალგაზრდა „თიბისისგან" სტიპენდიის გარდა იღებს სხვადასხვა სარგებელს თუ საჩუქრებს. მნიშვნელოვანია, რომ გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, ბანკი მოზარდებს განვითარების შესაძლებლობებს აძლევს: გამოფენებზე დასწრებით ისინი ეზიარებიან კულტურას, ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობის ფარგლებში კი ბავშვებს უტარდებათ სემინარები. აღსანიშნავია, რომ წელს ლადო აფხაზავამ მოზარდებს ფინანსურ განათლებაზე ლექცია ჩაუტარა და რადგან „თიბისის" სურს ტექნიკური დარგები წინ წამოსწიოს, წლის განმავლობაში ჩატარდა ორი მნიშვნელოვანი კონკურსი, რომელშიც სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. ბანკს სურს, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ ციფრულ სამყაროში მარტივად ადაპტირება, ამისათვის ისინი თავიდანვე უნდა შეეჩვიონ თანამედროვე პროდუქტებს, როგორიცაა მაგალითად, სასკოლო ბარათი.

მომავალ თაობაზე ზრუნვა „თიბისისთვის" ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი რთულია, ისინი პარტნიორ ორგანიზაციათა დახმარებით საქართველოს მასშტაბით განუწყვეტლივ ეძებენ განსაკუთრებულ ტალანტებს, რათა შემდგომ „თიბისისა" და მისი პარტნიორების რესურსები მაქსიმალურად გამოიყენონ ამ ბავშვების კეთილდღეობისთვის − დაეხმარონ მათ სურვილების ახდენასა თუ მომავლის სწორად დაგეგმვაში.

გარემოს დაცვა: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „თიბისიმ" წელს გარემოს დაცვის კუთხით რამდენიმე პროექტი განახორციელა. ბანკს მიაჩნია, რომ გარემოს დაცვა და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება აუცილებელია. შესაბამისად, „თიბისიმ" რამდენიმე გეგმა განახორციელა: რადგან ნარჩენების დახარისხება რესურსების ხარჯვის შემცირებას და გადამუშავებას უწყობს ხელს, სათაო ოფისებთან განთავსდა სპეციალური ურნები. ასევე კომპანიაში შეიზღუდა პლასტმასის გამოყენება და იგი ქაღალდის ნივთებით ჩანაცვლდა. უნივერსალური პრინტერით კი „თიბისიმ" ქაღალდის ხარჯვის 35%-იან დანაზოგს მიაღწია.

კომპანიამ ბორჯომში განვითარებული მოვლენების შემდეგ დაახლოებით 10 ჰექტარზე დარგო ხეები, ასევე რამდენიმე კვირის წინ გამწვანდა ვარკეთილის ტერიტორია, რათა ქალაქში უფრო მეტი ჯანსაღი სივრცე შექმნილიყო. „თიბისის მიაჩნია", რომ მთავარი მიზანი − აამაღლონ ცნობიერება, გადამდებია და მიიღწევა მაშინ, როცა მაგალითი თავად ხარ. ასევე აღსანიშნავია, რომ ბანკი არ აფინანსებს ისეთ ბიზნესებს, რომელიც გარემოს დაბინძურებას იწვევს.

„თიბისიმ" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების ანგარიშის წარდგენისას ასევე ისაუბრა ახალ ამოცანაზე, რომელიც გაციფრულებას უკავშირდება, რათა შემცირდეს დანაკარგები და მინიმუმამდე ჩამოვიდეს კლიენტთა მომსახურების დრო.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"