Coursera-ს გლობალური უნარების ინდექსი

Coursera-ს გლობალური უნარების ინდექსის პირველ გამოცემაში ეს ტენდენციები საფუძვლიანადაა შესწავლილი, 60 ქვეყანა და მოსახლეობის უნარებია შეფასებული ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და მონაცემთა მეცნიერების 10 დარგში.
Coursera-ს გლობალური უნარების ინდექსი
ფოტო: Coursera
4 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Coursera გლობალური უნარების ინდექსს (GSI) აქვეყნებს, რომელიც მთელ მსოფლიოში უნარების ფლობის ტენდენციებისა და შრომის ნაყოფიერების სერიოზული შემფასებელია.

უნარები ადამიანის შრომის ნაყოფიერებისა და ეკონომიკური წარმატების საფუძველია. ამჟამად უნარების სფეროც გარდამავალ ეტაპზეა, ტექნოლოგია ადამიანებზე სწრაფად ვითარდება და ამიტომ უნარები, რომლებიც ერთ დროს ჩვენს ეკონომიკას ასაზრდოებდა, საკმარისი აღარ იქნება. ქვეყნებს, კომპანიებსა და კერძო პირებს შორის უნარების სერიოზული ნაკლებობა აღინიშნება და ამავე დროს, სრულიად გაურკვეველიცაა, რომელი უნარებია მათთვის საჭირო ცვალებადი ეკონომიკის პირობებში წარმატების მისაღწევად.

კვალიფიკაციის ამაღლება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობისთვისაა აუცილებელი. თუმცა, ამ საკითხისადმი ერთიანი მიდგომა არ არსებობს. თითოეულ ქვეყანას უნიკალური ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გარემო აქვს, რომელიც პროფესიულ ლანდშაფტს აყალიბებს. ცალკეულ დარგებისთვის დამახასიათებელი პრობლემების გამო, ტალანტების მოზიდვის სტრატეგიაშიც ინდივიდუალური მიდგომა სჯობს. Coursera-ს გლობალური უნარების ინდექსის პირველ გამოცემაში ეს ტენდენციები საფუძვლიანადაა შესწავლილი, 60 ქვეყანა და მოსახლეობის უნარებია შეფასებული ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და მონაცემთა მეცნიერების 10 დარგში. დასკვნები მონაცემთა ინოვაციურ მეთოდოლოგიებს ეყრდნობა, რომელიც მანქანურ სწავლებას იყენებს უნარების იმ ინფორმაციასთან შესადარებლად, რომლის შესწავლაც ხდება. შემდეგ Coursera-ს მილიონობით მომხმარებლის შედეგების შეფასებით, უნარების ფლობის დონეს საზღვრავს.

ჩვენ სიამოვნებით ვუზიარებთ ამ ძვირფას უნარ-ჩვევებს ნებისმიერ მსურველს, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. მთელ მსოფლიოში სხვადასხვა მთავრობასთან, კომპანიასთან და პიროვნებასთან გავაგრძელებთ პარტნიორობას მომავლის მოთხოვნების შესაბამისად, რათა ცხოვრებაში მოხდეს მონაცემთა რეალიზება და უნარები სწავლის, ინოვაციების დანერგვისა და კონკურენციის შესაძლებლობად იქცეს.

კვლევაში ქვეყნები უნარების მიხედვით ოთხ ძირითად ჯგუფადაა დაყოფილი: ინოვაციური, კონკურენტუნარიანი, განვითარებადი და ჩამორჩენილი. სტატიაში წარმოდგიდგენთ ამ დიდი ნაშრომის ძირითად დასკვნებს, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

  • მსოფლიო მოსახლეობის ორ მესამედს აუცილებელი უნარები არ გააჩნია. მათ შორის 90 პროცენტი განვითარებადი ქვეყნებიდანაა. ქვეყნები, რომლებიც ჩამორჩენილი ან განვითარებადი ქვეყნების კატეგორიაში შედიან (ბოლო ორი მეოთხედი), მსოფლიო მოსახლეობის 66 პროცენტს შეადგენენ, რაც იმას მიუთითებს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია გლობალური სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლება. ბევრი ქვეყანა, რომელსაც განვითარებადი ეკონომიკა აქვს და ნაკლებ ინვესტიციას ახორციელებს განათლებაში, უნარების დიდ უკმარისობას განიცდის. მათი 90 პროცენტი ჩამორჩენილის ან განვითარებადის კატეგორიას იკავებს.
  • ევროპა გლობალური უნარების ლიდერია. ევროპული ქვეყნების 80 პროცენტი მოწინავეთა კატეგორიაშია ბიზნესში, ტექნოლოგიასა და მონაცემთა ანალიზის სფეროში. ფინეთი, შვეიცარია, ავსტრია, შვედეთი, გერმანია, ბელგია, ნორვეგია და ნიდერლანდები ინოვაციური უნარების მიხედვით სამივე სფეროში უდავო ლიდერებს წარმოადგენენ. კვალიფიკაციის ეს მაღალი დონე სავარაუდოდ, იმის შედეგია, რომ ევროპა განათლების სფეროში ბევრ მნიშვნელოვან ინსტიტუციურ და საჯარო ინვესტიციებს ახორციელებს, სამუშაო ძალების განვითარებაზე ზრუნავს.
  • აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, შუა აღმოსავლეთი, აფრიკა და ლათინური ამერიკა − აუცილებელი უნარების ფლობის მიხედვით, ამ ქვეყნებში მოსახლეობა სრულიად არათანაბრადაა განაწილებული. თითოეული რეგიონი დიდი ეკონომიკური და კულტურული მრავალფეროვნებით ხასიათდება. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა, ასევე ლათინური ამერიკა, უნარების ფლობით ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი გლობალური ბიზნესრეიტინგის მიხედვით სრულიად საპირისპირო დონეზეა ახალ ზელანდიასა (N6) და ავსტრალიასთან (N9) შედარებით, რომლებიც ყველაზე მაღალ დონეს უახლოვდებიან. პაკისტანი (N57) და ბანგლადეში (N59) კი თითქმის ბოლო ადგილებზე არიან. ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში სამივე დომენში ლიდერი ისრაელია, მონაცემთა მეცნიერებაში კი, პირველ ადგილს იკავებს. ნიგერია აღნიშნულ დომენებში თითქმის უკანასკნელ ადგილებზეა და სულ ბოლოზე − მონაცემთა მეცნიერებაში. ლათინურ ამერიკაში, ტექნოლოგიებში პირველი არგენტინაა, იმ დროს, როდესაც მექსიკასა (N43) და კოლუმბიას (N 49) უნარებში შედარებით დაბალი კვალიფიკაცია აქვთ.
  • შეერთებულმა შტატებმა რეგიონული განსხვავების გათვალისწინებით უნდა გამოავლინოს ინიციატივა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ბიზნესის სფეროში ინოვაციებითაა ცნობილი, მას გლობალურ რეიტინგში დაახლოებით შუა პოზიცია უჭირავს და ამ სამ სფეროთაგან არცერთში არ არის მოწინავე. აშშ-ში უნარების ფლობა და კვალიფიკაციები მოსახლეობაში არათანაბრადაა განაწილებული. დასავლეთი ტექნოლოგიების სფეროში და მონაცემთა ანალიზში სხვა რეგიონებს უსწრებს, ხოლო შუა დასავლეთი − ბიზნესში ბრწყინავს.

გარდა ამისა, ჩვენ ტრენდულ უნარებს და პროფესიულ კვალიფიკაციას 10 მთავარ დარგობრივ ვერტიკალში გლობალურადაც ვაფასებდით:

  • ტექნოლოგიებსა და მონაცემთა მეცნიერების სფეროებზე მოთხოვნა იზრდება, იმ დროს, როდესაც ბიზნესუნარებზე მცირდება. მსურველთა რეგისტრაციის ციფრები ნათლად მიანიშნებს, თუ როგორ იზრდება ცალკეული პიროვნებებისა და კომპანიების მხრიდან მოთხოვნა ტექნოლოგიებსა და მონაცემთა მეცნიერების უნარებზე. ტექნოლოგიური უნარების შემსწავლელთა რაოდენობა 13 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ბიზნესზე რეგისტრაცია 11 პროცენტით შემცირდა.
  • ტექნოლოგიის ინდუსტრიის პროფესიონალებს შორის სერიოზული ბიზნესუნარების ნაკლებობა შეიმჩნევა. ჩვენ ათი ინდუსტრია გავაანალიზეთ და აღმოჩნდა, რომ ტექნოლოგია ბიზნესში მე-5 ადგილს იკავებს.
  • ჩვენს ციფრულ ეპოქაში წარმოების სფეროში უნარების გაუმჯობესება შეიმჩნევა. წარმოებას პირველი ადგილი უჭირავს როგორც ბიზნესში, ისე ტექნოლოგიებში და სრულიად აშკარად უკეთებს დემონსტრირებას, რომ ცვლილებებთან შესაგუებლად ბრძოლის დიდი უნარი აქვს.
  • ტელეკომუნიკაციების სფეროს ლიდერული პოზიციები უჭირავს. ეს ერთადერთი ინდუსტრიაა, რომელიც ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და მონაცემთა მეცნიერებასთან ერთად, მუდმივად ლიდერთა სამეულში ხვდება (N3 თითოეულში).
  • გასაოცარია ფაქტი, რომ ფინანსების სფეროში საშუალოზე დაბალი მაჩვენებლებია უნარ-ჩვევებში. ეს სფეროც ციფრულად გარდაქმნას ცდილობს და მიუხედავად ამისა, ფინანსებს ბოლოდან მეორე ადგილი უჭირავთ ბიზნესში (N9) და მონაცემთა მეცნიერებაში (#9), და სადღაც შუაშია არიან ტექნოლოგიებში (N5).

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur

Entrepreneur Media, Inc. values your privacy. In order to understand how people use our site generally, and to create more valuable experiences for you, we may collect data about your use of this site (both directly and through our partners). By continuing to use this site, you are agreeing to the use of that data. For more information on our data policies, please visit our Privacy Policy.