''Fast and Furious 9''-ის ოფიციალურ ტრეილერში თბილისის კადრები გამოჩნდა

ფილმის პრემიერა 22 მაისს არის დაგეგმილი
''Fast and Furious 9''-ის ოფიციალურ ტრეილერში თბილისის კადრები გამოჩნდა
ფოტო: Universal Pictures
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„Fast and Furious 9“ (ფორსაჟი 9) პოპულარული ბლოგბასტერის მეცხრე ფილმი იქნება, რომლის ოფიციალური ტრეილერი რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ფილმში სცენების ნაწილი გადაღებულია თბილისსა და რუსთავში, კერძოდ რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში ბაზრობის ტერიტორიაზე. 

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAL PICTURES“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის „Fast and Furious 9“ (ფორსაჟი 9) საქართველოს ეპიზოდების გადაღება 19 აგვისტოს დაიწყო და პროცესი 20 სექტემბერს დასრულდა. გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგებოდა, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალი გახლდათ. საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით იყო განსაზღვრული.

„ჩვენ მოვახერხეთ და ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენლები ჩამოვიყვანეთ საქართველოში, მათ მოქნილი სისტემა, სწრაფი გადაწყვეტილებები და კომფორტული „cash back“ პროგრამა შევთავაზეთ. ჩვენი მზაობა, დავხმარებოდით და სწრაფად გაგვევლო პროცესები, გადამწყვეტი იყო ამ პროექტის საქართველოში განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამ ფილმის („ფორსაჟი 9“) მოზიდვას ადგილობრივი საპროდიუსერო კომპანიის („ენკენი ფილმს FF9“) ძალიან  დიდი ჩართულობა სჭირდებოდა, რამაც თანაბარი როლი ითამაშა იმისთვის, რომ ამ პროექტის გადაღებები საქართველოში განხორციელებულიყო.“ - აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

”როდესაც დავინახე ქალაქის ისტორიული არქიტექტურისა და თანამედროვე სტრუქტურების უნიკალური ნაზავი ამ შესანიშნავი ფერების და ტექსტურების ფონზე, ვიცოდი, რომ ჩვენი ადგილი ვიპოვნეთ. თბილისი ქმნის იმ მშვენიერი ფონს, რომელიც Fast & Furious - ის მეცხრე ნაწილს ესაჭიროება.“ - განაცხადა ფილმის რეჟისორმა ჯასტინ ლინმა.

ფილმის პრემიერა 22 მაისს არის დაგეგმილი.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur

Entrepreneur Media, Inc. values your privacy. In order to understand how people use our site generally, and to create more valuable experiences for you, we may collect data about your use of this site (both directly and through our partners). By continuing to use this site, you are agreeing to the use of that data. For more information on our data policies, please visit our Privacy Policy.