''შერეკილები'' - დიდი იდეების კონკურსი

რეგისტრაცია დაიწყო!
''შერეკილები'' - დიდი იდეების კონკურსი
ფოტო: Entrepreneur Georgia
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ზოგჯერ, ქართველებს მეოცნებე ერს გვიწოდებენ. პრინციპში, თავის დროზე რომ არ ეოცნებათ რაღაც მიუწვდომელზე და გრანდიოზულზე, არ იარსებებდა ყველა ის გამოგონება, რაც ახლა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ერთ დროს, ზოგიერთ გამოგონებაზე ფიქრიც კი სიგიჟედ მიიჩნეოდა.

ეს კონკურსი უნიკალური შესაძლებლობაა გაგვიზიაროთ გაბედული და “დამანგრეველი ინოვაციის“ პოტენციალის მქონე კვლევები და ბიზნეს-იდეები.

გიწვევთ თუ:

  • ხართ მკვლევარი და აწარმოებთ კვლევას, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სამყარო!
  • ხართ მეწარმე და გაქვთ იდეა, რომელსაც შეუძლია, გადაჭრას სერიოზული პრობლემა და ამით შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ!

ფინალი და ჟიურის წევრები:

კონკურსს ეყოლება 3 გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ პრიზებს. თუმცა, ძირითადი ღირებულება კონკურსანტებისთვის იქნება იმ ჟიურის წინაშე წარდგომა, რომლებიც სილიკონის ველიდან (აშშ) ესტუმრებიან ჩვენს ღონისძიებას. ესენი იქნებიან:

  • Bill Reichert: ვენჩურული ფონდი Garage Ventures-ის თანადამფუძნებელი, რომელიც Guy Kawaski-სთან ერთად დააფუძნა. ის ასევე Pegasus Tech Ventures პარტნიორია.
  • Ron Weisman: ანგელოზ ინვესტორთა ვენჩურული ფონდი Band of Angels-ის თავმჯდომარე. ის თავის დროზე Steve Jobs-თან ერთად მუშაობდა NEXT-ში.
  • Luke Kowalski: Oracle-ის ერთერთი აღმასრულებელი, რომელიც უშუალოს Larry Elison-ისთან მუშაობს.
  • Marvin Liao: ტოპ აქსელერატორის, 500 Startups-ის პატნიორი და მმართველი დირექტორი.
  • Jonathan Tower: ვენჩურული ფონდი Catapult VC-ის დამფუძებელი.

რეგისტრაცია:

თუ დაინტერესდი, დარეგისტრირდი

ამ ეტაპზე, გვესაჭიროება მხოლოდ იდეის აღწერა და არგუმენტი, თუ რატომ არის თქვენი იდეა ასეთი მნიშველოვანი. საინვესტიციო პრეზენტაციის (pitch deck) გამოგზავნა არ არის საჭირო.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 10 თებერვალი.
(კონკურსის ფინალი გაიმართება 2020 წლის 26 თებერვალს). 

არცერთი იდეა არ იქნება ამ კონკურსისთვის „მეტისმეტად გიჟური“! არ ვაპირებთ,  ყურადღება გავამახვილოთ ფინანსებზე და ბიზნეს მოდელზე. ფინალში მოსახვედრად დაგჭირდებათ მხოლოდ იმის ჩვენება, თუ როგორ აპირებთ კონკურენციის მოგებას და რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა.

იყავი „შერეკილი“ და დაუმტკიცე Peter Thiel-ს რომ ის ცდება (“ჩვენ გვინდოდა მფრინავი მანქანები და მივიღეთ შევსებული აპლიკაციის 140 სიტყვა”).

ღონისძიების ორგანიზატორები და დონორები:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • Startup Grind Tbilisi
  • აშშ-ს საელჩო საქართველოში
  • საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA)

ადევნე თვალი კონკურსის სიახლეებს

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Entrepreneur Store scours the web for the newest software, gadgets & web services. Explore our giveaways, bundles, "Pay What You Want" deals & more.

Latest on Entrepreneur

Entrepreneur Media, Inc. values your privacy. In order to understand how people use our site generally, and to create more valuable experiences for you, we may collect data about your use of this site (both directly and through our partners). By continuing to use this site, you are agreeing to the use of that data. For more information on our data policies, please visit our Privacy Policy.