📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

5 გზა, თუ როგორ შეუძლია ბავშვურ ცნობისმოყვარეობას ანტრეპრენერული აზროვნების განვითარება ცნობისმოყვარეობა ფართოდ არის აღიარებული და კულტივირებული, კარგი ლიდერობის, ჯანსაღი კორპორაციული ატმოსფეროს, წარმატებული გუნდის შექმნისა და გონებრივი სიჯანსაღის აუცილებელ ნაწილად.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Startupguys

ცნობისმოყვარეობა ფართოდ არის აღიარებული და კულტივირებული, კარგი ლიდერობის, ჯანსაღი კორპორაციული ატმოსფეროს, წარმატებული გუნდის შექმნისა და გონებრივი სიჯანსაღის აუცილებელ ნაწილად. რადგან ბავშვები ამ სფეროში გზის გამკვლევები არიან, შორს წასვლა არ დაგვჭირდება, არც წინა თაობასთან, რომელიც ჩვენზე ადრე გაიზარდა, არც კიდევ უფრო ადრე, ჩვენი ბავშვობის მოგონებები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ცნობისმოყვარეობის გრძნობა გავიღვივოთ და ის ძალა გამოვიყენით, რომელიც შესაძლოა მან მოგვიტანოს.

1. ყოველთვის შეიტანეთ ეჭვი იმაში, რაც ერთი შეხედვით თითქოს აშკარაა

ბავშვებს ცნობისმოყვარეობის გრძნობა დაბადების პირველი დღიდანვე დაჰყვებათ თან და როგორც კი, ერთ ორ სიტყვას ისწავლიან, როგორც წესი, ძალიან მალე, თითქმის ყველაფერზე ერთ შეკითხვას სვამენ, - „რატომ?". ამის დახმარებით ქმნიან ისინი სამყაროს აღსაქმელად აუცილებელი თავიანთი ინსტრუმენტების მთელი ნაკრებს. ბავშვთა სფეროს ექსპერტები, მშობლებს ხშირად ცოდნის შეძენის ამ დაუოკებელი სურვილის გაღვივებას ურჩევენ, ამ შეკითხვის შეტრიალებასა და ბავშვისთვის შემხვედრის დასმას, - „შენ რატომ ფიქრობ, რომ ეს ასეა?" შესაძლოა, სწორედ ეს იყოს ნებისმიერი შეკითხვის განხილვის გაცილებით საინტერესო საშუალება, რომელიც ამავე დროს, ბავშვის აზროვნების პროცესსაც აღრმავებს.

სამწუხაროდ, მკაცრმა აღზრდამ, უარყოფითი გამოცდილებამ და სოციალურმა ნორმებმა, შესაძლოა, ცნობისმოყვარეობის ბუნებრივი გრძნობა ჩააგვიხშოს, რომლითაც ვიბადებით. ამიტომ, როდესაც ზრდასრული ასაკს მივაღწევთ, ხშირად უკვე საკმაოდ ძლიერი, შეძენილი თვითცენზურა გვაქვს დაწესებული საკუთარი თავისთვის, როდესაც შეკითხვების დასმას ეხება საუბარი. სავარაუდოდ იმიტომ, რომ შესაძლოა, ეს აღიარებული ავტორიტეტების გამოწვევად მიაჩნდეს საზოგადოებას.

არსებობს ერთი ძალიან მარტივი, ეფექტური და საინტერესო გზა, რომლითაც ჩვენი პოტენციალის გამოყენება შეგვიძლია, ანტრეპრენერული პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენი ცნობისმოყვარების დახმარებით, - ეს არის სისტემის გამოყენება, რომელსაც ჰქვია, - „ხუთი რატომ". მის შესახებ წერს ჩარლზ დიუჰიგი, New York Times -ის ჟურნალისტი და მწერალი, თავის წიგნში, „უფრო ჭკვიანურად, უფრო სწრაფად, უფრო უკეთესად".

დიუჰიგის შთაგონების წყარო, მენეჯმენტის ფილოსოფია აღმოჩნდა, რომელიც Toyota-ს საავტომობილო ქარხნებში გამოიყენება, და მისი გათვალისწინებით წამოაყენა ჰიპოტეზა - ერთი შეკითხვის იმდენჯერ დასმით შეიძლება ნებისმიერი ვითარების თავდაპირველი მიზეზის დადგენა, რამდენჯერაც პატარები სვამენ. და ეს შეკითხვაა, -„რატომ?" ეს გაიძულებთ, გაცილებით ღრმად დაფიქრდეთ არჩევანზე, რომელსაც აკეთებთ, და მოცემული ვითარების მთავარი მიზეზების გადახედვაშიც გეხმარებათ, იგი სხვადასხვა გარემოებების დროს გამოიყენება, ეს პროცედურა დიუჰიგს იმის აღმოჩენაში დაეხმარა, რომ უარყოფითი ატმოსფერო, რომელიც მის ოჯახში ყოველ საღამოს სუფევდა, ფაქტობრივად, დილის ჩვევებით იყო განაპირობებული.

2. ყოველთვის შეეცადეთ ისწავლოთ ის, რაც არ იცით

ჩვენ უნდა შევეჩვიოთ და უხერხულად არ უნდა ვიგრძნოთ თავი, თუნდაც საზოგადოებაში და თუნდაც საკუთარ თავთან, იმის აღიარებისას, რომ რაღაც არ ვიცით. ამიტომ, ნებისმიერი ვითარება შემოქმედებითად, ახალი კუთხითა და პერსპექტივებით თავიდან უნდა გავიაზროთ. ბავშვებისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს საკუთარი უვიცობის სრულიად ღიად და მოურიდებლად დემონსტრირება, კომფორტის ზონიდან გამოსვლა, და პოტენციურად სახიფათო ახალი და უცნობი ზონის აღმოჩენა. მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, სწავლის პროცესი უსასრულოა, რაღაც ახლის შესწავლა ნებისმიერ ასაკში შეიძლება.

როგორ უნდა გავავარჯიშოთ ჩვენი თანდაყოლილი შინაგანი პოტენციალი ისე, რომ სრულიად თამამად გამოვიკვლიოთ ჩვენი შესაძლებლობები და ამავე დროს, ჩვენს უკვე ზრდასრულ ეგოს არ მივაყენოთ ვნება? შესაძლოა, ჩვენი ფარული (ან სულაც გამოვლენილი და გაცნობიერებული) ცნობისმოყვარეობის გაღვივება და ამ უნარის რეალიზება, სხვადასხვა მასშტაბით მოხდეს ნებისმიერი ვითარებისა და გემოვნების შესაბამისად იმ მოქმედებებით, რომლებიც შესაძლებლობების გაფართოვებაზეა მიმართული.

ეს შეიძლება იყოს, რომელიმე ონლაინ-კურსზე ჩაწერა, რაც ყოველთვის გვაინტერესებდა, მაგრამ გამბედაობა არ გყოფნიდათ ამისთვის ხელის მოსაკიდებლად. ისეთი პლატფორმები, როგორიცაა, მაგალითად, EDx მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების უფასო კურსების ფართო სპექტრს გთავაზობთ. მე მაგალითად, ისე მოხდა, რომ საკმაოდ მოწიფულ ასაკში, 45 წლისამ დავიწყე ჩემი პირადი მოგზაურობა ინტერნეტით განათლების მიღების სამყაროში, რამაც იტალიიდან სამხრეთ კორეაში წამიყვანა, და შემდეგ ბოსტონში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტში!

გარდა ამისა, არსებობს აგრეთვე, ფართო სპექტრის პატარ პატარა ყოველდღიური მოქმედებები, რომლებსაც ჩვენს აღქმაში დამკვიდრებული სავარაუდო შეზღუდვების საზღვრების გაფართოება შეუძლია. თუ ჩვენს ყოველდღიურ რუტინას მიზანმიმართულად შევცვლით, და სხვადასხვა ვარიანტებს გადავათამაშებთ, შესაძლოა, თავდაპირველად თავი უხერხულადაც კი ვიგრძნოთ. მაგალითად, როდესაც ნებისმიერ გამვლელს გავუღიმებთ, რომელიც იმ დღეს გზად შეგვხვდება, ან ნახევარ საათს გავატარებთ ადამიანთან, რომელიც დიდად არ გვეპიტნავება. ამ შემთხვევაში გავაცნობიერებთ, თუ რამდენად დიდი შესაძლებლობები შეიძლება გამოგვიჩნდეს ამ ტიპის პრაქტიკით.

3. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მოკრძალებული იყავით

ჩვენ შეგვიძლია შთაგონების მიღება და უნდა შევძლოთ კიდეც იმით, თუ როგორ აშენებენ ბავშვები და ანგრევენ ყველაფერს იმისთვის, რომ შემდეგ თავიდან ააშენონ. ეს საინტერესო რამაა და მაგალითი უნდა იყოს თქვენთვის, რომელიც პიტერ სკილმანმა თავისი გამოსვლისას გაგვიზიარა TED კონფერენციაზე 20016 წელს Marshmallow Challenge-ის შესახებ. ეს სავარჯიშო ადამიანებში თანამშრომლობას, ინოვაციებსა და შემოქმედებით აზროვნებას ავითარებს, იგი იწყება იმით, რომ გუნდმა ყველაზე მაღალი კონსტრუქცია უნდა ააგოს სპაგეტის 20 ჩხირით, ერთი ხვეულა მწებავი ლენტით, ერთი ხვეულა თოკითა და ერთი ზეფირით. და თან, ეს ყველაფერი 18 წუთში უნდა მოასწროს.

სკილმანმა შენიშნა, რომ საუკეთესო გუნდებს საბავშვო ბაღის გუნდები ქმნიან. ეს იმის გამო ხდება, რომ ისინი არც თეორიებს იგონებენ და არც ძალაუფლების მოპოვებაზე ხარჯავენ დროს, უბრალოდ პროტოტიპს აშენებენ.

4. ყოველთვის გაბედულად გამოთქვით პროვოკაციული მოსაზრებები

ჩემი ცხოვრების 15 წელი დედის როლში გავატარე, სხვა არაფერი მიკეთებია, ხუთი შვილი აღვზარდე და სულ მათ ვადევნებდი თვალ-ყურს, საკუთარი გამოცდილებით ვიცოდი, თუ როგორ შეუძლიათ ბავშვებს საერთოდ თავდაყირა დააყენონ ნებისმიერი მოსაზრება და ამით თავიდან მოიფიქრონ შესაძლებლობები. ჩემი ერთი-ერთი საყვარელი მაგალითია, თუ როგორ თამაშობენ ბავშვები სათამაშო მოედანზე, როდესაც მათ ხელს არავინ უშლით, როგორ ცდილობენ ისინი თავიანთი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების კვლევას, „გორაკზე არასწორად ასვლისას" მას შემდეგ, როდესაც იქიდან ჩამოსრიალებას ისწავლიან.

ამ მოვლენას, ჩემდა გასახარად, ერთი ტენდენცია აქვს, მათ ზრდასრულ ზედამხედველებში დიდ შეშფოთებას იწვევს. სამწუხაროდ, ისინი არ ითვალისწინებენ, რამდენად გრანდიოზული სარგებლობა მოაქვს ასეთ ქმედებებს. ბავშვები - ჩვენი მასწავლებლები არიან, რადგან გვიჩვენებენ, როგორ უწყობს ხელს ჩვენი პოტენციალის გამოვლენას ჩვენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი, ანტრეპრენერობაში.

5. ყოველთვის წინ იარეთ და წინ იყურეთ

წარმოიდგინეთ, რა სტადიაზე იქნებოდა კაცობრიობა დღეს, ბავშვები პირველ, მეორე ან მესამე მცდელობაზე რომ ნებდებოდნენ, ყოველთვის, როდესაც სიარულის სწავლისას რაიმეს შეეჯახებიან. ადამიანთა მოდგმა ოთხზე ივლიდა. ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები სწრაფად ახერხებენ წარუმატებლობების დაძლევას, დროსა და ენერგიას არ ხარჯავენ თვითგვემაზე.

ჩვენც ანტრეპრენერებმაც, სწორედ ასე უნდა გავაკეთოთ, და ეს უნდა იყოს ჩვენი შთაგონების წყარო. Honda-ს დამფუძნებელი სოიტირო ჰონდა შემდეგი სიტყვებით არის ცნობილი, „წარმატება - ეს 99 პროცენტი წარუმატებლობებია". ჩვენ ფეხზე უნდა წამოვდგეთ, მცდელობები გავიმეოროთ, მოდელი შევცვალოთ და დავარეგულიროთ. პროგნოზირებაზე უარის თქმა და ბედის უკუღმართობებთან შეგუება - აი, ეს არის საიდუმლოებები, რომელსაც ფილოსოფოსი ნასიმ ნიკოლას ტალები „ანტი-მტვრევადობას" ეძახის, ეს არის სარგებლის გამონახვა წარუმატებლობებისგან, დანაკარგებისგან, შეცდომებისგან, და გაკაჟება და გაძლიერება ქაოსთან შეჯახებისას.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წარუმატებლობა, სხვა არაფერია თუ არა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამშენებლო ბლოკი უფრო მეტი გამძლეობისა და საბოლოოდ, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი