Startup Grind Tbilisi-მა საერთაშორისო ვენჩურულ ინვესტორებს უმასპინძლა

Bill Reichert, Jonathan Tower, Marvin Liao ქართული სტარტაპ აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ!

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

26 თებერვალს Startup Grind Tbilisi-ის ორგანიზებით, სამუშაო სივრცე  "ტერმინალში" საერთაშორისო  ვენჩურულ ინვესტორებთან შეხვედრა გაიმართა.

Startup Grind

Bill Reichert, Jonathan Tower, Marvin Liao წარმოადგენენ საერთაშორისო ვენჩურულ ინვესტორებს, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საკუთარ გამოცდილება და მისცეს რჩევები ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად. ღონისძიება გაიმართა პანელური დისკუსიის რეჟიმში და აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა პასუხები მიეღო მათთვის სასურველ კითხვებზე. 

ღონისძიების მიზანი გახლდათ საქართველოში ინვესტირების პოპულარიზაცია,  სტარტაპერების წახალისება და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა. ღონისძიებას ტექნოლოგიური და ბიზნეს სფეროს 150-მდე წარმომადგენელი დაესწრო. 

სტარტაპ საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობის მიზნით, ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო სტარტაპერებს, ექსპერტებს და ინვესტორებს შორის კავშირების დამყარებას. ე.წ. ნეთვორქინგის დროს, მათ საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე, გაეცნოთ საინტერესო ადამიანები და მიეღოთ ახალი ინფორმაცია სტარტაპ სფეროში მიმდინარე მოვლენებზე.

ბილ რაიჰართი - სილიკონ ველი, Garage Technology Ventures- ის თანადამფუძნებელი და მმართველი დირექტორი, ჩერჩილის კლუბისა და VC Taskforce-ის მცირე გრანტთა მრგვალი მაგიდის თავმჯდომარე, Garage.com-ისა და ნიუ-იორკში საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრი. 

მარვინ ლიაო - ინვესტორი, ადრეული ეტაპის ვენჩურული კაპიტალისტი. იყო ვენჩურული კაპიტალის ფონდის ,,500 სტარტაპის“ მმართველი პარტნიორი, სან ფრანცისკოში ხელმძღვანელობდა აქსელერატორის პროგრამას და ახორციელებდა ინვესტიციებს ადრეული ეტაპის სტარტაპებში. 10 წლის განმავლობაში მუშაობდა კომპანიაში Yahoo.

ჯონათან თაუერი - გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმის Catapult-ის გენერალური პარტნიორი, რომელიც დაფუძნებულია Silicon Valley-ში. ჯონათანმა 220 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა 20-ზე მეტ კომპანიაში, საწარმო, სასაზღვრო ტექნოლოგიებისა და მომხმარებლის მიმართულებით.