You can be on Entrepreneur’s cover!

განა მართლა ასე მნიშვნელოვანია, კონკრეტულ ნიშაზე ყურადღების გამახვილება? სპეციალიზება თუ არა - საკითხავი აი, ეს არის (ამ შეკითხვის პასუხია, სპეციალიზება)

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

როგორც ვხედავ, ბიზნესში ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა, სპეციალიზებაზე უარის თქმაა. ამასთან თვითონ მიხდებოდა წლების განმავლობაში ბრძოლა, ვფიქრობდი, რომ სპეციალიზაცია პოტენციური კლიენტების რაოდენობას შეზღუდავდა, რომლებთანაც მუშაობა შემეძლოა, ამიტომ ვაქციე ჩემი მარკეტინგის სააგენტო მრავალპროფილიანად, რას არ ვთავაზობდი სხვადასხვა კომპანიებს, რომლებიც კარზე მიკაკუნებდნენ. თუ დღევანდელ დღეს გადმოვინაცვლებთ, ნათლად დავინახავთ, თუ რა შესაძლებლობები აქვს სპეციალიზაციას როგორც ჩემს, ისე ჩემი ათობით კლიენტის ბიზნესში.

რატომ უნდა იყოს ჩემი კომპანია ნიშა-სპეციფიკური?

ნებისმიერ საქმეს პრაქტიკა აქცევს სრულყოფილად, და ეს ასეა, ბიზნეს სამყაროშიც, როგორც ცხოვრების სხვა სფეროებში. თუ გარკვეული ნიშა გიკავიათ იმ სფეროში, რასაც თქვენი ბიზნესი აკეთებს, იმას ნიშნავს, რომ განუწყვეტლივ ერთსა და იმავეს იმეორებით, და კიდევ და კიდევ გადიხართ პრაქტიკას. ეს გაძლევთ საშუალებას, თქვენს ერთ კონკრეტულ ვერტიკალშიც გახდეთ ექსპერტი, და ხშირად, ამ საქმის ექპერტადაც გაქცევთ ამ კონკრეტულ ნიშაში.

სპეციფიკური ნიშა სულაც არ ნიშნავს ბიზნესზე უარის თქმას

როგორ გითხრათ, თან კი და თან - არა. პირველი და უმთავრესია ის, რომ გარკვეულ ნიშაში შეგიძლიათ სპეციალიზება, და ამავე დროს, სხვა ნიშების კლიენტებთან მუშაობაც. სპეციალიზაცია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ამ ერთი ნიშის ფარგლებში უნდა იმუშაოთ. თქვენ შეგიძლიათ ეს ბიზნესი პარტნიორს გადასცეთ, რომელიც სხვა ნიშებშია სპეციალიზებული. თუმცა, როდესაც სპეციალიზებას დაიწყებთ, თქვენს მარკეტინგულსა და გაყიდვების ოპერაციებს თქვენი ნიშისკენ მიმართავთ, რაც ლიდების შემცირებას გამოიწვევს თქვენი სპეციალიზაციის არეალის გარეთ და მათ მკვეთრად გაზრდის თქვენს ახალ ვერტიკალში.

როგორ უნდა ვიპოვო ჩემი ნიშა?

თქვენი ნიშის მოძებნას კვლევითა და მარკეტინგით შეძლებთ გარკვეულ ვერტიკალში, მაგალითად, თუ მარკეტინგული სააგენტო გაქვთ, ისეთი ვერტიკალი უნდა შეარჩიოთ, რომელიც გაინტერესებთ და რომელშიც დიდი კონკურენცია არ არის, თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ჩემი გამოცდილების მიხედვით, უფრო ხშირად, თვითონ ნიშა მოგძებნით თქვენ.

მაგალითად, ჩემი ოჯახის წევრების უმრავლესობა სამართლებრივ სივრცეში მუშაობს, მამა - იურისტია, დაც - იურისტი, დედა - სასამართლო ჟურნალისტი და ჩემს მეგობართაგან ბევრი, და მათი მეგობრებიც იურიდიულ სივრცეში არიან. ამან ბუნებრივად განაპირობა ის, რომ ამ ვერტიკალში უკეთ ვერკვევი, და დროთა განმავლობაში, სულ უფრო მეტი და მეტი კლიენტი მყავს ამ სფეროში. ეს ვერტიკალი პირდაპირ ხელებში ჩამივარდა, და როგორც კი მასზე, როგორც მიზანზე, გავამახვილე ყურადღება, ჩვენი სააგენტო სწრაფად გაიზარდა, რომ ათობით იურიდიული კლიენტის მომსახურება შეძლებოდა.

როგორ დამეხმარება სპეციფიკური ნიშა შემოსავლის მიღებაში?

ანტრეპრენერთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მათი ბიზნესის მასშტაბის გაზრდაა. მასშტაბის გაზრდის ერთ-ერთი მარტივი საშუალება, კვლავ სპეციფიკური ნიშა და გამუდმებით ერთი და იგივე ამოცანების და პროცესების გამეორებაა. ამ პროცესებისა და პროცედურების სრულყოფის შემდეგ, თანამშრომელთა მომზადება და ყველაფრის სხვა მასშტაბებში გადატანა გაცილებით მარტივი იქნება იმ ბიზნესთან შედარებით, რომელიც ვერტიკალურად არ არის სპეციალიზებული.

უდავოა, შესაძლოა ბიზნესი, ნიშური სპეციალიზაციის გარეშეც გახდეს წარმატებული, მაგრამ ჩემი აზრით, კონკრეტული ნიშა თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის, გაცილებით მასშტაბურს გახდის თქვენს ბიზნესს, თქვენ კი ამ დარგის ექსპერტად გაქცევთ, და შესაძლოა, რაც ყველაზე მთავარია, თქვენი შემოსავალიც გაზარდოს.