You can be on Entrepreneur’s cover!

როგორ ავიცილოთ თავიდან ანტრეპრენერული რუტინა სხვადასხვა ტრიუკები, რომლებსაც მოტივაციისთვის იყენებთ, ერთ დღეს აღარ გაამართლებს. ამ შემთხვევაში აი, ასე უნდა სცადოთ წინსვლა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ჩემი კლიენტებისთვის ადრეც შემიმჩნევია, რომ ისინი იზრდებოდნენ და ვითარდებოდნენ, თავიანთ თავდაპირველ მიზანზე კი, იშვიათად ფიქრობდნენ. ხშირად, როდესაც ამ ეტაპს მიაღწევდნენ, საკუთარ თავს ეკითხებოდნენ: „შემდეგ რა იქნება?"

მეც სწორედ ამასთან მიწევს გამკლავება: როდესაც ჩემი კვების მოწესრიგება გადავწყვიტე, ბევრი ცხიმიც დავკარგე და წონაშიც დავიკელი. მართალია, სწრაფად გავხდი, მაგრამ როდესაც ჩემს ბუნებრივ წონას დავუბრუნდი, თითქოს ვერ შევძელი ასე სწრაფად ბევრი ცვლილების დანახვა. და გავჩერდი.

ეს რომ წარსულში მომხდარიყო, დამარცხებულად და თავგზააბნეულად ვიგრძნობდი თავს. უარს ვიტყოდი ახალ ჩვევებზე, რომელთა შეძენაზეც თვითონ ვიზრუნე. ასე ბიზნესშიც ხშირად ხდება და ანტრეპრენერობაშიც, მიზნებს ისახავთ, აღწევთ მათ, და შემდეგ კი გარკვეულ მომენტში, ყველაფერი ჩერდება. ცვლილებებს ვერ ხედავთ და ისეთი შეგრძნება გიჩნდებათ, თითქოს ერთ ადგილას იყინებით ან ვერ გაგირკვევიათ, შემდეგ რა უნდა გააკეთოთ.

ანტრეპრენერები, როგორც წესი, ერთი პრინციპით ცხოვრობენ - „ზრდა ან დაცემა", ჩვენ აქტივობის ან პროგრესის პერიოდის შემდეგ, უძრაობა გვაშინებს. სტატიაში გაეცნობით, რატომ ხდება ეს და რის გაკეთება შეგვიძლია.

თქვენი ახლანდელი სტრატეგიები მოძველებულია

დაახლოებით 9 კილოგრამი დავიკელი და შემდეგ ამ წონაზე გავიყინე, ვერ ვიგებდი რატომ აღარ ვიკლებდი. რატომ აღარ იყო ეფექტური ის, რასაც ადრე ვაკეთებდი?

ჩემს შემთხვევაში, სტრატეგიები, რომლებსაც ვიყენებდი და სულ რამდენიმე კვირის წინ ახლები იყო, ახლა უკვე მოძველდა. მხოლოდ კვებით მიზნის მიღწევა აღარ შეიძლებოდა. საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომ აღარ მოქმედებდა, უბრალოდ ჩემი ჯანმრთელობისა და ფიზიკური ფორმის მომდევნო დონეზე გადასასვლელად აღარ გამოდგებოდა, თქვენს შემთხვევაშიც შეიძლება ასე მოხდეს, აღარ იყოს ეფექტური, რასაც იყენებდით და რამაც წარმატება მოგიტანათ. მოძველდეს, ყავლი გაუვიდეს ან კიდევ, იმ ადგილს არ შეესაბამებოდეს, სადაც დღეს ხართ.

თქვენი ძველი ვერსია ერთ ადგილზე გაიყინა და ამ გადაწყვეტილებას მოითხოვდა, ახლა, თქვენი ახალი ვერსიაა ახალ ადგილზე გაყინული და რაღაც ახალი გამოსავალის მოძებნას მოითხოვს.

თქვენი მოვალეობები შემცირდა

სრულიად აბსურდულია იდეა, რომ მთელი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში შეგიძლიათ იმის კეთება, რაც აქამდე ამართლებდა და არაფრის შეცვლა არ არის საჭირო. მაგრამ, როდესაც იმ შედეგებს ვერ ხედავთ, რასაც ადრე ხედავდით, ეჭვი უნდა გაგიჩნდეთ, ღირს კი, ამდენ ძალისხმევად. ზოგჯერ, იფიქრებთ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საკუთარ თავს კიდევ მეტი უნდა უბიძგოთ. „უფრო ძლიერად სცადე", - იტყვით თქვენ. ან კიდევ, ამის საპირისპირო, სიზარმაცეა - „ოო, ერთ დღეს გამოვტოვებ". ამ შემთხვევაში თქვენი ახალი მოვალეობა არ უნდა დაივიწყოთ - ეს არ უნდა გააკეთოთ.

ალბათ, ვერც კი აცნობიერებთ, რომ ცვლილებები აუცილებელია. როდესაც ერთ ადგილას ვარ გაჩერებული, ვერც კი ვიგებ, რა შეცდომა დავუშვი, სად ვერ მოვახერხე ადაპტირება. საბედნიეროდ, მეყო გონიერება და ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად სპეციალისტს მივმართე. პირადმა მწვრთნელმა მირჩია, სპეციალური ძალოვანი ვარჯიშები მეცადა და სწორედ ამ მომენტში, ახალი გზაც გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კვება და დიეტა საფუძვლიანად შევცვალე, არ ვიცოდი, რომ ვარჯიშის რეჟიმის შეცვლა, კიდევ უფრო დიდ გავლენას მოახდენდა ჩემს შედეგებზე.

გაცილებით ღრმა პრობლემაა ის, რომ მიღწეული შედეგების გამო თვითკმაყოფილი გავხდი და სურვილი დამეკარგა რაღაც სხვაც მეცადა, უკეთესის მისაღებად.

თქვენს აზროვნებას მეტი მუშაობა სჭირდება

ბოლოს და ბოლოს, ჩემმა სხეულმა შესანიშნავი ფორმა მიიღო და საკუთარ თავშიც დარწმუნებული ვიყავი, უკვე აღარ ვგრძნობდი სტრესსა და სასოწარკვეთილებას, როგორც ამ გზის დასაწყისში. ახლა ჯანსაღი ცხოვრების წესი მქონდა, შინაგანი განგაშის გრძნობა, რომ რაღაც სასწრაფოდ უნდა გამეკეთებინა, თუ რაიმეს მე თვითონ არ მოვიფიქრებდი, გამიქრა.

ამ გადაუდებლობის გრძნობამ მომცა საშუალება, ჯანმრთელობის გაუმჯობესების ახალი საშუალებები მეძებნა. მართალია, ეს ჩემთვის საგანგებო მდგომარეობა იყო, მაგრამ ამაზე ასე ვფიქრობდი: თუ გავჩერდები, ჩემი ჯანმრთელობა გაუარესდება, და შეიძლება მოვკვდე კიდეც და ჩემი ოჯახი მეუღლისა და მამის გარეშე დავტოვო.

თუ თქვენ და თქვენი ბიზნესი თვიდან თვემდე ცხოვრობთ, ეს მდგომარეობა ნამდვილად ნაცნობი იქნება თქვენთვის. როდესაც საბანკო ანგარიში ნულს უახლოვდება, როგორც მე მიყვარს თქმა, გამომგონებლურ რეჟიმში გადადიხართ. ბიუჯეტის შეკვეცის საშუალებებსაც პოულობთ და ანგარიშების გადასახდელად საკმაო თანხების გამომუშავებისაც. როდესაც უკანასკნელი დოლარი გრჩებათ, თქვენს ანგარიშზე სრულიად მოულოდნელად, დეპოზიტი მოდის და აი, მაშინ გრძნობთ დიდ შვებას.

მაგრამ ამ შვებასთან ერთად, ისიც უნდა ითქვას, რომ სტიმული ნაკლებია, კიდევ რაღაც გააკეთოთ, მეტი ფული დაზოგოთ და მეტი გამოიმუშაოთ. ასე რომ, საბოლოოდ ამ ციკლში გაიჭედებით - ნახევარი თვის განმავლობაში კომფორტულად იგრძნობთ თავს, და შემდეგ მეორე ნახევარში კი, გამომგონებლურ რეჟიმზე გადახვალთ.

ამ ერთი შეხედვით უსასრულო ციკლს თქვენი აზროვნება ქმნის, და ზრდასა და განვითარებაში გიშლით ხელს.

ასე რომ, რა უნდა შეიცვალოს?

სამი რამ: პირველი, თქვენი აზროვნება. როდესაც ყოველ კვარტალში საკუთარ თავს ახალ ამოცანებს ვუსახავ, იმაზე ვფიქრობ, რა მაიძულებს მუდამ აქტიური ვიყო, არაფრის გადადება არ მინდოდეს, რა გაზრდის ჩემს უფლებამოსილებებს. ყველა საქმის დასრულებას იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ საკუთარ თავს 90 დღეს მისცემთ - ამ დროში ყველაფერი თავისთავად მოგვარდება.

მეორე - სტრატეგიის შერჩევა, რომელიც იქ მოხვედრაში დაგეხმარებათ. თუ სტრატეგია გაქვთ, რომელიც წარსულში ამართლებდა, რომელი ახალი სტრატეგიის განხორციელებას შეძლებთ? მე, მხარდაჭერაზეც ვიფიქრებდი, ვინ შეუძლია დაგეხმაროთ?

უკანასკნელი ნაწილი, ყველაზე მნიშვნელოვანია და მიზნების ერთგულების კიდევ ერთი დადასტურებაა. თქვენი მიზნების მიმართვა იმაზე, რის მიღწევაც გსურთ, ენერგიას მოგცემთ, ვალდებულებები კი, თავდაჯერებულს გაგხდით.

როდესაც ვხედავ, როგორი დიდი მიღწევები აქვთ ჩემს კლიენტებს, განსაკუთრებით, პროფესიული თვალსაზრისით, ვიცი, რომ შემდეგ ეტაპზე ერთი ტენდენცია იჩენს თავს - არანაირი კმაყოფილება მიღწეულით და სრულიად გაუცნობიერებული შემდეგი ნაბიჯი. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თუ რასაც აქამდე აკეთებდნენ, გააგრძელებენ, ეს მოგზაურობის საშუალებას მისცემთ, და იმედი მაქვს, სადღაც შემდეგ ნაბიჯს გადაეყრებიან.

მაგრამ ასე არ ხდება. ფაქტობრივად, ყველაფერი საპირისპიროა, თქვენ შრომის ნაყოფიერებას ამცირებთ, და შესაბამისად, ეს შედეგებსა და წარმატებებზე აისახება. მომგებიან პოზიციაში მხოლოდ ყველაფრის გაცნობიერებით, და საკუთარი თავის უწინდებურად გამოწვევით აღმოჩნდებით, რომ რაღაც აუცილებლად გაქვთ გასაკეთებელი, და ახალი სტრატეგიების შექმნასაც შეძლებთ, გაცილებით ღრმა აზროვნებასაც და ისეთ ერთგულებასაც გამოიჩენთ საქმის მიმართ, როგორიც ადრე არასოდეს გამოგიჩენიათ.