You can be on Entrepreneur’s cover!

7 ფილმი Netflix-ზე, რომელიც ყველა ანტრეპრენერმა უნდა ნახოს ეს ფილმები გასართობიცაა და ჭკუის სასწავლებელიც

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ExtremeTech

ისე როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, ანტრეპრენერებსაც სჭირდებათ დროდადრო ყველაფრისგან დასვენება. და თუ ასეა, განა რა იქნება ღამით Netflix-ის ყურებაზე უკეთესი? თუ სათანადო ფილმებს უყურებთ, შესაძლოა მთელი საღამოების სავარძელში, ტელევიზორის წინ გატარებაც კი შთაგონების წყარო გახდეს თქვენთვის.

ცოტაოდენი დრო მოანდომეთ ძალების აღდგენას და ამ შვიდი საინტერესო ფილმის ყურებისას Netflix-ზე ენერგიით დაიმუხტეთ.

1. Fyre:უდიდესი წვეულება, რომელიც არასოდეს გამართულა (Fyre:The Greatest Party That Never Happened­)

Netflix-ის დოკუმენტური ფილმი ერთ სკანდალურად ცნობილ ისტორიაზეა გადაღებული, მუსიკალური ფესტივალის ჩატარების სამარცხვინო, წარუმატებელ მცდელობაზე ბაჰამის კუნძულებზე 2017 წელს. აქ მთელი ყურადღება მოვლენების კატასტროფულ განვითარებაზეა გამახვილებულია, სამ დღიანი გასაოცარი ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო, და იგი რაღაც ჯოჯოხეთად, საშინელებად იქცა ადამიანებისთვის, რომლებმაც ათასები გადაიხადეს მასზე დასასწრებად. Fyre Fest-ს 5000 ბილეთის გაყიდვაში ეფექტური ვიდეო რგოლები დაეხმარა ინფლუენსერების მონაწილეობით. როგორც ფილმშია ნაჩვენები, არანაირი გეგმა არ არსებობდა იმის განსახორციელებლად, რასაც ვიდეო რგოლები უწევდნენ რეკლამას.

ფილმში მნიშვნელოვანი გაკვეთილებია ანტრეპრენერთათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ინფლუენსერ მარკეტინგის გამოყენებითაა დაინტერესებული, როგორც კომპანიის სწრაფი ზრდა-განვითარების საშუალებით. თქვენი ბრენდის რეკლამირებისთვის, პოპულარული ადამიანების და ინფლუენსერების დაქირავება შეგიძლიათ, მაგრამ ეს ვერ გახდის წარმატებულს თქვენს კომპანიას. უნდა დარწმუნდეთ, რომ ისეთი მიზნები გაქვთ დასახული, რომელთა მიღწევასაც ადვილად შეძლებთ, და რაც ყველაზე მთავარია, კლიენტებს სრულიად დამაკმაყოფილებელ მომსახურებას სთავაზობთ.

2. ბედნიერების ძიებაში (The Pursuit of Happyness)

როგორც კრის გარდნერის სულისშემძვრელ მემუარებშია ნათქვამი („ძონძებიდან სიმდიდრემდე"), ფილმი „ბედნიერების ძიებაში" გამარჯვებისთვის ბრძოლაა, ყველა შანსის მიუხედავად, და ამ დროს, საკუთარი შინაგანი კომპასის ერთგულად დარჩენა. ეს ისტორია დეტალურად ასახავს გარდნერის თითქმის ერთწლიან ბრძოლას უსახლკარობასთან, როდესაც თავის უმცროს ბიჭუნაზეც მზრუნველობდა და უფასოდ გადიოდა სტაჟირებას, რომ ბირჟის მაკლერი გამხდარიყო. დრო და დრო მიწისქვეშა გადასასვლელების საბაზანოში უხდებოდა ძილი, და ამ დროს, ყველანაირად ცდილობდა სამედიცინო სკანერების გაყიდვას, რომლებიც ძვლის ქსოვილის სიმკვრივეს საზღვრავს. ამ ფილმის გამოსვლიდან უკვე რამდენიმე ათწლეული გავიდა და ეს თემა დღესაც უწინდებურად აქტუალურია.

რა უნდა ვისწავლოთ ამ ფილმით? ჩვენ ყველას გვაქვს სასოწარკვეთილების წუთები (თუმცა, უმეტესობას გაგვიმართლა, რომ გარდნერივით მართლაც უკიდურესი გაჭირვების გადატანა არ მოგვიხდა). მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, რაც არ უნდა ცუდი მიმართულებით განვითარდნენ მოვლენებმა, წინსვლა უნდა გააგრძელოთ და თქვენი ოცნების უნდა გჯეროდეთ.

3. ყოველთვის თქვი, დიახ (Yes Man)

ამ ფილმის მთავარი აზრი მარტივია: ცხოვრებაში ყველაფერზე ყოველთვის თქვით, „დიახ". ეს იმიტომ, რომ ცხოვრება მთელი თავისი ქაოსით, საფრთხეებითა და სიხარულით, მთლიანად უნდა მიიღოთ. ფილმში, კარლ ალენია ადამიანი, რომელიც უმთავრესად იმით ცხოვრობს, რომ ყველაფერზე, -არას ამბობს, მას უარყოფითი აზროვნება აქვს ჩამოყალიბებული. იგი თვითდახმარების კონფერენციას ესწრება, რომელიც დაფუძნებულია კონცეფციაზე, - თქვით, დიახ, ნებისმიერ შეკითხვაზე, რომელიც გზად დახვდებათ.

შემდეგ კარლი თითეულ შესაძლებლობაზე, დიახ-ს ამბობს, და შემდეგი მოვლენები ამის მიხედვით ვითარდება, რაც ბუნებრივია, აბსურდულია და ძალიან სახალისო. ბოლოს და ბოლოს კარლი ხვდება, რომ ძალიან ღრმად შეტოპა ამ თავისი „დიახ" სავარჯიშოებით, მაგრამ ის უკეთესობისკენ შეიცვალა.

ამ ისტორიის მორალი: გამოიყენეთ თითეული წამი, დატკბით ცხოვრებით და თქვით ყველაფერზე, - დიახ, როდესაც შესაძლებელია. ეს ფილმი მხიარულია, მასში ბევრი სასაცილო მომენტია და დიდი შთამაგონებელი იდეა აქვს. ეს იმის შეხსენებაა, რომ როდესაც გზად შესაძლებლობა გამოგიჩნდებათ, სიტყვების „დიახ" და „არა-ს" თქმას შორის წონასწორობა უნდა მოძებნოთ,

4. ყველაფრის თეორია (ინგლ.T he Theory of Everything)

აწ გარდაცვლილი სტივენ ჰოკინგი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე და გავლენიანი მეცნიერი იყო. მაგრამ ის მხოლოდ სანიმუშო მეცნიერი კი არა, ასეთივე განსაკუთრებული ადამიანი იყო. ჰოკინგი მებრძოლი იყო, მომაკვდინებელი დაავადების, ამიოტროპული ლატერალური სკლეროზის (ანუ ლუ გერიგის დაავადება) დამარცხებაც კი შეძლო, და სრულფასოვან და წარმატებულ ცხოვრებას აგრძელებდა. როდესაც 1964 წელს დიაგნოზი დაუსვეს, ვარაუდობდნენ, რომ სულ 2-3 წელს თუ იცოცხლებდა, მაგრამ დაავადება იმაზე ნელა პროგრესირებდა, ვიდრე მოელოდნენ.

ჰოკინგმა ცხოვრების დიდი ნაწილი ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულმა გაატარა და როდესაც მდგომარეობა გაურთულდა, ხმის სინთეზატორით სარგებლობდა და წარბების მოძრაობით ცდილობდა კომუნიკაციას.

საკვანძო დასკვნები: არასოდეს შეწყვიტოთ შეკითხვების დასმა. ჰოკინგი უკან არ იხევდა, არაფერს აქცევდა ყურადღებას და არც თავის ცხოვრებაში რაღაც დიდის შექმნის მიზანზე ამბობდა უარს. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ცხოვრებას ჩვენთვის დიდებული რამეების მოცემა შეუძლია, თუ საკმარისად მამაცები ვართ და ოცნება შეგვიძლია, გვწამს და თავდაუზოგავად ვშრომობთ. ეს ფილმი არ უნდა გამოტოვოთ, თუ დიდი ისტორიები გიყვართ შეუპოვრობასა და ამტანობაზე.

5. სტივ ჯობსი (Steve Jobs)

ამ ბიოგრაფიული ფილმის დასაწყისიდანვე აშკარად ჩანს, რომ სტივ ჯობსი არ აპირებდა კარგად გაკვალული გზით წარმატების მიღწევას. ფილმი სამი ნაწილისგან შედგება და თითეული მათგანი დროის იმ მონაკვეთს ეძღვნება, რომელიც მნიშვნელოვანი პროდუქტის გაშვებას უძღოდა წინ.

ეს სცენები ჯობსის პროფესიულ განვითარებაზე იძლევა წარმოდგენას, და ასევე, მის უმეტესად დაძაბულ პირად ცხოვრებაზეც. ჯობსი ბრწყინვალე ადამიანი იყო და ისეთები იზიდავდნენ, რომლებიც მის აკვიატებულ აზრებს იზიარებდნენ. მაგრამ, როგორც ფილმშია ნაჩვენები, მას ყოველთვის არ გამოსდიოდა კარგად სხვებთან ურთიერთობები.

ზოგიერთი მნიშვნელოვანი იდეა, რომელსაც ფილმი გვთავაზობს: რაშიც სტივ ჯობსს სათანადო უნარები არ ჰქონდა, თავისი იდეებით უკეთებდა კომპენსირებას. მან არც პროგრამირება იცოდა, არც მარკეტოლოგია და არც ინჟინერია, მაგრამ მის გარეშე Apple საერთოდ არ იარსებებდა. ის არ ზრუნავდა იმაზე, რომ ვინმეს ყვარებოდა, და საკუთარ თავს არც მოძველებულ პარადიგმებში ჩართვის უფლებას აძლევდა. მას ყველასთვის ხელმისაწვდომი კომპიუტერის შექმნის იდეა ჰქონდა და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებდა.

6. ბიჭი, რომელმაც ქარი მოათვინიერა (The Boy Who Harnessed the Wind)

ეს Netflix-ის ორიგინალი ფილმია, ერთი ბიჭის ნამდვილი ისტორიაა, რომელმაც მშობლიური ქალაქი შიმშილისგან იხსნა, მან ქარის წისქვილი ააშენა, რომ წყალი და ელექტროენერგია ჰქონოდათ.

უილიამ კამკვამბა მოზარდი იყო, მალავიში ცხოვრობდა და აიძულეს სკოლისთვის თავი დაენებებინა, იმიტომ, რომ მის ოჯახს სწავლის საფასურის გადახდა არ შეეძლო. როდესაც მის სოფელს გვალვა, ტყის ჩეხვა, წყალდიდობა და შიმშილი დაატყდა თავს, მან გამოსავლის ძიება დაიწყო, წიგნები ითხოვა თავისი ყოფილი სკოლის ბიბლიოთეკიდან და მათი დახმარებით გაიგო ქარის წისქვილების შესახებ. ეს ფილმი გასაოცარი ინოვაციების ისტორიაა.

რის სწავლა შეუძლია ანტრეპრენერს ამ ფილმიდან? ყველა გამოგონების დედა - აუცილებლობაა, ხოლო ცოდნა - ძალაა. გარდა ამისა, ყოველ ახალ წამოწყებას მისთვის დამახასიათებელი რისკი ახლავს თან, მაგრამ ყოველი რისკი, ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მთავარი ისაა, თქვენს ეჭვებს არ უნდა მისცეთ უფლება, უკან დაგახევინოთ. რაღაც ახალს, წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი, ისწავლით და ახალ გეგმებს დასახავთ, რომლისკენ სვლაც აუცილებელია.

7. დასაწყისი (I nception)

ეს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ერთ-ერთი საინტერესო ფსიქოლოგიური დრამაა, რომელიც გაიძულებთ დაფიქრდეთ, თუ რა გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე ქვეცნობიერი და იმაზეც, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში რეალობა. ფილმში, დომ კობი ქურდია, მას ადამიანების სიზმრებში შეღწევის და მათი ქვეცნობიერიდან საიდუმლოებების მოპარვის უნარი აქვს, ეს კორპორაციული შპიონაჟის სამყაროში ძვირად ღირებული საქონელია.

მას თავისი კრიმინალური ისტორიის წაშლის შანსს სთავაზობენ, თუ სხვა ადამიანის იდეის იმპლანტაციას მოახდენს თავისი სამიზნის ქვეცნობიერში. კობიმ კარგად იცის, რომ ქვეცნობიერი ჩანერგვის მცდელობებს არ მიიღებს, განსაკუთრებით, თუ ეს იდეა ავთენტური არ არის. ფილმი იკვლევს „ოცნებების გაცვლის" იდეას, სხვა ადამიანებთან გაცილებით ღრმა დონეზე კავშირების დამყარებისა და სხვების მოსაზრებების გამოყენების შესაძლებლობებს.

პროფესიონალი მარკეტოლოგის თვალსაზრისით, ამ ფილმში რამდენიმე მნიშვნელოვანი იდეაა წარმოდგენილი. პირველ რიგში, ყოველი სტარტაპი, რომელიც ინვესტორებისგან ფულის მოზიდვას ცდილობს, პრინციპში ოცნების გაყიდვას ცდილობს და იმედი აქვს, რომ ინვესტორები ამ ოცნებას ისე შეხედავენ, როგორც საკუთარს. წარმატებული მარკეტინგი ასევე კარგად გააზრებულ, ავთენტურ იდეაზეა დამყარებული, რომელიც სამიზნე აუდიტორიას ეხმიანება. თუ სწორად მიუდგებით, ამ ტიპის მარკეტინგი ფაქიზ გავლენას მოახდენს აუდიტორიაზე, და ამიტომ, ისეთი ბუნებრივი იქნება, თითქოს მათი საკუთარი იდეა იყოს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია