5 რჩევა თიბისისგან, როგორ შევამციროთ ნაღდი ფულის გამოყენება

5 რჩევა თიბისისგან, როგორ შევამციროთ ნაღდი ფულის გამოყენება
ფოტო: TBC
1 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო შესაძლოა ნაღდი ფული იყოს, ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, უმჯობესია მის გამოყენებას მოვერიდოთ.

დღესდღეობით ნაღდი ფულის  მრავალი ალტერნატივა არსებობს. თიბისი 5 მათგანის შესახებ უზიარებს მომხმარებელს ინფორმაციას:

  • დისტანციური არხები ნებისმიერი ტრანზაქციისთვის

თიბისის მობაილ ან ინტერნეტბანკით შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად სასურველი ტრანზაქციის შესრულება: მობილურის ბალანსის შევსება, კომუნალურების გადახდა, თანხის გადარიცხვა.

  • Apple Wallet

მომხმარებლებს, რომლებსაც  Apple-ის სმარტფონი აქვთ, შეუძლიათ ელექტრონულ საფულეში დაამატონ თიბისის ნებისმიერი ბარათი და გადაიხადონ ყველგან, სადაც ტერმინალებია განთავსებული.

  • TBC Wallet

მომხმარებლებს, რომლებსაც ანდროიდის სმარტფონი აქვთ, შეუძლიათ თიბისის ელექტრონული საფულის გამოყენება.

  • QR კოდით გადახდა

ნებისმიერ ობიექტში, სადაც QR კოდია განთავსებული, შესაძლებელია  QR კოდის მობაილბანკიდან დასკანერება  და ნაღდი ფულის გარეშე გადახდა.

  • ბარათით, სტიკერით ან სამაჯურით გადახდა

ნაღდი ფულის მაგივრად შესაძლებელია საბანკო ბარათის გამოყენება,  რომელზეც არ არსებობს შეზღუდვა მინიმალურ თანხაზე. ასევე, შესაძლებელია სტიკერის მიმაგრება  სასურველ ნივთზე,  მაგალითად, მობილურ ტელეფონზე. საკმარისია სტიკერის ტერმინალთან  მიახლოება და გადახდის დაფიქსირება.  

თიბისი სამაჯურით შესაძლებელია ბარათის, სტიკერის ან ელექტრონული საფულის გარეშე გადახდა. სამაჯურის უპირატესობა ის არის,  რომ ის სრულად უკონტაქტოა - გადახდისას მომხმარებელს არ უწევს  არც ბარათზე და არც ტელეფონზე შეხება. სამაჯურის ტერმინალთან  მიახლოებით  გადახდა შესრულებულია.

Latest on Entrepreneur

Entrepreneur Media, Inc. values your privacy. In order to understand how people use our site generally, and to create more valuable experiences for you, we may collect data about your use of this site (both directly and through our partners). By continuing to use this site, you are agreeing to the use of that data. For more information on our data policies, please visit our Privacy Policy.