📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

როგორ შეინარჩუნოთ მოტივაცია, როდესაც გარშემო ყველაფერი რთულდება და იძაბება გონების განახლებისა და გაახალგაზრდავების ხუთ საფეხურიანი გეგმა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ლიდერობა მართლაც მძიმე საქმეა და მოტივაციის დაკარგვაც სრულიად ბუნებრივია. რამდენად ხშირად შეგინიშნავთ საკუთარი თავისთვის, რომ სამსახურში მოტივაციას კარგავთ? თვეში ერთხელ? კვირაში ერთხელ? ყოველ დღე? მოტივაციის შენარჩუნება განსაკუთრებით ძნელია, როდესაც სტრესის ზემოქმედების ქვეშ ხართ. მოდუნებული და აპათიური ხართ, თითქოს მექანიკურად აკეთებთ ყველაფერს, არანაირ სიხარულს არ განიჭებთ თქვენი სამუშაო. სტრესი, გარკვეული მიზეზების გამო, მეტისმეტად დიდ ზეგავლენას ახდენს თქვენს მოტივაციაზე. კვლევებმა უჩვენა, რომ ნებისყოფის შენარჩუნება უზომოდ ძნელია, ბოლომდე გაძლება ჭირს. ავტომობილი ჩერდება, როდესაც საწვავი აღარ აქვს, არ აქვს მნიშვნელობა, მძღოლს წინ წასვლა სურს თუ არა, საწვავის შევსება აუცილებელია.

კარგი ამბავი ის არის, რომ მოტივაციის გაძლიერება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ისე შეგიძლიათ, რომ არც ბენზოგასამართი სადგურის საძებნელად მოგიწევთ სადმე წასვლა და არც რაიმე თანხის გადახდა. საბედნიეროდ, ჩვენი ტვინი ძლიერია. მართალია, სტრესი ჩვენს ტვინში ნერვულ უჯრედებს შორის ასუსტებს კავშირებს, მაგრამ როდესაც სტრესთან გვიწევს გამკლავება, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ტვინის განახლება და გაახალგაზრდავება შეგვიძლია. ქვემოთ ხუთი ნაბიჯია, რომლებიც მაშინ უნდა გამოიყენოთ, როდესაც იგრძნობთ, რომ მოტივაცია საერთოდ აღარ გაქვთ.

1. დაადგინეთ, რა ტიპის სტრესის ზემოქმედების ქვეშ ხართ

უმთავრესად, ოთხი ტიპის სტრესი არსებობს. მნიშვნელოვანია, ამოიცნოთ, რომელი მათგანის ზემოქმედების ქვეშ ხართ და დაადგინოთ, კონკრეტულად რას გრძნობთ. პირველი, დროსთან დაკავშირებული სტრესია, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც დრო არ გყოფნით ან ზოგადად, დროზე ნერვიულობთ. ყველაზე ხშირად ამ ტიპის სტრესს, უკანასკნელი ვადების მოახლოვება იწვევს. დრო არც ერთ ლიდერს არ ჰყოფნის და არც თქვენ იქნებით პირველი, ვისაც ამ ტიპის სტრესი აქვს, მას ნაადრევ სტრესს ეძახიან. როდესაც პრეზენტაცია ან დირექტორთა საბჭოს სხდომა ახლოვდება, ამ მოვლენების მოლოდინში ღელავთ, და ნაადრევი სტრესს გრძნობთ. მერფის კანონი ხომ გახსოვთ? თუ არსებობს ალბათობა იმისა, რომ რაიმე არასწორად წავიდეს, აუცილებლად ასე მოხდება.

მესამე ტიპის სტრესს, სიტუაციურს უწოდებენ, იგი მაშინ იჩენს თავს, როდესაც გრძნობთ, რომ ვითარებას ვერ აკონტროლებთ. როგორც ლიდერი, სიტუაციური სტრესის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდებით, როდესაც თქვენს სტატუსს ემუქრება საფრთხე ან კიდევ, რეპუტაცია გელახებათ. მეოთხე და საბოლოო ტიპის სტრესს, შეხვედრის სტრესი ჰქვია, რომელიც მაშინ იჩენს თავს, როდესაც სხვებთან ურთიერთობა უხერხულად გაგრძნობინებთ თავს. შესაძლოა, თქვენს არც თუ სასიამოვნო კოლეგასთან ურთიერთობაც კი გახდეს სტრესის საბაბი.

ასევე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, სტრესის ზემოქმედების ქვეშ ხართ, თუ ემოციური ან ფიზიკური გადაწვის სინდრომი გაქვთ. გადაწვის სინდრომი მაშინ იჩენს თავს, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში ხართ სტრესის ზემოქმედების ქვეშ. როდესაც ემოციური გადაწვის სინდრომი გაქვთ, დაღლილობის და გამოფიტვის შეგრძნება გიჩნდებათ. თქვენი იმუნური სისტემა დაზიანებულია, და დიდი ალბათობით, ავად გახდებით. ამასთან, დაუცველად გრძნობთ თავს და მოტივაციას კარგავთ. სტრესს ასეთი ფართო მასშტაბები არა აქვს. სტრესის დროს ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ მეტისმეტად ბევრს ითხოვენ თქვენგან და შესაძლოა, ეს ფიზიკურად, კუნთების დაჭიმვისა და თავის ტკივილი სახით გამოიხატოს, მაგრამ ამ დროს, ემოციური გადაწვისთვის დამახასიათებელი სიცარიელისა და გარიყულობის გრძნობა არ გქონდეთ.

როდესაც სტრესის იხსნით თავიდან, ემოციური თითი - თქვენი მეორე თითია. ამის შესახებ მაშინ შეძლებთ მეტის გაგებას, როდესაც თქვენ და თქვენი გუნდი სტრესისადმი მიძღვნილ სემინარზე მოხვდებით.

2. მოძებნეთ პარტნიორი

სტრესთან გამკლავება გუნდთან ერთად გაცილებით იოლია. ვინმეს მოძებნა სცადეთ, რომელიც მოტივაციას დაგიბრუნებთ. თუ რომელიმე პროექტის მიმართ ინტერესი აღარ გაქვთ, მასზე მუშაობა არ გეხალისებათ, კოლეგებთან ან მეგობართან სცადეთ თქვენი შედეგების განხილვა. თუ ახალი უნარ ჩვევის შესწავლისადმი ინტერესი დაკარგეთ, შეგიძლიათ, თქვენი ცოდნა და გამოცდილება თქვენს კოლეგას გაუზიაროთ. ერთმანეთის გამხნევება სცადეთ. თქვენი გამოცდილების სხვისთვის გაზიარება კვლავ გაგიღვიძებთ ინტერესსა და მოტივაციას. მაგრამ პარტნიორის მოძებნა კიდევ იმითაა კარგი, რომ პასუხისმგებლობის გრძნობას იძლიერებთ, გარდა ამისა, ისიც მნიშვნელოვანია, რომ სადღაც მხარდამჭერი გეგულებათ.

3. თვალყური ადევნეთ თქვენს პროგრესს

ბევრ ლიდერს ქმედება და პროგრესი ერთმანეთში ერევა. ის ფაქტი, რომ მოძრაობთ, სრულიადაც არ ნიშნავს, რომ პროგრესიც გაქვთ. როდესაც არ იცით, სად მიდიხართ და არც ის, თუ რამდენად შორს წახვედით, მოტივაციის დაკარგვა სრულიად ბუნებრივია. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თავი წარმატებისკენ განაწყოთ, პროგრესული მიზნები დაისახოთ სტრესისადმი მდგრადი ადამიანებისთვის. მოტივაციის შენარჩუნებას გაცილებით ადვილად შეძლებთ, როდესაც მანათობელი ვარსკვლავი მიგიძღვით წინ.

რაც შეეხება სამუშაო პროექტს, თქვენი წარმატების თვალყურის სადევნებლად და გასაკონტროლებლად, ეფექტურობის საკვანძო მაჩვენებლები უნდა გამოიყენოთ და სტრესი აუცილებლად უნდა ჩართოთ შეფასების კრიტერიუმებში. შესაძლოა, სტრესი სრულიად ბუნდოვანი ცნება იყოს, მაგრამ მისი შეფასება გასაოცრად მარტივია, თუ იცით, რას ეძებთ. ეს იმიტომ, რომ სტრესი ხშირად შემეცნებით, ემოციურ, პიროვნებათშორის ურთიერთობებსა, და ფიზიკურსა და სულიერ სიმპტომებს უკავშირდება. თქვენი პროგრესის შეფასებისას, უნდა გაითვალისწინოთ, სტრესის რომელი სიმპტომები გქონდათ, რა ხარისხის და რამდენად ხშირად. მოტივაციის დაკარგვას გრძნობდით? კუნთების დაძაბულობას? მადის დაკარგვას თუ პირიქით, მის გაძლიერებას? ხშირად ხომ არ ცივდებოდით? სოციალურად იზოლირებული ხომ არ იყავით? იმპულსური ან განმეორებადი ქცევები ხომ არ გქონდათ?

მთავარი, თქვენი პროგრესის აღრიცხვაა და ამასთან, არც საკუთარი თავის დაჯილდოება დაივიწყოთ. პატარა გამარჯვებების შემთხვევაშიც კი, საკუთარ თავზე მხარზე მოუთათუნეთ ხელი. ნებისმიერი პროგრესი - უკვე პროგრესია. ხოლო, როდესაც რაღაც დიდს მიაღწევთ, რატომ არ უნდა გაანებივროთ საკუთარი თავი ჯილდოთი და რატომ არ უნდა აღნიშნოთ თქვენი წარმატება? თქვენ ამას იმსახურებთ. გარდა ამისა, ეს დაგეხმარებათ კვლავ მოტივირებული და ჩართული იყოთ კომპანიის საქმიანობაში.

4. თქვით - „არა"

სტრესის დონე მაღლა იწევს, როდესაც იმაზე მეტს აკეთებთ, ვიდრე შეგიძლიათ. უზომოდ მნიშვნელოვანია, ყველა თხოვნას არ დაეთანხმოთ. როდესაც რაიმეს გაკეთებას გთხოვენ, პასუხის დაბრუნებამდე, შეჩერდით. აუცილებლად უნდა გამონახოთ დრო და დაფიქრდეთ, გაქვთ კი საკმარისი დრო, უნარები და რესურსები ამ ამოცანის შესასრულებლად. არაფერი იქნება განსაკუთრებული იმაში, თუ არ გააკეთებთ. არც ის იქნება დიდი დანაშაული, თუ „არა"-ს იტყვით. თქვენ ლიდერი ხართ და უნდა გააცნობიეროთ, რომ უარის თქმა, ეგოისტობას სრულიადაც არ ნიშნავს, უბრალოდ, იმას ნიშნავს, რომ თქვენს მოვალეობებს ასრულებთ. თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნოთ. საკუთარი თავით უნდა ამაყობდეთ. როდესაც, „არას" თქმას ისწავლით, გაცილებით მეტი დრო და მოტივაცია გექნებათ იმ საქმისთვის, რომელიც თქვენს ყურადღებას მოითხოვს. ჩემს წიგნში, „ლიდერობა სტრესის გარეშე", უარის თქმის ოთხი გზა მაქვს განხილული.

5. მიჰყევით თქვენს გატაცებას

დროდადრო, უკან გადადგით ნაბიჯი და იფიქრეთ იმაზე, რამდენად მოგწონთ თქვენი ამჟამინდელი სამუშაო. თვით ეს სფერო თუ მოგწონთ? ის ადამიანები თუ მოგწონთ, რომლებთან ერთადაც მუშაობთ? თქვენი როლი თუ მოგწონთ? თქვენი გატაცებები კარიერულ საფეხურზე გადანაცვლებისას შეიცვლება და ამიტომ, საკუთარი თავი, უკიდურეს შემთხვევაში, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეამოწმოთ. თქვენ ბევრ დროს, სულ მცირე, დროის 50 პროცენტს ატარებთ სამსახურში და თუ რაღაც ისეთს არ აკეთებთ, რაც ძალიან მოგწონთ, უწინდებური ძლიერი მოტივაცია აღარ გექნებათ.

კვლევებმა უჩვენა, რომ როდესაც რაღაცით ვართ გატაცებულები, უფრო მეტ სიხარულს განვიცდით და სრულყოფილად ვგრძნობთ თავს. ჩვენს ტვინში სისხლის ნაკადი მატულობს და გაცილებით კონცენტრირებულები ვხდებით. ეს კი ნეირომედიატორების რაოდენობას ზრდის, რომლებიც ჩვენს ტვინში ახალ კავშირებზე არიან პასუხისმგებელნი, და ამიტომ, ჩვენ უკეთ შეგვიძლია აწმყოზე კონცენტრირება, აზროვნების მახეებისგან თავის დაღწევა და არეული ემოციებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. როდესაც მოტივირებულები ხართ, ტალღისებური ეფექტი იჩენს თავს. თქვენ გაცილებით ძლიერ ერთვებით საქმეში, ნაკლებად დაძაბული და გაცილებით პროდუქტიული ხდებით. მთელი ეს დადებითი ენერგია მთელ თქვენ გუნდს გადაეცემა.

მოტივაცია გადამდებია და ამიტომ, ეს ხუთი ნაბიჯი გადადგით, რომ თქვენც გაიღვივოთ მოტივაცია და სხვებსაც გადასდოთ, მთელ სამყაროს გაუზიაროთ. თქვენ ყველაფრის შეცვლა შეგიძლიათ და ყველაზე მთავარი, საკუთარ თავზე ზრუნვაა.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან