TAMI SPORT - თავისუფლება მოძრაობაში ქართული ლუქს-სპორტული ბრენდისგან

პირველ ეტაპზე ქვეყნის შიგნით, შემდეგ კი უკვე მის ფარგლებს გარეთაც
TAMI SPORT - თავისუფლება მოძრაობაში ქართული ლუქს-სპორტული ბრენდისგან
ფოტო: Entrepreneur Georgia
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე დაძაბული ცხოვრებისა და სტრესული გარემოს პარალელურად, იზრდება ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის, კერძოდ კი, რეგულარული ვარჯიშის აუცილებლობა. ვარჯიში უალტერნატივო ანტისტრესულ აქტივობასა და ფიზიკური თუ მენტალური სიჯანსაღის მთავარ წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, მზარდია ვარჯიშით დაკავებული ადამიანების რიცხვიც. აქტიური ვარჯიშის პროცესისგან მაქსიმალური სიამოვნებისა და ეფექტის მისაღებად მეტად მნიშვნელოვანია ყველა ის სპორტული აღჭურვილობა, აქსესუარი და ელემენტი, რომელიც ადამიანს მიზნის უკეთ მიღწევაში ეხმარება.

სპორტული ტანსაცმლის სწორად შერჩევა ადამიანებს ვარჯიშისადმი ლოიალობასა და მოტივაციას მნიშვნელოვნად უზრდის. სწორედ ამ მოტივაციის წყაროს წარმოადგენს ქართული ბრენდი Tami Sport, რომელიც ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და უმაღლესი ხარისხის, ლუქს-კლასის სპორტულ სამოსს გვთავაზობს. საკუთარი კომფორტულობითა და გამორჩეულად დახვეწილი დიზაინით კი, ეფექტურ და დადებითი ემოციებით დატვირთულ სავარჯიშო პროცესს გვპირდება.

ბრენდის დამფუძნებელი თამარ გელაშვილია. სპორტის გამორჩეულად აქტიური სახეობის – სირბილის პროფესიულად მიმდევარი, წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას უკვე საკუთარი დიზაინით შექმნილ სამოსში გვიზიარებს.

ქალთა პერსონალურ ვარჯიშებზე ორიენტირებული სტუდია Studio Tami-სა და ფიტნესაქსესუარების მაღაზია Fitlab Georgia-ს დაფუძნების შემდეგ, სპორტსმენის ახალ წამოწყებას უკვე სპორტული სამოსის წარმოება წარმოადგენს.

ბრენდის თითოეული მოდელის ესკიზს თავად ქმნის. ამის შემდეგ დიზაინი ჩინეთში, კომპანია Adidas-ის მიერ ავტორიზებულ ფაბრიკაში იგზავნება, იკერება და დასრულებული სახით საქართველოში ბრუნდება. დამფუძნებელი სამოსის დამზადების პროცესის თითოეულ ეტაპს დისტანციურად, აქტიურად აკვირდება.

ბრენდის დაფუძნების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მნიშვნელოვან გამოწვევას იმ ქსოვილის მიგნება წარმოადგენდა, რომელიც მკვეთრი მოძრაობებისთვის მოხერხებული და გამძლე, სხეულისთვის კი კომფორტული იქნებოდა. ქსოვილს მფლობელისთვის ე.წ. second skin განცდა უნდა მოეგვარა, რომელიც მოძრაობის დინამიკასა და კანს ორგანულად შეერწყმებოდა. საფუძვლიანი ძიებისა და კვლევის შემდეგ, ასეთი, სპეციალურად დამუშავებული, ოთხი მიმართულებით წელვადი ერთ-ერთი იშვიათი ქსოვილის სახეობა აღმოჩნდა.

როგორც თამი გელაშვილი Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს, თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ Tami sport-ის თითოეული მოდელი უმაღლესი ხარისხისა და დახვეწილი დიზაინის ყოფილიყო, რისთვისაც შრომა და ძალისხმევა არ დაიშურა. ბრენდმა საკუთარი სამოსით, პერფორმანსის სტილისა და კომფორტული ვარჯიშის დამკვიდრებასთან ერთად, ქართული პროდუქციის მიმართ ნდობის ზრდა დაისახა მიზნად. პირველ ეტაპზე ქვეყნის შიგნით, შემდეგ კი უკვე მის ფარგლებს გარეთაც.

მოდელები უკვე გამოსცადეს სპორტსმენებმა, რის შემდეგაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ Tami Sport საშუალო და მაღალი ინტენსივობის სპორტული დატვირთვის ყველა მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს. ამჯერად ბრენდი მხოლოდ ქალის ხაზის მიმართულებით მუშაობს, თუმცა მამაკაცების მხრიდან აქტიური დაინტერესების საპასუხოდ, მალე მას მამაკაცის სპორტული ხაზიც შეემატება.

აღსანიშნავია ბრენდის ეკოლოგიური ხედვა და სტრატეგია, რომლის თანახმად, სამომავლოდ შეკვეთილი სამოსის ეკო-შეფუთვაში, ნაჭრის ბუნებრივი ქსოვილის ჩანთებში განთავსება და ადრესატთან ამგვარად გაგზავნა იგეგმება.

სპორტული, თუმცა სამად დივერსიფიცირებული საქმიანობის პარალელურად, თამი გელაშვილი დიდ დროსა და ყურადღებას მომხმარებელთა აზრის მოსმენასა და მათი გამოცდილების გაზიარებას უთმობს. მუდმივი უკუკავშირის გაანალიზების შემდეგ კი ხვეწს და აუმჯობესებს საკუთარ პროდუქციას. მიაჩნია, რომ ბრენდის განვითარებისა და წარმატების აუცილებელ პირობას, საკუთარ მომხმარებლებთან მჭიდრო კომუნიკაცია წარმოადგენს. სხვაგვარად, თანამედროვე, სწრაფად მზარდ ბაზარზე დამკვიდრება და წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

მოტივაციით გაჯერებულ ბრენდსა და მის დამფუძნებელს დიდი სამომავლო გეგმები აქვთ. ქართულ სპორტულ ლუქს-სამოსს მალე საერთაშორისო ბაზარიც გაიცნობს. პროფესიულ სპორტულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნილი TAMI SPORT ჯანსაღი ცხოვრებისა და აქტიური, სასიამოვნო ვარჯიშისთვის მეტ თავდაჯერებულობას ჰპირდება ყველას, ვინც ბრენდის სამოსს თუნდაც ერთხელ გამოცდის და მოარგებს საკუთარ სხეულს.

Latest on Entrepreneur

Entrepreneur Media, Inc. values your privacy. In order to understand how people use our site generally, and to create more valuable experiences for you, we may collect data about your use of this site (both directly and through our partners). By continuing to use this site, you are agreeing to the use of that data. For more information on our data policies, please visit our Privacy Policy.