8 გზა იმუნიტეტის ასამაღლებლად - მეცნიერები გვირჩევენ!

ორგანიზმის ძალა, რომელიც საჭიროებს გაფრთხილებას, ზრუნვასა და განვითარებას
8 გზა იმუნიტეტის ასამაღლებლად - მეცნიერები გვირჩევენ!
ფოტო: Pixabay
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჩვენი იმუნური სისტემა დაავადებებთან ბრძოლის მთავარი იარაღია. სწორედ ამიტომ უნდა შევეცადოთ, გავუფრთხილდეთ და გავაძლიეროთ იგი. ეს გასათვალისწინებელია გრიპისა და ვირუსების სეზონზე, განსაკუთრებით კი ახლა, როცა კორონავირუსის ეპიდემიამ სამყარო მოიცვა.

კორონავირუსის წინააღმდეგ მეცნიერული კვლევების კვალდაკვალ, ექსპერტები საზოგადოებას მოუწოდებენ ჯანსაღი მდგომარეობის შესანარჩუნებლად საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმონ. ჩვენ ყველა ვიბადებით იმუნური სისტემით, მაგრამ არსებობს გზები, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია გავაძლიეროთ საკუთარი იმუნიტეტი, ყველაფერი კი საკუთარ სხეულზე ზრუნვით იწყება.

როგორც ამერიკელი ექიმი ბლენქი აღნიშნავს, ჩვენი იმუნური სისტემა თავდაცვის შრეებისგან შედგება. იგი მოიცავს ფიზიკურ ბარიერებს, ასევე უჯრედებს, რომლებიც ამჩნევენ და ებრძვიან უცხო სხეულებს, როგორებიცაა ვირუსი და ბაქტერია.

მეცნიერები გვთავაზობენ რამდენიმე გზას, რომლებიც დაგვეხმარება იმუნიტეტის გაძლიერებაში. მათ პუნქტების მიხედვით გთავაზობთ:

 

1. აკონტროლეთ მიღებული ალკოჰოლის რაოდენობა

„ალკოჰოლის ჭარბი მიღება თრგუნავს იმუნურ სისტემას“, − ამბობს ჯესიკა ქორდინგი. გარდა ამისა, ღრეობის დროს სხეული დეჰიდრატაციას განიცდის. ორგანიზმის წყლით მომარაგება კი მნიშვნელოვანია ავადმყოფობასთან ბრძოლისას.

2. შეამცირეთ სტრესის დონე

კვლევები აჩვენებს, რომ სტრესი თრგუნავს იმუნურ სისტემას და ინფექციების მიმართ უფრო მოწყვლადს გვხდის. ქრონიკული სტრესის დროს, ადამიანი უფრო მგრძნობიარე ხდება დაავადებების მიმართ, ასე კი ავად გახდომის რისკი იზრდება.

3. მიიღეთ ხილი და ბოსტნეული

თქვენი თეფში აუცილებლად სავსე უნდა იყოს ფერადი ბოსტნეულითა და ხილით, რომელიც იმუნურ სისტემას აუცილებლად გააძლიერებს. თუკი არ იცით დღიური დოზა, გაითვალისწინეთ U.S. Dietary Guidelines for Americans-ის რეკომენდაციები. მაგალითად, ადამიანმა, რომელიც დღეში 2000 კალორიას იღებს, უნდა მიირთვას 300 გრამი ხილი და 450 გრამი ბოსტნეული.

4. არ დაგავიწყდეთ D ვიტამინი

D ვიტამინი იმუნური სისტემის გაძლიერებაში დიდ როლს თამაშობს იგი გვეხმარება ანტისხეულების გამომუშავებაში, რომლებიც დაავადებებს ებრძვიან. ჩვენი სხეული ამ ვიტამინს მზისგან იღებს, თუმცა შესაძლებელია მისი ისეთი საკვებიდან მიღება, როგორებიცაა: თევზი, კვერცხი, სოკო და სხვა. თუკი მიგაჩნიათ, რომ D ვიტამინი საკმარისად არ გაქვთ, მიმართეთ ექიმს, რომელიც ანალიზის საფუძველზე საჭირო დოზას დაგიდგენთ.

5. ძილი, როგორც პრიორიტეტი

როგორც ექიმი ბლენქი აღნიშნავს, საკმარისი ძილი ჩვენს სხეულს ეხმარება ყოველდღიური მენტალური თუ ფიზიკური სტრესისგან გამოჯანსაღებაში და ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.

6. ხშირად დაიბანეთ ხელები

ხელების ხშირად დაბანა დაგეხმარებათ მოიშოროთ ბაქტერიებისა და ვირუსების რაოდენობა თვალებიდან, ცხვირიდან და პირიდან. The Centers for Disease Control and Prevention (CDC) გირჩევთ ხელები საპნითა და წყლით დაიბანოთ 20 წამით, ან იმ დროის განმავლობაში, რაც Happy Birthday-ს 2-ჯერ შესრულებისას დაგჭირდებოდათ.

7. შეინარჩუნეთ რეგულარული ვარჯიში

გახსოვდეთ: რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს ანტისხეულების გამომუშავებას, ამცირებს გაციების, გრიპისა და დაავადებების რისკს, და გხდით ჩვეულებრივზე მეტად გამძლეს.

8. საბოლოოდ კი, შეწყვიტეთ მოწევა, თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ

გარდა იმისა, რომ ჩვენ ვიცით რამდენად საზიანოა მოწევა, უნდა აღინიშნოს, რომ იგი განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ჩვენს იმუნურ სისტემას, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების გარანტია.

რა თქმა უნდა, შეიძლება ყველაფერი სწორად გააკეთო, თუმცა მაინც გახდე ავად. მაგრამ მოიმოქმედო ყველაფერი საკუთარი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, ნიშნავს, რომ სხეული ბევრად მომზადებული იქნება ყველა დაბრკოლების გადასალახად, რაც შეიძლება ცხოვრების განმავლობაში შეგეჩეხოთ.

Latest on Entrepreneur

Entrepreneur Media, Inc. values your privacy. In order to understand how people use our site generally, and to create more valuable experiences for you, we may collect data about your use of this site (both directly and through our partners). By continuing to use this site, you are agreeing to the use of that data. For more information on our data policies, please visit our Privacy Policy.