You can be on Entrepreneur’s cover!

Amazon ყველა თანამშრომელს სთხოვს, სახლიდან იმუშაონ სახლიდან მუშაობა ყველა თანამშრომელს არ შეუძლია, მაგრამ Amazon ანაზღაურებად შვებულებას აძლევს სრულ და ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულ თანამშრომლებს, რომლებსაც ვირუსთან ჰქონდათ კონტაქტი. ხოლო ყველა სხვა თანამშრომელს კი -აუნაზღაურებელ შვებულებას აძლევს განუსაზღვრელი დროით

By ადამ სმიტი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Fortune

კორონავირუსის პანდემია ვრცელდება და Amazon ბოლო კომპანიაა, რომელიც თავის 798,000 თანამშრომელს უცხადებს, რომ მარტის ბოლომდე სახლიდან უნდა იმუშაონ.

„სახელმწიფო და კერძო სამედიცინო ექსპერტებთან კვლავ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, ვითარება რთულდება და სრული გარანტია უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი უსაფრთხოების წინასწარი ზომები შესაბამისია. ამიტომ, ამ ეტაპზე რეკომენდაციას ვაძლევთ ყველა ჩვენს თანამშრომელს მთელ მსოფლიოში, რომლებსაც სახლიდან შეუძლიათ მუშაობა, მარტის ბოლომდე სახლიდან იმუშაონ", - ნათქვამია Amazon-ის წარმომადგენელის განცხადებაში.

Techcrunch-ის მიხედვით, Amazon თანახმაა ორ კვირიანი დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება მისცეს სრულ და ნახევარ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლებს, რომლებსაც ვირუსთან ჰქონდათ კონტაქტი. დამატებითი დროით მიეცემა შვებულება ნებისმიერს, ვინც კარანტინშია. გარდა ამისა, ამ თვეში განუსაზღვრელი დამატებითი დრო მიეცემა ნებისმიერ თანამშრომელს, მაგრამ ისინი კომპენსაციას არ მიიღებენ. გლობალური თანამშრომლები Amazon-ის კვების სექტორიდან, დასუფთავების სამსახური, და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც სრულ ანაზღაურებას მიიღებენ.

ისე, როგორც Amazon-მა, სოციალურმა მედია ვებგვერდმა Twitter-მაც თავის დაახლოებით 5000 თანამშრომელს განუცხადა, რომ მათ სახლიდან უნდა იმუშაონ - კომპანია ამას ადრე მხოლოდ ვარაუდობდა და ახლა უკვე სავალდებულო პოლიტიკა გახადა.

პანდემია ვრცელდება და ამასობაში, სხვა კომპანიები, კლიენტების საუკეთესო მომსახურებაზე ამახვილებენ ყურადღებას. AT&T-მ განაცხადა, რომ შეზღუდვებს ხსნის ქსელში მონაცემთა გადაცემაზე, MSI ორი თვით აგრძელებს გარანტიებს, ხოლო Pornhub -იტალიელებს უფასო პრემიუმ წვდომას სთავაზობს პორნო მასალებზე კარანტინის პერიოდში იტალიაში.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"