You can be on Entrepreneur’s cover!

2020 წლიდან ცნობილი ამერიკული ჟურნალი ''ამერიკული ინტერესი'' ქართულად გამოიცემა ჟურნალის მისია "ამერიკის მსოფლიოსთვის, ხოლო ამერიკელებისთვის მსოფლიოს ახსნაა"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

2005 წელს დაარსების შემდეგ ჟურნალი „ამერიკული ინტერესი" შეერთებული შტატების შიდა და საგარეო პოლიტიკის, კულტურისა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების შესახებ სანდო და კვალიფიციური ინფორმაციის წამყვან წყაროდ ჩამოყალიბდა. ჟურნალის ძირითადი იდეა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკითხველისთვის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესების სიღრმისეული გაგების საშუალების მიცემა იყო. „ამერიკული ინტერესის" დამაარსებლის, პროფესორ ფრენსის ფუკუიამას სიტყვებით, ჟურნალის მისია „ამერიკის მსოფლიოსთვის, ხოლო ამერიკელებისთვის მსოფლიოს ახსნაა".

გამოცემის სარედაქციო საბჭოში შედიან და ჟურნალში სტატიებს აქვეყნებენ სტენფორდის, ჰარვარდის, იელის და მსოფლიოს სხვა წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები, ამერიკის საგარეო პოლიტიკის პროფესიონალები და გამოცდილი დიპლომატები, ნობელიანტი მეცნიერები და მწერლები. მათ შორის: ფრენსის ფუკუიამა, ენ ეპლბაუმი, ელიოტ კოენი, მარიო ვარგას ლიოსა, რობერტ ფრანკი, ბერნარ ანრი-ლევი, ჯეფრი გედმინი, ჩარლზ დევიდსონი, დევიდ კრამერი და სხვები.

2020 წლის დასაწყისში „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" (EPRC) მიერ ჟურნალის გამომცემლებთან მიღწეულ იქნა შეთანხმება „ამერიკული ინტერესის" ქართულენოვანი ლიცენზირებული გამოცემის შესახებ. ეს ჟურნალის პირველი უცხოურენოვანი გამოცემა იქნება.

ქართული ბეჭდვითი მედიის სფეროში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ჟურნალის გამოცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სანდო და მრავალფეროვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის. შეერთებულ შტატებში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესების შესახებ პირველწყაროს გამოცემა მნიშვნელოვანია ქართულ მედია სივრცეში დეზინფორმაციის გაუვნებელყოფის კუთხითაც.

ქართულენოვანი გამოცემა, ამერიკული მსგავსად, ორ თვეში ერთხელ გამოიცემა. საწყის ეტაპზე ჟურნალში ამერიკული გამოცემის მასალა დაიბეჭდება, თუმცა იგეგმება ქართული გამოცემისთვის ექსკლუზიური მასალის შექმნა და დამატება. EPRC ბაზაზე შეიქმნა გამოცდილი მთარგმნელების, რედაქტორებისა და დიზაინერების გუნდი, რომლის მიზანი ქართულენოვანი გამოცემის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა.

ქართული გამოცემის ტირაჟი 3,000 ეგზემპლარია და ამერიკული გამოცემის იდენტური ფორმატისა და ხარისხის დაცვით იბეჭდება. ჟურნალის ხელმისწვდომობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით იგეგმება ქართული გამოცემის უნივერსიტეტებისთვის, სკოლებისთვის, საჯარო და კერძო ბიბლიოთეკებისთვის, წიგნის მაღაზიებისა და მედიათეკებისთვის უსასყიდლოდ გადაცემა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რეგიონებს.

დაგეგმილია ჟურნალის პრომოციისა და გავრცელების საქმეში საერთაშორისო პარტნიორების ჩართვა. „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ღონისძიებების, მათ შორის ყოველწლიური სტენფორდის ლიდერთა განვითარების აკადემიის (Leadership Academy for Development/LAD) და თბილისის საერთაშორისო კონფერენციის, მონაწილეები ჩაერთვებიან რეგიონებსა და ქალაქებში ჟურნალის გამოცემის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებსა და შეხვედრებში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"