ილონ მასკი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მისი საწარმოები სასუნთქ აპარატებს შექმნიან

ილონ მასკი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მისი საწარმოები სასუნთქ აპარატებს შექმნიან
ფოტო: Shutterstock.com
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ილონ მასკიმ, რომელიც ორი დიდი კომპანიის − Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორია, Twitter-ზე Tesla-ს მომხმარებლის მიერ დაწერილ კომენტარზე, სადაც იგი მასკის მოქმედებისკენ მოუწოდებდა, პასუხი გასცა და პირობა დადო, რომ მის ქარხნებში შეუძლია აწარმოოს სასუნთქი აპარატები, თუკი კორონავირუსის გამო ამის საჭიროება დადგება.

განცხადება უპასუხოდ არ გაატარა FiveThirtyEight-ის რედაქტორმა, ნეიტ სილვერმა, რომელმაც მასკს Twitter-ზე დაუსვა კითხვა: „უკვე დეფიციტშია, რამდენ სასუნთქ აპარატს აკეთებ?“ რაზეც ილონმა უპასუხა, რომ მის საწარმოებში შექმნილი ტექნიკური კომპონენტები „გამოცდილია“ და აპარატები, მათგან განსხვავებით, სირთულეს არ წარმოადგენდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ მათი დაუყოვნებლივ წარმოება შეუძლებელია.

სასუნთქი აპარატები გადამწყვეტ როლს თამაშობს ისეთი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლისას, როგორიც COVID-19-ია. თებერვლის მონაცემებით, ამერიკას 170,000 სასუნთქი აპარატი ჰქონდა, აქედან კი 160,000 უკვე საავადმყოფოში გამოსაყენებლად იყო მზად. ბოლო დროს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ამერიკა კრიტიკული მარაგის დეფიციტს განიცდის. ამას ემატება ოთხშაბათი საღამოს მონაცემები, რომლის მიხედვით, ამერიკაში კორონავირუსის 9400 შემთხვევა და გარდაცვალების 150 შემთხვევა დაფიქსირდა.

ერთ-ერთი ექსპერტის მიხედვით, კორონავირუსის ეპიდემიის დროს ამერიკაში მილიონ ადამიანს დასჭირდება სასუნთქი აპარატით მკურნალობა, რომელიც საკმაოდ დიდი რიცხვია. უნდა აღინიშნოს, რომ სხვა სამედიცინო აღჭურვილობების დეფიციტს უკვე განიცდის ამერიკული საავადმყოფოები, მათ შორის − სამედიცინო ნიღბების.

The New York Times-ის მიხედვით, კორონავირუსის დასაძლევად 18 თვე ან მეტი დაგვჭირდება, ეს პერიოდი კი აუცილებლად მოიცავს რამდენიმე ტალღას და გავლენას მოახდენს თითქმის ყველა სეგმენტზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის სხვადასხვა ავტომწარმოებელი, როგორიცაა General Motors და Ford, აწარმოებენ მოლაპარაკებებს თეთრ სახლთან, თუ როგორ შეუწყონ ხელი სასუნთქი აპარატების წარმოებას მათი დეფიციტის შემთხვევაში.

Latest on Entrepreneur

Entrepreneur Media, Inc. values your privacy. In order to understand how people use our site generally, and to create more valuable experiences for you, we may collect data about your use of this site (both directly and through our partners). By continuing to use this site, you are agreeing to the use of that data. For more information on our data policies, please visit our Privacy Policy.