დავით კოჩუაშვილის თვალით დანახული ფიროსმანის სურათების გმირები თვითიზოლაციაში

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ახალგაზრდა ქართველმა მხატვარმა დავით კოჩუაშვილმა გადაწყვიტა საკუთარი წვლილი შეეტანა კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში, #დარჩისახლში კამპანიის კიდევ ერთხელ წინ წამოწევით. მან შექმნა ნამუშევრები, სადაც ნიკო ფიროსმანის პერსონაჟები არა სტანდართულ გარემოში, არამედ სახლში არიან.

დავით კოჩუაშვილი

„ამით მინდოდა მეთქვა, რომ სახლში დარჩენა გვეხება ყველას და ეს საერთო საქმეა, რომელსაც დიდი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ.

დღეისათვის გვაქვს სიტუაცია, სადაც მთელი სამყარო ახალ რეჟიმზე გადაერთო, სხვადასხვა სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე დადგა, რაც კორონა ვირუსის „დამსახურებაა.“

სწორედ ამ სირთულეების გადასალახად სამედიცინო პერსონალის მხრიდან აქტიური მოწოდებები გვესმის იმის შესახებ, რომ აქტიურად დავიბანოთ ხელები, მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და რა თქმა უნდა დავრჩეთ სახლში. ჩემი ნამუშევრებიც სწორედ ამ მოწოდებას ეხმაურება,  #დარჩისახლში.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი წინა სერიის „პარალელური სამყარო მხატვრობაში“ გაგრძელებაა, რადგან ისევე როგორც ამ ნამუშევრებში ზემოთხსენებულ სერიაშიც სიუჟეტი და სცენარი სხვაგვარად ვითარდებოდა.

ნამუშევრების გამოქვეყნებას განვაგრძობ, თუმცა ვიმედოვნებ, რომ მსგავსი მოწოდების გაჟღერება აღარ მომიწევს და ამის ნაცვლად გამოვაქვეყნებ ნამუშევრებს სახელწოდებით #კორონადამარცხებულია“. - აცხადებს Entrepreneur-თან საუბრისას დავით კოჩუაშვილი.